მთავარი » 2016 » აგვისტო » 24

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი სხვებს კი არ უნდა ეჯიბრებოდეს, არამედ უნდა ისწრაფოდეს გაიმარჯვოს საკუთარ თავზე

  ადამიანებს სხვა ცოცხალი არსებებისაგან გამოგვარჩევს ის, რომ ვისწრაფვით სრულყოფისაკენ. შეუძლებლად მიმაჩნია აღნიშნულ დონემდე მიღწევა მხოლოდ მეტოქეების დამარცხებით. ვფიქრობ, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება გამარჯვებულად, როცა საკუთარ თავში არსებულ უარყოფით ალტერ ეგოს გაუმკლავდება, რაც თითოეულ ჩვენგანში იმალება.

  მიმაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხს ეხმიანება ვაჟა-ფშაველას გმირი ალუდა ქეთელაური. პოემაში ჩანს, რომ მას უამრავი მოგებული ორთაბრძოლის შედეგად სახელი განთქმული აქვს, თუმცა სრულყოფილებას მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც საკუთარ თავს მოერევა. იმ ფაქტს, რომ ალუდას ცნობიერი და ქვეცნობიერი ებრძოდნენ ერთმანეთს ადასტურებს მისივე სიზმრის ეპიზოდი.

  აქვე აღვნიშნოთ აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ პერსონაჟები: ბათუ და ჰაჯი-უსუბი. ორივე მათგანმა ხომ ძლია საკუთარ თავს, რითაც დააყენა საფარ ბეგი სწორ გზაზე. ვერან ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 20308 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 08.24.2016 | კომენტარი (0)

პოპულარობა ადამიანის მუდმივი მდგომარეობაა?

  პოპულარობა არის ადამიანის ის მდგომარეობა, რომელიც, იმის მიხედვით, თუ რა გზითაა იგი მოპოვებული, შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი. ეს სიტყვა აღნიშნავს ადამიანის ცნობადობასა და ავტორიტეტს. პოპულარობის მომტანი სფერო შეიძლება გახდეს: სიმღერა, ცეკვა, სპორტი, პოლიტიკა...

  მოვიყვანოთ პოლიტიკის მაგალითი. ვფიქრობ, რომ ამ გზით მოპოვებული პოპულარობა ხშირად ნამდვილად ვერ იქნება მუდმივი მდგომარეობა. თუმცა გამონაკლისები არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი ასოცირდება რაიმე მნიშვნელოვანთან. მაგალითად: აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტებს შორის დღემდე ყველაზე პოპულარულია პირველი პრეზიდენტი _ ჯორჯ ვაშინგტონი. ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია აბრაჰამ ლინკოლნი. ის პირველი გახდა ქვეყნის მოწინავეთა შორის და გადადგა სერიოზული ნაბიჯები დემოკრატიული პრინციპებისაკენ, კერძოდ, ლინკოლნი გახლდათ მონობისა და რასობრივი დისკრიმინაციის მოწინააღმდეგე. სწორედ მან გამოაცხადა ოფიციალურად მონობის გაუქმება აშშ-ში.

  რა ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 4835 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 08.24.2016 | კომენტარი (0)

მოგესალმები, სტუმარი!
პარასკევი, 04.19.2024