ხევისბერი გოჩა - მამა, ხალხის წინამძღოლი, უზენაესი მსაჯული

 ხევისბერი გოჩა არის ალ. ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მთავარი მოქმედი პირი.  იგი ყოველმხრივ სამაგალითო პიროვენებად წარმოგვიდგება მოთხრობაში. ისაა ადამიანი რომელზედავ ჩაცმულობა ვერავითარ წარმოდგენას ვერ გვიქმნის. ამ შემთხვევაში მისი თვალები მართლაც რომ სულის სარკეა.

  ხევისბერი გოჩას განხილვა, მოცემულ ნაწარმოების მიხედვით რამდენიმე კონტექსტში შეგვიძლია. პირველი ესაა მამა, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს ერთადერთ ვაჟთან. მეორე ესაა ხალხის წინამძღოლი, რომელსაც განუსაზღვრელად დადებითი ავტორიტეტი აქვს თავის ხალხში მოპოვებული. მესამე კი ესაა მსაჯული რომელიც თანაბარი სიმკაცრით გამოირჩევა ყველას მიმართ.

   ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ სამივე შემთხვევაში გოჩას ეტალონად მიჩნევა შესაძლებელია. განვიხილოთ თუნდაც როგორც მამა, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი შვილი. ტექსტიდან გამომდინარე მას ხშირად უნდა ჰქონოდა მამაშვილური საუბარი ონის ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 24373 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 02.25.2015 | კომენტარი (1)

ხევისბერის ტრაგედია

   ხევისბერი გოჩა გახლავთ ალ. ყაზბეგის, ამავე სახელწოდების  მოთხრობის მთავარი პერსონაჟი. იგი იყო ყველასათვის სამაგალითო ადამიანი და ხალხშიც განსაკუთრებულად კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. რასაც თუნდაც ის განაპირობებდა რომ მას სწამდა, ხალხის რეული ღვთის რჩეულიც უნდა ყოფილიყო და არაფერს არ იშურებდა რომ თანამოძმეების იმედები გაემართლებინა.  ხევისბერი გოჩა მოხევეებს სათავეში ედგა ჭირისა თუ ლხინის დროს.. ჩაცმულება ორივე შემთხვევაში შეიძლება ერთი და იგივე ჰქონოდა , მაგრამ მისი გამოხედვა მთლიანად შეგაცვლევინებდათ აზრს მის გარეგნობაზე...

   გოჩას დიდი ტრაგედია გუგუას ქორწილის დღესვე დაიწყო. მაშინ, როცა წესით და რიგით ყველას უნდა მოელხინა და ეს დღე ცოდვის საბაბი არ უნდა გამხდარიყო. ხევისბერი გამოცდილი პიროვნება იყო და როგორც კი თავისი შვილი დაინახა, მაშინვე გულმა რეჩხი უყო და გარკვეულწილად წარმოდგენა შეექმნა არსებულ ვითარებაზე. იმ ღამითვე მამამ შვილს მცირეოდენად გაუმხილა ეჭვები , თუმცა კი არ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 20355 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 02.23.2015 | კომენტარი (2)

ონისეს ფსიქოლოგიური პორტრეტი

  ალ. ყაზბეგის ,,ხევისბერ გოჩაში“ გამოკვეთილია რამდენიმე პერსონაჟი, რომელთა ქმედებები შეგვიძლია ჩვენი მსჯელობის საბაბი გავიხადოთ. ზოგადად მოცემულ მოთხრობაში გამოკვეთილია ის, თუ როგორ სცემენ პატივს ტრადიციებს ყველანი, თავისი ასაკის მიუხედავათ. განსაკუთრებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ ახალგაზრდებზე რადგან ისინი ყოველგვარი კითხვების დასმის გარეშე, ემორჩილებიან უხუცესების მიღებულ კანონებს. მათ შეიძლება ბერვრის თქმაც სწადდეთ გულში, მაგრამ გარკვეული მიზეზებისდა გამო არ ამბობენ, რადგან დარწმუნებულნი არიან თავიანთი რჩეული პირების სისწორეში , და ასეთ შემთხვევებში შეცდომას საკუთარ თავში ძიობენ.

   ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდა იყო ონისე, ხევისბერი გოჩას ვაჟი. იგი თვდახრილი ასრულებდა ყოველგვარ დავალებას თავისი მხარის უხუცესებისაგან.  იგი ხალხში საკმაოდ კარგიავტორიტეტით სარგებლობდა. პირველი იმიტომ, რომ ხევისბერ ი გოჩას ვაჟი იყო და მეორე იმიტომ რომ თვითონაც თავი ქონდა გამოჩენილი სხვადასხვა სიტუაცი ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 18132 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 02.22.2015 | კომენტარი (0)

XXI

ონისე გასვლის უმალ გაემართა ნაროვანისკენ, სადაც მთის ბილიკებზედ უნდა გასულიყო და თავისი გუნდის უფროსის ბრძანებით მტერზედ თვალი დაეჭირა და მათი მოახლოვება დროზედ შვეტყობინებინა.

ის მიდიოდა ჩვეულებრივის სიფრთხილით, როდესაც მის წინ რაოდენიმე მანძილზე ქვა ვიღამაც შეანძრია. ონისე ვეფხვივით გადახტა გზას იქით, ამოესაფრა ქვასა და ღამის მშვიდობიანობის დამრღვევს მოელოდა.

კარგა ხანმა გაიარა, სანამ ხვეულს ბილიკზედ გამოჩნდებოდა ვინმე, მაგრამ ფეხის ხმა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა, აშკარად ესმოდა. წუთიც და გზაზედ ქალი და კაცი გამოჩნდა, რომელთაც ერთი დატვირთული ვირი მოჰყვანდათ. აშკარად ეტყობოდა, რომ ესენი მწყემსები უნდა ყოფილიყვნენ, რომელთაც მთიდგან ჯარისთვის ყველი მოჰქონდათ.

ონისე დარწმუნდა, რომ მომავლები მოხევენი უნდა ყოფილიყვნენ და ის იყო თავის საფარიდგან გ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 3704 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 02.18.2015 | კომენტარი (0)

XI

გაიარა ბნელმა და გულჩათხრობილმა ზამთარმა და მასთან ერთად გაქრა სევდის ამშლელი ტყვიის ფერი ღრუბელი, რომელიც მწუხრის ზეწარსავით აბნელებდა მთის წვერებს და ხევებს. მასთან ერთად გაჰქრნენ ჩრდილოეთის ცივი ქარებიც, რომელნიც ბაიყუშურის ზუზუნით გაყინულს თოვლს აყრიდნენ დედამიწის გაცოცხლებულს სურნელოვანს ფარდაგს და სულშეხუთულს ახმობდნენ, ფშვნეტდნენ და მტვრად აქა-იქ აბნევდნენ. ბუნება შეიცვალა: მოუსვენარი ზუზუნა ქარების ადგილი წყნარად მრხეველმა ნიავმა დაიჭირა, მიწა შეთბა და მოაცოცხლა მცენარენი, ბალახმა იგრძნო თავისი ძალა, წამოიწია და თეთრად გადაფარებული თოვლის სუდარი ჯერ დედამიწას ააშორა და მალე, მზის დახმარებასთან ერთად, წყლად აქცია და ქვევით ხევებში ხრიალით და უგზო-უკვლოდ გააქანა. მძიმე, უსიამოვნო ტვირთისგან განთავისუფლებულმა კავკასიის მთებმა თითქოს თმები შეიბერტყეს და დამასევდიანებელის ყინულის მაგიერ მწვანე ხავერდი გადაიფარეს. გაიღვიძეს ყვავილებმა და ნაზად თავის გადაგდ-გადმოგდებით დაუწყეს ერთმანეთს არშიყობა. გაშმაგებული მზის სხივი მოუსვენრად ჰლამობდა მათის მშვენიერებით დატკბობას, მა ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1659 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 02.18.2015 | კომენტარი (0)

ალექსანდრე ყაზბეგი – (1848-1893)

ხევისბერი გოჩა

I

იქნებოდა ღამის ცხრა საათი, როდესაც სოფელს ყანობს რამდენიმე შეიარაღებული ცხენოსანი და ორიოდე მარხილი მიუახლოვდა.

მხედრები სულ ყმაწვილები, ნარჩევი და ერთიერთმანეთზედ ლაზათიანები იყვნენ. ისინი მიდიოდნენ მხიარულად, სიმღერით და თოფის სროლით. აშკარად ეტყობოდათ, რომ ესენი სამტროდ არ მიემგზავრებოდნენ, რადგანაც არც სიფრთხილე ეტყობოდათ და არც ისე ბევრნი იყვნენ, რომ ასე გულადად და პირდაპირ შესულიყვნენ ხევის სოფელში, რომელიც თავისთავად მთელს, ძნელად ასაღებს, სიმაგრეს წარმოადგენს.

სოფელს რომ მიუახლოვდნენ, იმათ გამოეგებნენ იქაური ყმაწვილი ბიჭები და ორივე ცხენოსანთ გუნდი ერთმანეთისკენ ყიჟინით და თოფის სროლით გაექანნენ. ცხენები მიდიოდნენ თავბრუსდამხვევის სიჩქარით. მისი პატრონები ელვასავით ატრიალებდნენ თოფებს, ხან გადიზნიქებოდნენ, მიწას დასცემდნენ ხელს და ხან ისევ ის ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 4354 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 02.18.2015 | კომენტარი (0)

         მე კარგად, ვიცნობი ბათუს რადგან მთელი ბავშვობა მასთან ერთად მქონდა გატარებული. ბავშვობაში კამათი თითქმის არასდროს მოგვსვლი, ხან მე ვთმობდი, ხან ის. მოკლედ რომ ვთქვა სამაგალითო მეგობრობა გვქონდა მე და მას. მას ძალიან ბევრი დადებითი თვისება ქონდა. ამიტომ პირველი იგი გამახსენდა როცა რთული დავალება მივიღე ადამიანისაგან, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა. ჩემი იმედი არც გაცრუებულა, მეგობარმა დახმარების ხელი გამომიწოდა, მე კი რა ვქენი, ყველაზე დიდი ტკივილი  მივაყეენე მას, რაც შეიძლებოდა რომ რაიმე სულიერ არსებას მიეყენებინა დედამიწის ზურგზე. მან კი ეს მაპატია. მე ვიცოდი მისი კეთილი გულის შესახებ, მაგრამ ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ამას  თუ იზამდა , ნამდვიალად არ მეგონა.. როცა დავფიქრდი განსაკუთრებით მისი სტუმარ-მასპინძლობის წესმა გამაოცა, როცა გამახსენდება  მისი სიტყვები ,,ნუ დამზრახავ საკმარისად თუ რომ ვერა გემსახურე’’  მაშინ ხოლმე ყოველივე იცვლება ჩემს გარშემო.  მე არ მეგულება სხვა არსება ამ ქვეყნად რომელიც ასეთ ჰუმა ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1420 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 02.11.2015 | კომენტარი (0)

,,გამზრდელი" (ანალიზი)

აკაკი წერეთლის პოემა ,,გამზრდელი’’ იწყება პეიზაჟის დახასიათებით, ეს ყველაფერი კი იმ გარემოზე მიუთითებს, თუ რა სიტუაციის შექმნა და შემდგომ განვითარებაა მოსალოდნელი. პოეტი აღწერს მღვიმის პირად მდგარ ფაცხას რომელსაც ახასიათებს მთელი რიგი თავისებურებები. რაც გამოარჩევს და უკეთესსაც ხდის მას მდიდრულ სასახლეებთან შედარებით. აკაკი წერეთელი შემდეგ გვისახელებს პოემის პირველ პერსონაჟს - აფხაზ ვაჟკაცს ბათუს. რომელიც ყოველ მხრივ უზრუნველყოფილად ცხოვროვს. იგი არის რთული ცხოვრების უარმყოფი, და თავს იმითაც კმაყოფილად გრძნობს რაც გააჩნია. მას აქვს ის უიშვითესი ქონება რასაც ორმხრივი სიყვარული ქვია. ამის შემდეგ პოეტი გვიხასიათებს აფხაზი ბათუს მეუღლე ნაზიბროლას, გვეუბნევა რომ მას არც სილამაზე აკლია და არც ადამიანობა. რის შემდეგაც გვიქმნის წარმოდგენას მათ სამაგალითო სიყვარულზე.

ამის შემდეგ იწყება პოემის მეორე თავი. აქ უკვე ბუნების სურათი იცვლება  და საზარლად წარმოგვიდგება. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ პოეტს სურ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 128230 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 02.05.2015 | კომენტარი (5)

ტექსტური ინფორმაცია

აკაკი წერეთლის გამზრდელი, იწყება ბუნების სურათის აღწერით... ის ამბობს რომ აფხაზეთის მთებში დგას ერთი წნელისაგან გაკეთებული ფაცხა... რომელთან შედარებითაც არაფერია სასახლეები რადგან ეს ფაცხა პატიოსანი შრომის შედეგია.. იგი ეკუთვნის აფხაზ ჭაბუკ ბათუს.. ბათუ ნამდვილი ვაჟკაცი პიროვნებაა, მას ყველაფერი აქვს რაზეც შეიძლება იოცნებოს ადამიანმა, მათ შორის ნამდვილი სიყვარული. ბათუს ჰყავს მეუღლე, რომელთანაც ორმხრივი სიყვარული აკავშირებს, რაც საკმაოდ იშვიათია დღეს.

შუა ღამეა, არც ამინდია სახარბიელო. გარეთ საშინელი წვიმა, ჭექა-ქუხილი და ქარია... მოკლედ ისეთი ამინდია, რომ ამ დროს ხოლმეც ეშმაკიც კი თავშესაფრის მოსაპოველად იბრძვის.. სწორედ ამ დროს ვიღაცა მგზავრი სტუმრად მოადგა ბათუს კარს. მან დაიძახა მასპინძელო გამომხედე, ვინც სახლში ხარო. ბათუს ეს გაუკვირდა და გაიფიქრა ამ თავსხმაში ნეტავ ვინ უნდა იყოსო. იგი გავიდა გარეთ და წვიმისაგან დასველებული ადამიანი შიგნით შემოიყვანა, შემდეგ ბუხართან მიიყვანა და სკამიც დაუდგა. რაც ყველაზე საინტერესოა ის სტუმარი საფარ-ბეგი აღმ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 2680 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 02.05.2015 | კომენტარი (0)

გამზრდელი

(ნამდვილი ამბავი) 

ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს 

მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად, 
მერცხის ბუდედ რაღაც მოსჩანს; 
თვალთ ისარი, შენატყორცნი, 
ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს. 

ის ფაცხაა, მღვიმის პირად 
მოწნული და მიგრეხილი, 
დრო და ჟამის შესაფერად დ 
ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი. 

როდესაც მთა ბარს და ვაკეს 
ემუქრება წარღვნა-ღელვას, - 
ფაცხაც ღრუბელს გარს იბურავს, 
ეკრძალება ჭექა-ელვას. 

მაგრამ, როცა დაჰქათქათებს 
თავზე იქვე მზე და მთვარე 
და ვალის წინ ფიანდაზად 
ეფინება არემარე, 

მაშინ ფაცხა უბრალობით 
მომზიბლავად ლამაზია 
და იმასთან ყველა ტყუის, 
რაც-კი ციხე-დარბაზია.& ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1311 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 02.05.2015 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4
მოგესალმები, სტუმარი!
შაბათი, 04.20.2024