თავი XVI
ფულისა და საფინანსო სისტემის როლი ბიზნესის განვითარებაში
- ფულის აუცილებელი თვისებები:
- გამძლეობა;
- სტაბილურობა;
- ერთგვაროვნება;
- კომპაქტურობა;
- მიმზიდველობა.
- ფულის ფუნქციებია:
- მიმოქცევის საშუალება - ვლინდება იმაში, რომ ის წარმოგვიდგება საქონლის (მომსახურების) ურთიერთგაცვლის შუამავლად;
- ღირებულების საზომი - საქონელგაცვლის პროცესში ეკონომიკურ სისტემაში მიმოიქცევა უამრავი საქონელი, თითოეული მათგანის ღირებულების დადგენა დაკავშირებულია გარკვეულ ფარდობითობასთან;
- დაგროვების საშუალება - განპირობებულია ფულის ლიკვიდურობით (გადაცვლის შესაძლებლობის არსებობით);
- გადახდის საშუალება - ასახავს ფულის, როგორც დროში გადავადებული გადახდის საშუალების თავისებურებებს;
- მსოფლიო ფული - განპირობებულია საყოველთაო საქონელგაცვლით.
- ბიზნესში ფული გამოიყენება შემდეგი სახით:
- ლითონისა და ქაღალდის ფული;
- ვადიანი დეპოზიტები;
- პლასტიკური ბარათები.
- მიმოქცევაში ფული მოძრაობს 2 ფორმით:
- ნაღდი - მის მიმოქცევას (ემისიას და ბრუნვიდან ამოღებას) არეგულირებს ეროვნული ბანკი;
- უნაღდო - მისი მოძრაობა ხორციელდება სხვადასხვა ფორმით: ბანკნოტების, ლითონის მონეტების, სხვადასხვა სახეობის საკრედიტო ინსტრუმენტების (ჩეკები, საკრედიტო ბარათები, ვექსილები და სხვა) სახით.
- ფულის მასა შედგება:
- ხილული ნაწილისგან - ფულის ის საშუალებები, რომლებიც რეალურად ემსახურებიან მიმოქცევის სფეროს;
- უხილავი ნაწილისგან - პოტენციური საანგარიშსწორებო საშუალებები, რომლებშიც შედის ფულის დაგროვება და ნაშთები ანგარიშზე.
- ფულის აგრეგატებია:
- M1 - ამ ფულად აგრეგატში, რომელსაც ხშირად „ვიწრო ფულსაც“ უწოდებენ შედის ნაღდი ფული, რომელიც ბანკებს გარეთ მიმოიქცევა, საგზაო ჩეკები, მოკითხვამდე ანაბრები, ზოგჯერ საკრედიტო ბარათები. ეს ფულის ის რაოდენობაა, რომელიც მიმოქცევის საშუალებად გამოიყენება და ემსახურება მიმდინარე საგადასახადო ბრუნვას;
- M2 - ეს არის M1 + მცირე მოცულობის ვადიანი ანგარიშები (არასაჩეკო შემნახველი და წვრილი ვადიანი დეპოზიტები), ლიკვიდური დანაზოგები (რომლებიც ადვილად გადაიქცევა ნაღდ ფულად);
- M3 - ამ აგრეგატს სხვანაირად „ფართო ფულს“ უწოდებენ. მასში შედის M2 + მსხვილი ვადიანი ანაბრები და ლიკვიდური ფასიანი ქაღალდები (ობლიგაციები, სახაზინო ვალდებულებები, სერთიფიკატები) და საბიუჯეტო სახსრები;
- C - ამ ფულად აგრეგატში შედის ერთობლივი ფულადი მასა: M3 + ბანკებში შენახული ლიკვიდური სახსრები. (სახაზინო თამასუქები, ფასიანი ქაღალდები 18 თვიანი დაფარვის ვადით). ის მოიცავს ყველა ლიკვიდურ საშუალებას და ითვლება ყველაზე ფართო ფულად აგრეგატად.
- ფულის მასაზე ზემოქმედების ორი ძირითადი ფაქტორი:
- ფულის მასის მოცულობა - განისაზღვრება სახელმწიფოში საკანონმდებლო ორგანოს მიერ მისი ემიტენტით. ემისიის ზრდა განპირობებულია საქონლის ბრუნვის სიჭარბით და ის დგება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე;
- ფულის მიმოქცევის სიჩქარე - ასახავს ფულის მიმოქცევის და გადახდის ფუნქციების პროცესში მისი მოძრაობის სიჩქარეს. მისი გაანგარიშების პროცესში გამოიყენება ირიბი მეთოდები:
- ქვემოთ მოცემული მაჩვენებელი ასახავს ფულის მიმოქცევასა და ეკონომიკური განვითარების პროცესებს შორის ურთიერთკავშირს;
ერთობლივი ეროვნული პროდუქტი ან ეროვნული შემოსავალი
M1+M2 აგრეგატები
- ეს მაჩვენებელი კი მოწმობს უნაღდო ანგარიშსწორების სიჩქარეზე:
საბანკო ანგარიშგება, ფულადი სახსრები
მიმოქცევაში ფულადი მასის საშუალო წლიური სიდიდე
- წონასწორობის მდგომარეობა მიიღწევა:
M2 > M1
- იდეალური წონასწორობის მდგომარეობა მიიღწევა:
M3 - M2 > M1
- ფულის მასისა და მისი მიმოქცევის სტაბილიზაციის მეთოდები:
- დეფლაცია - მიმოქცევაში მყოფი ფულადი მასის შემცირება ზედმეტი მასის მიმოქცევიდან ამოღების მიზნით;
- დევალვაცია - ფულის ერთეულში ფულადი ლითონის შემცველობის ან უცხოურ ვალუტასთან შედარებით მისი კურსის შემცირება;
- რევალვაცია - ფულის ერთეულში ფულადი ლითონის შემცველობის ან უცხოურ ვალუტასთან შედარებით მათი კურსის ამაღლება;
- ნულიფიკაცია - ძველი ფულის ნიშნების გაუქმება და ახალი ნიშნების შემოღება;
- დენომინაცია - ფულის ნიშნების ნომინალური ღირებულების შეცვლა, მათი გადაცვლა უფრო მსხვილი ნომინალის ფულის ნიშნებზე.
- ვალუტა არის ამა თუ იმ ქვეყნის ფულადი ერთეული, რომელიც საფუძვლად უდევს ფულად სისტემას.
- „კვაზი“ („თითქმის“) ფული - მიეკუთვნება ვადიანი დეპოზიტები, უჩეკო შემნახველი ანგარიშები, ობლიგაციები და აქციების ზოგიერთი სახეობა.
- საბანკო ბარათების გამოშვებას ახდენს მისი ემიტენტი. არსებობს ბარათების ორი სახე:
- საანგარიშო - მათი მეშვეობით წარმოებს ანგარიშსწორება სხვადასხვა ორგანიზაციებთან;
- საკრედიტო - მათი მეშვეობით ემიტენტი ახდენს კრედიტის გაცემას.
- საპროცესო ცენტრი - ეს არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საანგარიშო საბარათე სისტემის მონაწილეების ინფორმაციულ და ტექნოლოგიურ მომსახურებას. ის ფლობს ინფორმაციას საბარათე ანგარიშებზე რიცხული თანხების შესახებ და ახდენს ავტორიზაციას.
- საანგარიშსწორებო აგენტი - ეს არის საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც ახდენს იმ ბანკებს შორის ანგარიშსწორებას, რომლებიც ფუნქციონირებენ საპროცესო ცენტრის მეშვეობით.
- კრედიტ-ბარათები შეიძლება იყოს 2 სახის:
- მაგნიტური ზოლით - როგორც წესი, გააჩნიათ სამი ზოლი, რომელთაგან ერთი არის განკუთვნილი ოპერაციების გადაწერისათვის, ხოლო ორი დანარჩენი იდენტიფიკაციისათვის;
- მიკროპროცესორული.
|