მთავარი » 2016 » აგვისტო » 21

საქართველო „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით

  1. შოთა რუსთაველი მიმართავს ლიტერატურული გაუცხოების ხერხს.
  2. ფარსადანისა დაროსტევანის სახეებში იგულისხმებაბა გიორგი III.
  3. თინათინისა და ნესტან-დარეჯანის სახეში იგულისხმება თამარი.
  4. ნესტან-დარეჯანს ზრდის მამიდა დავარი, ხოლო თამარს მამიდა რუსუდანი.
  5. ტარიელი სამეფო გვარის წარმომადგენელია, ისევე, როგორც დავით სოსლანი.
  6. ხვარაზმშას ძის ეპიზოდი მიესადაგება გიორგი რუსის ჩამოყვანას საქართველოში.
  7. თამარის ეპოქაში ვაჭარი იმდენად დაწინაურებული იყო, რომ დარბაზის წევრადაც კი ითვლებოდა. ეს აისახა პოემაშიც.
  8. 1195 წ - თამარ მეფემ მიიღო კანონი მეკობრეობა-ავაზაკობის აღმოფხვრის შესახებ. პარალელი პოემის მეკობრეებთან
  9. პოემაში კარგად არის ნაჩვენები ავთანდილის ასტროლოგიური ცოდნა, რასაც პარალელი ეძებნება გელათის აკადემიასთან.
  10. პოემაში ხშირად იხსენიება დარბაზობა, რაც თამარის ეპოქისათვის იყო დამახასიათებელი.
  11. პოემის პერსონაჟები ხშირად ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 804 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 08.21.2016 | კომენტარი (0)

•არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმები

  1. დავალების პირობის ადეკვატური გაგება და გააზრება (2ქ)
  2. ნაშრომის აგება (1ქ)
  3. მსჯელობის დასაბუთება (5ქ)
  4. დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება (3ქ)
  5. ლექსიკა და სტილი (3ქ)
  6. მორფოლოგია, სინტაქსი, ორთოგრაფია (4ქ)
  7. პუნქტუაცია (2ქ)

 

•როგორ დავწერო არგუმენტირებული ესე, არგუმენტირებული ესეს შექმნის ზოგადი სტრუქტურა:

I აბზაცი

  • ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მოსაზრების მიხედვით...
  • აღნიშნული საკითხის ირგვლივ...
  • ესეს სათაურის მიხედვით...
  • შესაბამისად...

II აბზაცი

  • შევეცდები მოვიყვანო არგუმენტი...
  • ჯერ ერთი...
  • მეორეც...
  • გარდა ამისა...
  • ამასვე ადასტურებს...
  • აღნიშნულ მოსაზრებას ეხმიან ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 3802 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 08.21.2016 | კომენტარი (0)

ტროპის სახეები / მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები

•მეტაფორა - არის მოკლე შედარება, ანუ მას არ გააჩნია შესადარებელი ობიექტი. მას ყოველთვის გააჩნია ქვეტექსტი.

•ფრაზეოლოგიზმი - იგივე ხატოვანი გამონათქვამია, სიტყვათა მყარი შეხამებაა, იდიომაა. მეტაფორისგან იმით განსხვავდება, რომ ავტორი არ ვიცით.

•ჰიპერბოლა - მხატვრული გაზვიადებაა, ანუ არის ის, რაც შეუძლებელია რეალურად მოხდეს.

•ალიტერაცია - ბგერწერული ხერხია და ნიშნავს ერთ სტრიქონში ერთნაირი ბგერების გამეორებას. დამახასიათებელია პოეზიისათვის.(მაგ: ,,მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად“)

•ანდაზა - მოკლე ბრძნული გამონათქვამია, არ ჰყავს ავტორი.

•აფორიზმი - მოკლე ბრძნული გამონათვამია, ანდაზისგან განსხვავდება იმით, რომ ავტორი ჰყავს.

•ეპითეტი - მხატვრული განსაზღვრა, რომელიც გვპასუხობს კითხვაზე ,,როგორი?“.

--------------------------------------------------------------------------------- ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 6927 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 08.21.2016 | კომენტარი (0)

მოგესალმები, სტუმარი!
სამშაბათი, 03.05.2024