მთავარი » 2017 » თებერვალი » 11 » კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - XVII თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)
1:37 PM
კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - XVII თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)

თავი XVII

ფასიანი ქაღალდების ბაზარი და საფონდო ბირჟა

  1. ფასიანი ქაღალდები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
  • ლიკვიდურობას - მათ ახასიათებთ გაყიდვის და ფულად ფორმად გადაქცევის უნარი;
  • მიმოქცევადობა - ბაზარზე მუდმივად მოძრაობენ, ისინი ხდებიან ყიდვა-გაყიდვის ობიექტი. ასევე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც დამოუკიდებელი საგადამხდელო დოკუმენტი;
  • მისაწვდომობას - გააჩნიათ თვისება გახდნენ სამოქალაქო ურთიერთობის ობიექტი (შენახვა, ჩუქება, გასხვისება, დაპატრონება და სხვა);
  • სტანდარტულობას - ის არ შეიძლება იყოს ის დოკუმენტი, რომელიც ასახავს ერთჯერად ქონებრივ ურთიერთობას. ის ბაზარზე მიმოიქცევა და აისახება სტანდარტული შინაარსით;
  • დოკუმენტალურობას - ის შეიძლება არსებობდეს სერთიფიკატის ან ანგარიშზე ჩაწერის ფორმით. ის აფიქსირებს მისი მიმოქცევის პირობას და გამოყენების შესაძლებლობას;
  • რეგულარობას და სახელმწიფოს მიერ აღიარებას - სახელმწიფოს მხრიდან ფასიანი ქაღალდები განიცდიან რეგულირებას იმ ნორმატიული ბაზის საფუძველზე, რომელიც აღიარებულია მის მიერ.
  1. ფასიანი ქაღალდების კლასიფიკაცია:
  1. შემოსავლების მიხედვით:
  1. სასესხო - ეს არის ემიტენტის ვალდებულება გადაიხადოს პროცენტი და დაფაროს ძირითადი თანხა შეთანხმებული ვადების მიხედვით. მას მიეკუთვნება:
  • ობლიგაციები;
  • თამასუქები;
  • აქციები.
  1. საინვესტიციო - აძლევს მის მფლობელს ემიტენტის აქტივების საკუთრების წილზე უფლებას.
  1. ემიტენტის მიხედვით;
  1. სახაზინო - ეწოდება ისეთ ფასიან ქაღალდს, რომელსაც გამოსცემს ხელისუფლების სახელით ფინანსთა სამინისტრო. ის უზრუნველყოფილია სახელმწიფოს ნიუჯეტის ხარჯზე. მას მიეკუთვნება:
  • სახაზინო თამასუქები;
  • ობლიგაციები.
  1. კორპორაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების:
  • აქციები;
  • ობლიგაციები.
  1. საბანკო დაწესებულებების:
  • დეპოზიტური სერთიფიკატი;
  • ჩეკი;
  • საგირავნო ფურცელი;
  • ბანკის სხვა სასესხო ვალდებულება.
  1. მეწარმეთა კავშირების - ეს არის კომერციული დოკუმენტი, ფიუჩერსული კონტრაქტი და სხვა.
  1. გაყიდვების ობიექტის მიხედვით:
  1. საბაზრო:
  • ფულის ბაზრის - მოკლევადიანი,  ერთი დღიდან ერთ წლამდე;
  • კაპიტალის ბაზრის - ერთ წელზე მეტი ვადის მოქმედების აქციები და ობლიგაციები.
  1. არასაბაზრო:
  • ობლიგაციები;
  • საშემნახველო;
  • საპენსიო ფონდების;
  • სადეპოზიტო.
  1. ინვესტორების ტიპები:
  1. ინსტიტუციური:
  • სადეპოზიტო კომპანიები;
  • საპენსიო ფონდები;
  • საინვესტიციო კომპანიები;
  • კოლეჯები;
  • უნივერსიტეტები.
  1. კერძო.
  1. საინვესტიციო პორტფელი - სხვადასხვა ტიპის ინვესტიციათა ერთობლიობა.
  2. დივერსიფიკაცია - ინვესტიციური პორტფელის იმ სახით შერჩევა, რომ ინვესტიციათა ერთ სახეობაში მოულოდნელი დანაკარგები არ ახდენდეს ზეგავლენას მთლიანად საინვესტიციო პორტფელზე.
  3. აქტივების განთავსება - ინვესტიციური პორტფელის მართვის პროცესი, რომელიც იძლევა მოგების ნორმის მაქსიმიზაციისა და რისკის დონის მინიმიზაციის შესაძლებლობას.
  4. სახელმწიფო ობლიგაცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც წარმოადგენს დროის ხანგრძლივ პერიოდზე ორიენტირებულ გადახდის ვალდებულებას. ეს არის იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ვარგისია ყიდვა-გაყიდვისათვის, ამით განისაზღვრება მისი მნიშვნელობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.
  5. ობლიგაციების კლასიფიკაცია ხდება რამდენიმე ნიშნის მიხედვით:
  • ემიტენტის - ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ობლიგაციების გამოშვებას ახდენს სამი ემიტენტი:
  1. სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური (ფედერალური) ორგანოები;
  2. ადგილობრივი (მუნიციპალური) ორგანოები;
  3. კერძო კომპანიები.
  • გამოშვების მიზნით;
  • ვადების;
  • საიმედოობის;
  • შემოსავლების გადახდის;
  • დაფარვის წესის მიხედვით.
  1. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებია:
  1. ინვესტორი - შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საინვესტიციო სახსრებს აბანდებს ემიტენტის სამეწარმეო საქმიანობაში ნაწილობრივი ან სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით;
  2. ემიტენტი - პირი, რომელიც ახორციელებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებას (ემისიას);
  3. რეგულირებადი მონაწილე - მას მიეკუთვნება:
  • საფონდო ბირჟა;
  • ცენტრალური დეპოზიტარი;
  • თვითრეგულირებადი ორგანიზაციები;
  • ფასიანი ქაღალდების რეგისტრაცია;
  • ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, რომელსაც განეკუთვნება:
  • ჯობერები - ისინის არიან ფასიანი ქაღალდების ბაზრის კონიუქტურის სპეციალისტები;
  • რეგისტრატორები - ისინი ახდენენ ფასიანი ქაღალდების რეესტრების შედგენას;
  • დილერები - ისინი არიან ის შუამავლები, რომლებიც მონაწილეობენ გარიგებებში საკუთარი კაპიტალით;
  • ბროკერები - ისინი არიან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შუამავლები.
  • აუდიტორი - ის უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის უტყუარობას;
  • საბროკერო კომპანია - ის წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამყიდველსა და მყიდველს შორის შუამავალს.
  1. ფასიანი ქაღალდების ბაზარი მისი მიმოქცევის ხასიათიდან გამომდინარე იყოფა ორ ნაწილად:
  1. პირველ ბაზრად - სადაც ხდება ფასიანი ქაღალდების ინვესტორთა შორის პირველი და შემდგომი ემისიების თავდაპირველი განთავსება;
  2. მეორე ბაზრად - სადაც მიმოქცევაშია პირველ ბაზარზე განთავსებული ქაღალდები, აქ ხდება ინვესტორთა შორის რესურსების გადანაწილება.
  1. სახელმწიფო არეგულირებს ფასიან ქაღალდებს შემდეგი გზებით:
  • ფასიანი ქაღალდების ემისიის რეგისტრაციაზე კონტროლით;
  • ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროფესიონალების საქმიანობის ლიცენზირებით;
  • ფასიანი ქაღალდების მფლობელთა უფლებების დაცვით;
  • ფასიანი ქაღალდების ბაზრის ემიტენტებისა და მონაწილეების საქმიანობის რეგლამენტაციით.
  1. სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს ბაზრის მდგომარეობაზე ზემოქმედება:
  • მოკლევადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით;
  • საბანკო საპროცენტო განაკვეთის რეგულირებით;
  • ბრუნვაში მყოფ ფულად მასაზე კონტროლის განხორციელებით.
ნანახია: 1155 | დაამატა: tskhvedadze2014 | ტეგები: თემურ შენგელია, კონსპექტი, თავი XVII, ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები, ფასიანი ქაღალდების ბაზარი და საფონდ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
შაბათი, 12.21.2024