მთავარი » 2015 » თებერვალი » 25 » ხევისბერი გოჩა - მამა, ხალხის წინამძღოლი, უზენაესი მსაჯული (ალ. ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩას" მიხედვით).
6:40 PM
ხევისბერი გოჩა - მამა, ხალხის წინამძღოლი, უზენაესი მსაჯული (ალ. ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩას" მიხედვით).

ხევისბერი გოჩა - მამა, ხალხის წინამძღოლი, უზენაესი მსაჯული

 ხევისბერი გოჩა არის ალ. ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მთავარი მოქმედი პირი.  იგი ყოველმხრივ სამაგალითო პიროვენებად წარმოგვიდგება მოთხრობაში. ისაა ადამიანი რომელზედავ ჩაცმულობა ვერავითარ წარმოდგენას ვერ გვიქმნის. ამ შემთხვევაში მისი თვალები მართლაც რომ სულის სარკეა.

  ხევისბერი გოჩას განხილვა, მოცემულ ნაწარმოების მიხედვით რამდენიმე კონტექსტში შეგვიძლია. პირველი ესაა მამა, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს ერთადერთ ვაჟთან. მეორე ესაა ხალხის წინამძღოლი, რომელსაც განუსაზღვრელად დადებითი ავტორიტეტი აქვს თავის ხალხში მოპოვებული. მესამე კი ესაა მსაჯული რომელიც თანაბარი სიმკაცრით გამოირჩევა ყველას მიმართ.

   ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ სამივე შემთხვევაში გოჩას ეტალონად მიჩნევა შესაძლებელია. განვიხილოთ თუნდაც როგორც მამა, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი შვილი. ტექსტიდან გამომდინარე მას ხშირად უნდა ჰქონოდა მამაშვილური საუბარი ონისესთან, ეს იქიდან ჩანს, რომ მამა საკმაოდ კარგად იცნობდა შვილის ფსიქოლოგიას და თვალებში ერთი ჩახედვაც კი საკმარისი იყო ყველაფრის გასარკვევად. ონისეს ომში წასვლამდე , გოჩა ლოცვაში თავის შვილს  იხსენიებს, ღმერთს ევედრება რომ ღირსეულად მოკვდეს და ხევს მისი დაკრძალვის არ შერცხვეს... მის სიტყვებში კი ,,გახსოვდეს ვისი გორისა ხარ, ვინ ძლო ქვეყანა არ გააცინო“ აშკარაა გოჩას დამოკიდებულება ონისესადმი.

   ახლა განვიხილოთ როგორც ხალხის წინამძღოლი. ყველაფრის სათქმელად ისიც კმარა, რომ გოჩას მიაჩნდა ხალხის რჩეული , უფლის რჩეულიც უნდა ყოფილიყო და სავსებით ემხრობოდა გამონათქვამს ,,ხმა ღვთისა , ხმა ერისა „ . იგი თავისი ხალხის გვერდით იყო ჭირისა თუ ლხინის დროს.  იგი ასე ვთქვათ არ იყო ,,ერთპიროვნული მართველი“ , ის ითვალისწინებდა თავისი ხალხის აზრს და მათ დიდ პატივს სცემდა.  იგი არაფერს არ იშურებდა იმისათვის, რომ ადამიანებს მის მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლოდათ.

   ხევისბერი გოჩა, როგორც უზენაესი მსაჯული შეგვიძლია საკმაოდ მკაცრ პიროვნებად მივიჩნიოთ. იგი პატივს სცემდა წინაპრების მიერ შემოღებულ ტრადიციებს და მიაჩნდა, რომ ვერც თვითონ და ვერც ვერავინ  ამ კანონების წინაშე ვერ წავიდოდა. გოჩას ღრმად სწამდა ის, რომ მოხევეს ღალატი არ შეეძლო. ნამდვილი მოღალატეების წინაშე კი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მან როგორც უზენაესმა მსაჯულმა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა თავის შვილს.  რაც, დამერწმუნებით, რომ დღეს ყველას შეუძლებლად მიაჩნია.

    ასე, რომ ხევისბერი გოჩას  პიროვნების განხილვა საბოლოოდ იქამდე მიდის, რომ იგი იყო ეტალონი პოროვნება როგორც მამა, როგორც ხალხის წინამძღოლი და როგორც უზენაესი მსაჯული.

 

                                                                                             . 

ნანახია: 24430 | დაამატა: tskhvedadze2014 | რეიტინგი: 3.4/52
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 bmeqvabishvili159 • 9:54 PM, 05.24.2017
ყველაზე დიდი სისულელე რაც კი წამიკითხავს.
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
პარასკევი, 04.26.2024