მთავარი » 2016 » აგვისტო » 26 » „თავსაფრიანი დედაკაცი“ (ტექსტის ანალიზი)
8:28 PM
„თავსაფრიანი დედაკაცი“ (ტექსტის ანალიზი)

„თავსაფრიანი დედაკაცი“

(ტექსტის ანალიზი)

  „თავსაფრიანი დედაკაცი“ არის ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა. იგი განეკუთვნება მოდერნისტულ ჟანრს. ტექსტს ახასიათებს თავისებურებები სტილისტური თვალსაზრისით. მასში გადმოცემულია ქართველი ქალის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტი. იმ ქალისა, რომელმაც იმაზე უკეთ აღზარდა შვილები ვიდრე შეეძლო.

  თავსაფრიანი დედაკაცი ნაადრევად დაქვრივდა. რის გამოც სრულიად მარტოს უწევდა ოჯახის რჩენა. მას შესთავაზეს კვლავ დაქორწინება, მაგრამ ქალმა უარი განაცხადა, რადგანაც კვლავ გათხოვება შვილების ღალატად მიიჩნია. თავსაფრიანი დედაკაცი სახალხოდ ცრემლების ღვრას ყოველთვის ერიდებოდა. ამიტომ, როდესაც დრო მისცემდა ამის საშუალებას, მხოლოდ მაშინ დანმარტოვდებოდა და დაღუპულ ქმარს იგლოვდა. ტექსტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ყოველი მისი სასიკეთო ქმედება საკუთარ შესაძლებლობეს ბევრად აღემატებოდა. ამან განაპირობა ის, რომ შვილებმა წარმატებებს მიაღწიეს. ერთი ვაჟი მოანგარიშე იყო კოოპერატივში, მეორე კი სასამართლოში მუშაობდა. თავსაფრიანმა დედაკაცმა შვილების დაოჯახებასაც შეუწყო ხელი. ტექსტიდაან ვარკვევთ, რომ ის უსაზღვროდაა შეყვარებული შვილებზე. ამ ყველაფრის მიუხედავად სულ მცირე ინციდენტიც კი იქცა თავსაფრიანი დედაკაცის სახლიდან წასვლის საბაბი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ წყენის შემდგომ მას შვილებისადმი სიყვარული ოდნავადაც კი არ განელებია. იგი ამის შემდეგაც შვილების ავტორიტეტს უფრთხილდებოდა და ამიტომაც გადაწყვიტა წერილის მიწერა, რაც რა თქმა უნდა წარმოადგენდა ერთგვარ საბუთს შვილების გამართლებისა.

  ამ ყველაფრის მიუხედავად, შვილებმა დედა მაინც ვერ დააფასეს სათანადოდ. ერთ-ერთ მათგანს შეურაწმყოფელი სიტყვებიც კი წამოცდა მოხუცებულების მისამართით, სწორედ იმ თაობისა, რომელსაც მისივე მზრუნველი დედა წარმოადგენდა.

  ასე, რომ რაოდენ უსაზღვოც არ უნდა იყოს გაწეული ამაგი, მაინც შესაძლებელია მისი დაუფსებლობა. მიმაჩნია, რომ ამ ტექსტს ნამვილად შეესაბამება მოსაზრება, რომელიც აკაკი წერეთელმა გამოთქვა პოემაში „გამზრდელი“: „მაგრამ მარტო წრთვნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა“.

 

ნანახია: 19756 | დაამატა: tskhvedadze2014 | რეიტინგი: 3.7/25
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
შაბათი, 04.20.2024