მთავარი » 2015 » თებერვალი » 5 » აკაკი წერეთელი - ,,გამზრდელი" (ტექსტის ანალიზი)
8:01 PM
აკაკი წერეთელი - ,,გამზრდელი" (ტექსტის ანალიზი)

,,გამზრდელი" (ანალიზი)

აკაკი წერეთლის პოემა ,,გამზრდელი’’ იწყება პეიზაჟის დახასიათებით, ეს ყველაფერი კი იმ გარემოზე მიუთითებს, თუ რა სიტუაციის შექმნა და შემდგომ განვითარებაა მოსალოდნელი. პოეტი აღწერს მღვიმის პირად მდგარ ფაცხას რომელსაც ახასიათებს მთელი რიგი თავისებურებები. რაც გამოარჩევს და უკეთესსაც ხდის მას მდიდრულ სასახლეებთან შედარებით. აკაკი წერეთელი შემდეგ გვისახელებს პოემის პირველ პერსონაჟს - აფხაზ ვაჟკაცს ბათუს. რომელიც ყოველ მხრივ უზრუნველყოფილად ცხოვროვს. იგი არის რთული ცხოვრების უარმყოფი, და თავს იმითაც კმაყოფილად გრძნობს რაც გააჩნია. მას აქვს ის უიშვითესი ქონება რასაც ორმხრივი სიყვარული ქვია. ამის შემდეგ პოეტი გვიხასიათებს აფხაზი ბათუს მეუღლე ნაზიბროლას, გვეუბნევა რომ მას არც სილამაზე აკლია და არც ადამიანობა. რის შემდეგაც გვიქმნის წარმოდგენას მათ სამაგალითო სიყვარულზე.

ამის შემდეგ იწყება პოემის მეორე თავი. აქ უკვე ბუნების სურათი იცვლება  და საზარლად წარმოგვიდგება. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ პოეტს სურს რაღაც ცუდისათვის შეგვამზადოს. ამ დროს კი პოემაში ჩნდება მესამე პერსონაჟი საფარ-ბეგი. იგი არის ბათუს ძიძიშვილი, რომელიც იმ დროს უახლოეს ნათესავად ითვლებოდა. ვფიქრობ ამასაც უნდა ჰქონდეს გარკვეული სიმბოლური დატვირთვა რადგან ასეთ საშინელ დროს , ასეთი ნათესავის სტუმრობა ცოტა საეჭვოდ მიმაჩნია. საფარ-ბეგს თურმე სიყვარული სწვევია და სატრფოს მისთვის ცხენის მოპარვა დაუვალებია, რაც იმაზე მიუთითებს რომ მისი და მისი სატრფოს, ზია-ხანუმის სიყვარული არ იყო ისეთი მტკიცე, როგორიც ბათუსი და ნაზიბროლას.  თან საფარ-ბეგს ევალებოდა მოეპარა ისეთი ადამიანის ცხენი, რომელიც მთელ ქვეყანაში ვაჟკაცობით იყო სახელგანთქმული და იოლად არაფერს არ თმობდა. ეს გახლდათ ალმასხიტი.  ეს საძნელო საქმე კი ბათუმ აიღო საკუთარ თავზე, რაც მის მეგობრულობას, ერთგულებას უსვამს ხაზს. 

აკაკი წერეთელი პოემის მესამე თავსაც ბუნების სურათის აღწერით იწყებს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ რომ ეს პეიზაჟი არ ემთხვევა შემდგომში განვითარებულ სიტუაციას. რადგან ბათუს სახლში საშინელი მდგომარეობა ელოდა.  თავდაპირველად სახლში შესულმა მშვიდად მძინარე სტუმარი ნახა, თუმცა ეს ფაქტიც არაფერს მიუთითებდა, რადგან რაც მას შემდგომში ელოდა არაფრით არ იყო დაკავშირებული სიმშვიდესთან. შედგომ მას მოუხდა შემზარავი სურათის ნახვა, მან იხილა მტირალი მეუღლე, რომელიც ყველას და ყველაფერს ერჩივნა ამ ქვეყნად. რადგან მისმა ძიძიშვილმა გატეხა ის, რაც რჯულზე უფრო უმტკიცესია.  მის ადგილას ალბად ყველა სისხლს დაღვრიდა, მაგრამ ბათუ მართლაც განსაკუთრებული ვაჟკაცი გახლდათ და მან ბოლომდე დაიცვა სამაგალითოდ სტუმარ-მასპინძლობის წესი.  მოგეხსენებათ მისი სახლი მთის მწვერვალზე მდებარეობდა ,  რაც უფრო ახლოსაა უფლის სასუფეველთან , ვიდრე მაგალითად მინდვრის ნაპირი. ამიტომ სანამ ქვემოთ არ ჩამოვიდნენ , ბათუ  მანამდე არ ამჟხავნებდა იმას, რომ მეგობრის ცოდვის შესახებ იცოდა. ბოლოს მან ყველაფერი უთხრა საფარს, მაგრამ სასიკვდილოდ მაინც ვერ გაიმეტა, რადგან იგი უდიდეს პატივს სცემდა ძიძიშვილობას.  ბათუმ საფარ-ბეგს  მოძღვრის ნახვა დაავალა და უთხრა რომ მართებულ პასუხს მისგან მიიღებდა.

საფარ-ბეგის აღმზრდელი უდიდესი პიროვნება გახლდათ.  ის იყო ჰაჯი-უსუბი. ის იყო სახელგანთქმული პიროვნება მთელს ქვეყანაში თავისი ჭკუით და გონებით. სადაც კი ნამდვილი ვაჟკაცი დაბადებულა ყველა მის ხელში იყო აღზრდილი. მაგრამ აქ კი ვრწმუნდებით შემდეგი გამინათქვამის სისწორეში

 ,,მაგრამ მარტო წრთვნა რას უზამს,

 თუ ბუნებამც არ უშველა“

   რადგან საჰარ-ბეგიც მისი აღზრდილი იყო და მას არ გამოადგა ვაჟ-კაცისათვის დამახასითებელი ბუნება.  როცა მოძღვამა ცოდვის შესახებ მოისმინა, საკუთრი თავი დაიდანაშაულა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაისრულა.

 ეს პოემა ვფიქრობ, რომ სასიამოვნო წასაკითხია, მისი შინაარსის გამო. აკაკის წერეთლის  მიერ გამოყენებული მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები კი მას ამრავალფეროვნებს. აკაკი იყენებს შედარებას.  ის ბათუს სახლს ადარებს მერცხლის ბუდეს. გაპიროვნებას - თითქოს მთასა და ბარს ქარის ეშინიათო. ასევე იგი შეგნებულად უშვებს გრამატიკულ შეცდომებს ტექსტში მისი გალამაზების მიზნით. იყენებს პოეტურ ლიცენციას.

    ასე რომ, აკაკი წერეთლის პოემა ,,გამზრდელი“ მართლაც რომ ქართული მწერლობის ნიმუშია. იგი გამოირჩევა შინაარსის სიდიადით, ამასთანავე არის წასაკითხად მარტივი, თან იკითხება რიტმულად, მისი რითმულობა კი კიდევ უფრო ალამაზებს მას.

                                                                                                                                                        თენგიზ ცხვედაძე

ნანახია: 128470 | დაამატა: tskhvedadze2014 | რეიტინგი: 3.8/180
სულ კომენტარები: 5
avatar
1
1 Rusa Kaciashvili • 11:57 PM, 02.21.2017

0
2 lizasaakadze • 9:57 PM, 04.29.2018
ოღონდ ეს შინაარსია და არა ანალიზი.
avatar
0
3 formyauto75 • 10:39 PM, 04.10.2022
[size=21] gmadlobt qalbatono rusa magram vin ikitxa komentarbshi ver vxedav
avatar
0
4 matetsirekidze06 • 1:18 AM, 03.06.2023
Me, me vikitxe. Ar xar sasacilo.
avatar
0
5 bigoldblacknuts20 • 4:03 PM, 03.07.2024
Nigga
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
ოთხშაბათი, 04.24.2024