პოპულარობა ადამიანის მუდმივი მდგომარეობაა? პოპულარობა არის ადამიანის ის მდგომარეობა, რომელიც, იმის მიხედვით, თუ რა გზითაა იგი მოპოვებული, შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი. ეს სიტყვა აღნიშნავს ადამიანის ცნობადობასა და ავტორიტეტს. პოპულარობის მომტანი სფერო შეიძლება გახდეს: სიმღერა, ცეკვა, სპორტი, პოლიტიკა... მოვიყვანოთ პოლიტიკის მაგალითი. ვფიქრობ, რომ ამ გზით მოპოვებული პოპულარობა ხშირად ნამდვილად ვერ იქნება მუდმივი მდგომარეობა. თუმცა გამონაკლისები არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი ასოცირდება რაიმე მნიშვნელოვანთან. მაგალითად: აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტებს შორის დღემდე ყველაზე პოპულარულია პირველი პრეზიდენტი _ ჯორჯ ვაშინგტონი. ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია აბრაჰამ ლინკოლნი. ის პირველი გახდა ქვეყნის მოწინავეთა შორის და გადადგა სერიოზული ნაბიჯები დემოკრატიული პრინციპებისაკენ, კერძოდ, ლინკოლნი გახლდათ მონობისა და რასობრივი დისკრიმინაციის მოწინააღმდეგე. სწორედ მან გამოაცხადა ოფიციალურად მონობის გაუქმება აშშ-ში. რა ... კითხვის გაგრძელება » |
•რენესანსი „ვეფხისტყაოსანში“ I. რენესანსი მიჯნურობაში
II. რენესანსი მეგობრობაში
III. რენესანსი პატრონყმობაში
|
საქართველო „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით
|
•არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმები
•როგორ დავწერო არგუმენტირებული ესე, არგუმენტირებული ესეს შექმნის ზოგადი სტრუქტურა: I აბზაცი
II აბზაცი
|
ტროპის სახეები / მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები •მეტაფორა - არის მოკლე შედარება, ანუ მას არ გააჩნია შესადარებელი ობიექტი. მას ყოველთვის გააჩნია ქვეტექსტი. •ფრაზეოლოგიზმი - იგივე ხატოვანი გამონათქვამია, სიტყვათა მყარი შეხამებაა, იდიომაა. მეტაფორისგან იმით განსხვავდება, რომ ავტორი არ ვიცით. •ჰიპერბოლა - მხატვრული გაზვიადებაა, ანუ არის ის, რაც შეუძლებელია რეალურად მოხდეს. •ალიტერაცია - ბგერწერული ხერხია და ნიშნავს ერთ სტრიქონში ერთნაირი ბგერების გამეორებას. დამახასიათებელია პოეზიისათვის.(მაგ: ,,მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად“) •ანდაზა - მოკლე ბრძნული გამონათქვამია, არ ჰყავს ავტორი. •აფორიზმი - მოკლე ბრძნული გამონათვამია, ანდაზისგან განსხვავდება იმით, რომ ავტორი ჰყავს. •ეპითეტი - მხატვრული განსაზღვრა, რომელიც გვპასუხობს კითხვაზე ,,როგორი?“. --------------------------------------------------------------------------------- ... კითხვის გაგრძელება » |
ჯოყოლას ,,გულის სიმართლე“ ვაჟა-ფშაველას პოემაში ,,სტუმარ-მასპინძელი“ ორი სიმართლე უპირისპირდება ერთმანეთს თემისა და ჯოყოლა ალხასტაიძის სახით. ტექსტიდან გამომდინარე ორივე მხარის სიმართლეზე შეგვიძლია საუბარი. თემიც მართალია იმ მხრივ, რომ მათ მოძმეების მკვლელის დასჯა სურთ და ჯოყოლა მართალია იმ მხრივ, რომ მის იცავს სტუმარ-მასპინძლობის წესს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორი მხარისან ჯოყოლას ,,გულის სიმართლეა’’ აღსანიშნავი. რადგან მას თემი მხოლოდ რიცხობრივად აღემატება და არ გააჩნია სხვა რაიმე უპირატესობა ჯოყოლასთან. ჯოყოლა ,,კბილებით იცავდა“ სტუმარს. ზვიადაურის ნამდვილი ვინაობის გაგების შემდეგ ავტორი ასე გვიხასიათებს ჯოყოლას: ჯოყოლა ცოტას შეფიქრდა, პირს სინანული წაესო, თითქოს ნატყორცნი ისარი ზედ გულის კოვზზე დაესო. თუმცა ეს მხოლოდ წამიერად დაემართა ალხასტაიძეს. მას განზრახული ჰქონდა რომ ბოლომდე გამოსარჩლებოდა სტუმარს და როგორმე ... კითხვის გაგრძელება » |
მსოფლიოს საეკლესიო კრებები
|
მარიტა
ვის არ უყვარს მზე? |
აკაკი წერეთელისა და ილია ჭავჭავაძის ,,პოეტის“ შედარება. აკაკი წერეთელი და ილია ჭავჭავაძე იყვნენ ქართული რეალიზმის წარმომადგენლები. მე არ დავიწყებ საუბარს მათ სათ საერთო და განმასვავებელ თვისებებზე, რადგან ვფიქრობ , რომ ეს საკმაოდ შორს წაგვიყვანს. განსხვავებულობის შესახებ, ყველაზე მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ რომ შემოქმედების თვალსაზრისით აკაკი მსუბუქია, ილია კი - მძიმე. საერთოზე კი ასე მოკლედ თქმა შეუძლებელია. ერთ-ერთი საერთო მათთვის არის პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხის განხილვა, რომელსაც ორივე მათგანი აშუქებს ლექსში ,,პოეტი“. ილიას ,,პოეტი’’ იწყება იმით, რომ პოეტის დანიშნულება სულაცა არაა მსმენელთა სმენის დაკბობა. იგი აქვე აღნიშნავს , რომ ის ზეცის მიერაა ქვეყანაზე გამოგზავნილი. ხოლო აკაკის ,,პოეტის“ დასაწყისი რადიკალურად განსხვავებულია. პოეტი ამ შემთხვევაში თავმდაბლობას იჩენს და თავის თავს უგნურსაც კი უწოდებს. ილია სურვილს იჩენს რომ ერმა ... კითხვის გაგრძელება » |
ხევისბერი გოჩა - მამა, ხალხის წინამძღოლი, უზენაესი მსაჯული ხევისბერი გოჩა არის ალ. ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მთავარი მოქმედი პირი. იგი ყოველმხრივ სამაგალითო პიროვენებად წარმოგვიდგება მოთხრობაში. ისაა ადამიანი რომელზედავ ჩაცმულობა ვერავითარ წარმოდგენას ვერ გვიქმნის. ამ შემთხვევაში მისი თვალები მართლაც რომ სულის სარკეა. ხევისბერი გოჩას განხილვა, მოცემულ ნაწარმოების მიხედვით რამდენიმე კონტექსტში შეგვიძლია. პირველი ესაა მამა, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს ერთადერთ ვაჟთან. მეორე ესაა ხალხის წინამძღოლი, რომელსაც განუსაზღვრელად დადებითი ავტორიტეტი აქვს თავის ხალხში მოპოვებული. მესამე კი ესაა მსაჯული რომელიც თანაბარი სიმკაცრით გამოირჩევა ყველას მიმართ. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ სამივე შემთხვევაში გოჩას ეტალონად მიჩნევა შესაძლებელია. განვიხილოთ თუნდაც როგორც მამა, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი შვილი. ტექსტიდან გამომდინარე მას ხშირად უნდა ჰქონოდა მამაშვილური საუბარი ონის ... კითხვის გაგრძელება » |