მთავარი » 2016 » აგვისტო » 24 » არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი სხვებს კი არ უნდა ეჯიბრებოდეს, არამედ უნდა ისწრაფოდეს გაიმარჯვოს საკუთარ თავზე (არგუმენტირებული ესე)
7:03 PM
არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი სხვებს კი არ უნდა ეჯიბრებოდეს, არამედ უნდა ისწრაფოდეს გაიმარჯვოს საკუთარ თავზე (არგუმენტირებული ესე)

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი სხვებს კი არ უნდა ეჯიბრებოდეს, არამედ უნდა ისწრაფოდეს გაიმარჯვოს საკუთარ თავზე

  ადამიანებს სხვა ცოცხალი არსებებისაგან გამოგვარჩევს ის, რომ ვისწრაფვით სრულყოფისაკენ. შეუძლებლად მიმაჩნია აღნიშნულ დონემდე მიღწევა მხოლოდ მეტოქეების დამარცხებით. ვფიქრობ, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება გამარჯვებულად, როცა საკუთარ თავში არსებულ უარყოფით ალტერ ეგოს გაუმკლავდება, რაც თითოეულ ჩვენგანში იმალება.

  მიმაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხს ეხმიანება ვაჟა-ფშაველას გმირი ალუდა ქეთელაური. პოემაში ჩანს, რომ მას უამრავი მოგებული ორთაბრძოლის შედეგად სახელი განთქმული აქვს, თუმცა სრულყოფილებას მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც საკუთარ თავს მოერევა. იმ ფაქტს, რომ ალუდას ცნობიერი და ქვეცნობიერი ებრძოდნენ ერთმანეთს ადასტურებს მისივე სიზმრის ეპიზოდი.

  აქვე აღვნიშნოთ აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ პერსონაჟები: ბათუ და ჰაჯი-უსუბი. ორივე მათგანმა ხომ ძლია საკუთარ თავს, რითაც დააყენა საფარ ბეგი სწორ გზაზე. ვერანაირი ორთაბრძოლა ვერ შეძლებდა დაეტოვებინა ისეთივე კვალი საზოგადოებაში, როგორიც ბათუმ და ჰაჯი-უსუბმა დატოვეს.

  მაგალითისათვის ასევე კარგი იქნება ჯემალ ქარჩხაძის „იგი“. იგიმ ხომ სწორე საკუთარ თავზე გამარჯვების შედეგად შეძლო პიროვნული თავისუფლების მიღწევა. მან საკუთარ თავზე გამარჯვებით მოახერხა წელში გამართვა და გამომჟღავნება იმისა, რომ ის სხვებისაგან განსხვავდებოდა.

  მოვიყვანოთ თუნდაც ჯოყოლა ალხასტაისძის მაგალითი. მან სწორედაც რომ მოახერხა საკუთარი თავის დაძლევა და ტრადიციის დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიცია მას მოსისხლე მტრის გამასპინძლებას ავალებდა. შესაძლებელია ის თემთან დამარცხდა მაგრამ პიროვნებამ საკუთარ თავზე გამარჯვება მოახერხა.

  აქედან გამომდინარე, გამართლებული იქნება თუ ვიტყვით, რომ გამარჯვებულად ის ჩაითვლება ვინც საკუთარ თავს დაამარცხებს. მეტოქეებისა და ოპონენტების დამარცხებას მხოლოდ შეფარდებითი გამარჯვების მოტანა შეუძლია, საკუთარი თავის დამარცხებას კი _ სრულყოფილების.

 

ნანახია: 20311 | დაამატა: tskhvedadze2014 | ტეგები: ნაშრომი, ქართული ენა და ლიტერატურა, ნიმუში, არგუმენტირებული ესე, 2016 II ვარიანტი | რეიტინგი: 3.6/47
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
შაბათი, 04.20.2024