მთავარი » 2015 » თებერვალი » 5 » აკაკი წერეთელი - ,,გამზრდელი" (ტექსტური ინფორმაცია, ქვეტექსტური ინფორმაცია , კონცეპტუალური ინფორმაცია)
7:47 PM
აკაკი წერეთელი - ,,გამზრდელი" (ტექსტური ინფორმაცია, ქვეტექსტური ინფორმაცია , კონცეპტუალური ინფორმაცია)

ტექსტური ინფორმაცია

აკაკი წერეთლის გამზრდელი, იწყება ბუნების სურათის აღწერით... ის ამბობს რომ აფხაზეთის მთებში დგას ერთი წნელისაგან გაკეთებული ფაცხა... რომელთან შედარებითაც არაფერია სასახლეები რადგან ეს ფაცხა პატიოსანი შრომის შედეგია.. იგი ეკუთვნის აფხაზ ჭაბუკ ბათუს.. ბათუ ნამდვილი ვაჟკაცი პიროვნებაა, მას ყველაფერი აქვს რაზეც შეიძლება იოცნებოს ადამიანმა, მათ შორის ნამდვილი სიყვარული. ბათუს ჰყავს მეუღლე, რომელთანაც ორმხრივი სიყვარული აკავშირებს, რაც საკმაოდ იშვიათია დღეს.

შუა ღამეა, არც ამინდია სახარბიელო. გარეთ საშინელი წვიმა, ჭექა-ქუხილი და ქარია... მოკლედ ისეთი ამინდია, რომ ამ დროს ხოლმეც ეშმაკიც კი თავშესაფრის მოსაპოველად იბრძვის.. სწორედ ამ დროს ვიღაცა მგზავრი სტუმრად მოადგა ბათუს კარს. მან დაიძახა მასპინძელო გამომხედე, ვინც სახლში ხარო. ბათუს ეს გაუკვირდა და გაიფიქრა ამ თავსხმაში ნეტავ ვინ უნდა იყოსო. იგი გავიდა გარეთ და წვიმისაგან დასველებული ადამიანი შიგნით შემოიყვანა, შემდეგ ბუხართან მიიყვანა და სკამიც დაუდგა. რაც ყველაზე საინტერესოა ის სტუმარი საფარ-ბეგი აღმოჩნდა, ბათუს ძიძიშვილი.. ბათუს ძალიან გაუხარდა მისი დანახვა.. და ძმასავით გადაეხვია, შემდეგ ცოლიც გააღვიძა რომ ამდგარიყო და ვახშამი მოემზადებინა სასურველი სტუმრისათვის. მაგრამ საფარ-ბეგმა უთხრა რომ ნამდვილად არ იყო ახლა ამის ხასითზე, რადგან მას სულ სხვა პრობლემა აწუხებდა.. მან უამბო ბათუს რომ მას უყვარდა ზია-ხანუმი, რომელმაც უთხრა, რომ თუ უნდოდა სიყვარულზე სიყვარულით ეპასუხნა უნდა წასულიყო და ალმასხიტის ლურჯი ლაფშა მოეპარა.. რაც სულაც არ იყო იოლი საქმე , რადჰან ალმასხიტი ცნობილი ვაჟკაცი გახლდათ და აესე იოლად არაფრის დათმობას არ აპირებდა. ერთადერთ ღონედ კი ვაჟკაცისათვის სამარცხვინო ქურდობაღა რჩებოდა.. ბათუ დანაღვლიანდა ამ ყველაფრის მოსმენაზე , მაგრამ რადგან საქმე სიყვარულს ეხებოდა, მაშინ ქურდობა დასაშვებად მიიჩნია. საფარს უთხრა რომ დარჩენილიყო სახლში და მის მაგივრობას კი თვითონ გაწევდა. ბათუ პირობის შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგა, სამგზავროდ გამოეწყო და ჭექ-ელვისაგან განათებულ გზას გაუდგა...

როცა ირიჟრაჟა და კარგი ამინდიც გამოვიდა, ბათც გამოჩნდა ლურჯი ბედაურითურთ.. მან ცხენი დააბა და სახლში შევიდა.. ოთახში გრძელ ნაბადში გამოხვეული, მძინარე ბათუ დახვდა. მას აუარა გვერდი და იქ წავიდა სადაც მისი მეუღლე ეგულებოდა. შევიდა მის  ოთახში და იქ შემზარავი სურათი ნახა.. ნაზიბროლა ჩუმად ტიროდა, პირს იხოკდა და სახეს იკაზრავდა. იქვე ახლოს კი მისი მინგრეულ-მონგრეული ქვეშაგები იყარა.. ქმარი მიხვდა თუ რაში იყო საქმე, აღარაფერი უთქვამს და იქვე უხმოდ ჩაიკეცა. თავდაპირველად გონს ვერც მოეგო და ასე უყურებდა ცოლის ტანჯვას. მაგრამ ბოლოს ღონე მოიკრიბა მივიდა მტირალ ცოლთან და უთხრა რომ დაევიწყებინა ყველაფერი რადგან ყოველივე ღვთის ნებაა და მოთქმით არაფერი შეიცვლებოდა. ბათმ ხვეწნით დააწნარა მეუღლე და დაარწმუნა იმაში რომ მათი სიყვარული უწმინდესი იყო. მხოლოდ ამის შემდეგ მიუბრუნდა საფარ-ბეგს და გაღვიძა. საფარ ბეგი ფეხზე წამოვარდა, მაგრამ რადგან ბათუს სახეზე სიმშვიდე შეატყო გაიფიქრა, რომ ცოლს არაფერი უთქვამსა და სასჯელსაც ავცდებიო.. ბოლოს კითხა მისი სურვილი თუ შეასრულა და ძიძიშვილისგანაც დადებითი პასუხი მიიღო. ბათუ ისე გაუმასპინძლდა საფარს როგორც სტუმარ-მასპინძლობის წესია. ბოლოს გააცილა. რომ ჩავიდნენ მინდვრის პირად, ბათუმ შეაჩერა ცხენი და ხმის ტონს აუწია.. მან უთხრა საფარ-ბეგს რომ უკვე ყველაფერი იცოდა რაც მოხდა. ამიტომ მოუწოდა განშორებულიყო და თვალით აღარასდროს ენახა. საფარმა სთხოვა რომ მოეკლა იგი, მაგრამ ბათუს პასუხი იყო, რომ მას მისი ტყვია ვერ შეეხებოდა , რადგან ერთი ადამიანის მიერ იყვნენ გაზრდილნი.. მხოლოდ ერთი რამ დაავალა, როცა ყაბარდოში ჩავიდოდა მისი გამზრდელი მოძღვარი ენახა..

სასფარ-ბეგის გამზრდელი იყო ჰაჯი-უსუბი. ის სახელგანთქმული იყო მხოლოდ საკუთარი ჭკუა გონებით. და ამიტომაც ხალხთა დიდ მასას სურდა რომ ყოველთვის ამ კაცის გვერში ყოფილიყვნენ. საფარ-ბეგიც მივიდა მასთან და უამბო ყოველივე რაც შეემთხვა. გამზრდელმა კარგად მოუსმინა და დამბაჩა დატენა. საფარ-ბეგი მორჩილებით გულ-მკერდს უშვერდა რადგან ეგონა რომ ეს ტყვია მისთვის იყო განკუთვნილი. ჰაჯი-უსუბმა კი უთხრა რომ სასიკვდილო აქ მხოლოდ მე ვარ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარო. ეს რომ თქვა საფეთქელში ტყვია დაიხალა, მომაკვდავი მიწაზე დაეცა და მისი ცხედარი დენთის კვამლმა დაფარა.

 

 

 

ქვეტექსტური ინფორმაცია

 ყოველივე ბედნიერება ამ ქვეყნად ხანმოკლეა.. 100%-ით არავის ნდობა არ შეიძლება.. რადგან ისეთმა ადამიანმაც შეიძლება გიღალატოს, ვის გამოც მზად ხარ სიცოცხლე დათმო. ვისაც მზად ხარ ემსახურო და ყოველთვის დახმარების ხელი გაუწოდო. ასევე უნდა ვთვათ ისიც რომ ქვეყნად არსებობს ისეთი ცოდვები, რომელთა მიტევება კი არა, თქმაც უკვე საძნელოა.. დამნაშავის საქციელის შადენაში უდიდესი წვლილი მის ბუნებას მიუძღვის და არა აღმზრდელს.  არსებობენ ისეთი ადამიანები რომელთაც რაც არ უნდა ჩაიდინონ, მათ შენი ტყვია სასიკვდილოთ ვერ შეეხება. ყოველივე ღირსეული გამზრდელი კი მზად უნდა იყოს მის მიერ გამოწვთნილი პიროვნებაზე პასუხ საგებად, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

 

 

კონცეპტუალური ინფორმაცია

ყველაზე წმინდა გრძნობები ამ ქვეყნად მეგობრობა და სიყვარულია. მათ შეუძლიათ მოგანიჭონ უსაღვრო ბედნიერება ..  მაგრამ თუ ვილაპარაკებთ ყველაზე დიდი სიმწარის  გამომწვევ მიზეზზე, ესეც შეიძლება სიყვარულამდე და მეგობრობამდე მივიდეს, რადგან ყველაზე დიდი უბედურობის მიზეზიც შეიძლება ეს ორი უდიდესი გრძნობა ღმოჩნდეს. და რათქმაუნდა ადამიანის აღზრდისას უდიდესი აზრი აქვს მის ბუნებრივ მხარეს. მისი აღზრდა მხოლოდ მოძღვარზე არაა დამოკიდებული. 

                                                                                

                                                                                                                          თენგიზ ცხვედაძე 

ნანახია: 2682 | დაამატა: tskhvedadze2014 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
ოთხშაბათი, 04.24.2024