მთავარი » 2015 » აპრილი » 1 » ჯოყოლას ,,გულის სიმართლე" (ვაჟა-ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძლის" მიხედვით)
6:03 PM
ჯოყოლას ,,გულის სიმართლე" (ვაჟა-ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძლის" მიხედვით)

ჯოყოლას ,,გულის სიმართლე“

    ვაჟა-ფშაველას პოემაში ,,სტუმარ-მასპინძელი“ ორი სიმართლე უპირისპირდება ერთმანეთს თემისა და ჯოყოლა ალხასტაიძის სახით. ტექსტიდან გამომდინარე ორივე მხარის სიმართლეზე შეგვიძლია საუბარი. თემიც მართალია იმ მხრივ, რომ მათ მოძმეების მკვლელის დასჯა სურთ და ჯოყოლა მართალია იმ მხრივ, რომ მის იცავს სტუმარ-მასპინძლობის წესს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორი მხარისან ჯოყოლას ,,გულის სიმართლეა’’ აღსანიშნავი. რადგან მას თემი მხოლოდ რიცხობრივად აღემატება და არ გააჩნია სხვა რაიმე უპირატესობა ჯოყოლასთან.

   ჯოყოლა ,,კბილებით იცავდა“  სტუმარს. ზვიადაურის ნამდვილი ვინაობის გაგების შემდეგ ავტორი ასე გვიხასიათებს ჯოყოლას:

  ჯოყოლა ცოტას შეფიქრდა,

  პირს სინანული წაესო,

  თითქოს ნატყორცნი ისარი

  ზედ გულის კოვზზე დაესო.

თუმცა ეს მხოლოდ წამიერად დაემართა ალხასტაიძეს. მას განზრახული ჰქონდა რომ ბოლომდე გამოსარჩლებოდა სტუმარს და როგორმე თავის სახლს მშვიდობით გაეცილებინა.  თუმცა აქ კიდევ სხვა საკითხია დასმული რა აიძულებდა ჯოყოლას ამგვარ მოქცევას: სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის დაცვა თუ გულის სიმართლე... ჩემი აზრით ამ კონკრეტულ სიტუაციაში ორივე ფაქტორი მოქმედებდა , რადგან აღნიშნული ორივე გარემოება ერთი და იგივე მიმართულებისაკენ უბიძგებდა მასპინძელს. მან თავისი სიტყვებით : -დღეს სტუმარია ეგ ჩემი,

                                                                    თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,

                                                                    მითამც მე ვერ ვუღალატებ,

                                                                    ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა.

 ასე, რომ ჯოყოლას ,,გულის სიმართლე“ დადებითი ტრადიციის თანხვდენილი მიმართულებით იყო მიმართული. რაც მის შემართებას ზრდიდა... იგი ერთგული იყო დადებითი ტრადიციების და უარყოფითს გმობდა.

ნანახია: 8832 | დაამატა: tskhvedadze2014 | რეიტინგი: 3.6/34
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
სამშაბათი, 04.23.2024