11:43 AM აკაკი წერეთლის ,,პოეტისა" და ილია ჭავჭავაძის ,,პოეტის" შედარება. |
აკაკი წერეთელისა და ილია ჭავჭავაძის ,,პოეტის“ შედარება. აკაკი წერეთელი და ილია ჭავჭავაძე იყვნენ ქართული რეალიზმის წარმომადგენლები. მე არ დავიწყებ საუბარს მათ სათ საერთო და განმასვავებელ თვისებებზე, რადგან ვფიქრობ , რომ ეს საკმაოდ შორს წაგვიყვანს. განსხვავებულობის შესახებ, ყველაზე მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ რომ შემოქმედების თვალსაზრისით აკაკი მსუბუქია, ილია კი - მძიმე. საერთოზე კი ასე მოკლედ თქმა შეუძლებელია. ერთ-ერთი საერთო მათთვის არის პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხის განხილვა, რომელსაც ორივე მათგანი აშუქებს ლექსში ,,პოეტი“. ილიას ,,პოეტი’’ იწყება იმით, რომ პოეტის დანიშნულება სულაცა არაა მსმენელთა სმენის დაკბობა. იგი აქვე აღნიშნავს , რომ ის ზეცის მიერაა ქვეყანაზე გამოგზავნილი. ხოლო აკაკის ,,პოეტის“ დასაწყისი რადიკალურად განსხვავებულია. პოეტი ამ შემთხვევაში თავმდაბლობას იჩენს და თავის თავს უგნურსაც კი უწოდებს. ილია სურვილს იჩენს რომ ერმა იგი წინამძღოლად მიიღოს და ამბობს , რომ თუ ერთობა იქნება ხალხში, მხოლოდ მაშინ დაელოდება ციდან ნაპერწკალს გულში ცეცხლის გასაღვივებლად და მაშინ შეძლებს ერისათვის ტანჯვის ცრემლის მოწმენდას. აკაკის ლექსში კი ამგვარ სურვილს ვერ შევხვდებით. იგი გვეუბნევა რომ ჩვენ არც მისი ბრძნობის და არც მისი უგნურების დანახვა არ უნდა გაგვიკვირდეს. იგი გარკვეულწილად თავს მიიჩნევს ცასა და ქვეყნის შუამავლად რადგან ლექსის ფინალში აღნიშნავს: ,, ხან მიწისა ვარ, ხან ცისა“. შინაარსობრივი თვალსაზრისით ამ ორი ლექსის საერთო უფრო თვალნათლივ აკაკის ,,პოეტშია“ გამოხატული . ეს გახლავთ შემდეგი ტაეპი: ,,სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი, ამ ჩემ გონება-გრძნობასა“. ასე, რომ მათი შემოქმედება შეიძლება ვიზუალურად მართლაც განსხვავებული იყოს ერთმანეთისაგან, მაგრამ ისინი შინაარსობრივი თვალსაზრისით თითქმის ერთი და იგივეა , რასაც ის განაპირობებს რომ ორივე მათგანის გონება-გრძნობის ხელისუფალი უფალია. |
|
სულ კომენტარები: 0 | |