მსოფლიოს საეკლესიო კრებები
- პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, 325 წელი, მოწვეული იქნა კონსტანტინე დიდის მიერ, საქართველოდან ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე, განხილული იყო ქრისტიანული რწმენის სიმბოლოს განსაზღვრა.
- მეორე საეკლესიო კრება, 381 წელი, მოწვეული იქნა კონსტანტინოპოლში, განხილული იქნა ის, რომ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა დამოუკიდებელი და თანაბარი საწყისებია და არსებობენ ერთობაში, საქართველოდან ესწრებოდა ქართლის ეპისკოპოსი პანტოფილე.
- მესამე საეკლესიო კრება, 431 წელი, ქალაქი ეფესო , მცირე აზია. განხილული იყო კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლება. კრებაზე დაიგმო ნესტორიანელობა და პატრიარქი ნესტორი ეკლესიიდან განდევნილი იქნა.
- მეოთხე საეკლესიო კრება, ქალაქი ქალკედონი, 451 წელი. განხილული იყო დიოფიზიტობისა და მონოფიზიტობის საკითხი.
- მეხუთე საეკლესიო კრება, 553 წელი, ჩატარდა იმპერატორ იუსტინიანე I _ის ინიციატივით, კონსტანტინოპოლში, დაიგმო ცალკეული მწვალებლობა.
- მეექვსე საეკლესიო კრება 680-681 წლები, ჩატარდა კონსტანტინოპოლში, განხილული იქნა ქრისტეში განუყოფლად ორი ბუნებისა და ორი ნების არსებობა.
- მეშვიდე საეკლესიო კრება, 787 წელი, შეიკრიბა ნიკეაში, დაიგმო ხატმებრძოლეობა. ასევე აიკრძალა სასულიერო პირად საერო პირის დანიშვნა.
- 1054 წელს , განხეთქილების გამო, ქრისტიანული ეკლესია გაიყო მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიაბად.
- VI საულუნიდან კი დაიწყო უთანხმოება ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გამოყენებული ლიტერატურა: ისტორია, მე-11 კლასის სახელმძღვანელო (ნ.კიღურიძე, გ.სანიკიძე, ლ.გორდეზიანი, ლ.ფირცხლავა, რ.გაჩეჩილაძე, ნ.ასათიანი), ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
|