თავი XIX
საგადასახადო სისტემის როლი ბიზნესში
- საგადასახადო სისტემა არის გადასახადების გადახდის პრინციპების, ფორმებისა და მეთოდების, საგადასახადო ორგანოების, საგადასახადო კონტროლის და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახეების ერთობლიობა.
- საქართველოს საგადასახადო სისტემა ხასიათდება ისეთი ძირითადი პრინციპებით, როგორიცაა:
- სავალდებულობის - გადასახადი არის მეწარმის ვალი ქვეყნის წინაშე და ის უნდა დაექვემდებაროს აუცილებელ გადახდას ბიუჯეტში;
- იერარქიულობის - ვლინდება სახელმწიფო საგადასახადო სისტემის ერთიან ცენტრალიზებულ მართვაში;
- ურთიერთვალდებულებების - ამ პრინციპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები გადასახადებს იხდიან იმისათვის, რომ ორმხრივი ვალდებულებითი ურთიერთობები დაამყარონ სახელმწიფოსთან;
- სარგებლიანობის - სარგებლიანობითი დაბეგვრის პრინციპი მჟღავნდება იმაში, რომ საზოგადოების სოციალური დიფერენციაცია იქვევს მის ხელთ არსებული მატერიალური სიკეთეების არათანაბარ მოხმარებას;
- გადასახადების მრავალფეროვნების - ეს პრინციპი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს საგადასახადო სისტემა უნდა ეფუძნებოდეს დიფერენცირებულ დაბეგვრას;
- ადგილობრივი გადასახადების გაფართოვების - ეს პრინციპი ვლინდება იმაში, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს შეუძლიათ შემოიღონ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადები, მაგრამ მათ არა აქვთ უფლება შემოიღონ ის გადასახადები, რომელიც არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.
- გადასახადების ძირითადი ფუნქციები:
- ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზების (ფისკალური ფუნქცია) - აისახება იმაში, რომ საგადასახადო სისტემის და საგადასახადო ადმინისტრირების ნორმალური ფუნქციონირება, უზრუნველყოფს გადასახადების მობილიზებას ბიუჯეტის საშემოსავლო საწილში და მათ შემდგომ გადანაწილებას;
- სოციალური სიკეთეების გადანაწილების - ვლინდება იმაში, რომ ქვეყანაში დიფერენცირებული გადასახადები, უზრუნველყოფენ მაღალშემოსავლიანი ფიზიკური და იურიდიული პირების საგადასახადო დაბეგვრის მეშვეობით, ეროვნული შემოსავლის დაბალ შემოსავლიან სოციალურ ფენებში გადანაწილებას;
- ეკონომიკური განვითარების რეგულირების - აისახება საგადასახადო განაკვეთების ზრდის ან შემცირების ხარჯზე სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის რეგულირებაში. გადასახადებით ეკონომიკური ზრდის რეგულირებაში გამოიყენება შემდეგი პოლიტიკის სახეები:
- ლიბერალური - იწვევს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ბიზნესის გაფართოებას, ინვესტიციურ აქტივობას, რაც აჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს;
- მკაცრი - გულისხმობს მაღალ საგადასახადო განაკვეთებს და მინიმალურ შეღავათებს ამ დარგში. რის გამოც ეკონომიკური აქტივობა ეცემა და შესაბამისად მცირდება წარმოების მოცულობა, რაც უარყოფითად მოქმედებს ბაზარზე.
- გადასახადების კლასიფიკაცია:
- შემოსავლების მიხედვით:
- პირდაპირი - განისაზღვრება შემოსავლის სიდიდის და ქონების მოცულობის პროპორციულად;
- არაპირდაპირი - ჩაირთვება პროდუქციის ფასში, რომელსაც იხდის მომხმარებელი.
- ბიუჯეტის დონეების მიხედვით:
- ფედერალური;
- რეგიონალური;
- ადგილობრივი.
- დაქვემდებარების და ნებაყოფლობის მიხედვით:
- სახელმწიფო;
- ადგილობრივი;
- საზოგადოებრივი;
- საფირმო.
- საგადასახადო განაკვეთის ცვლილების მიხედვით:
- პროპორციული;
- პროგრესული;
- ფიქსირებული.
- გამოყენების კრიტერიუმების მიხედვით:
- საერთო;
- სპეციალური (მიზნობრივი).
- ეკონომიკური დანიშნულების მიხედვით:
- გადასახადები, რომლებიც განეკუთვნებიან წარმოების და მიმოქცევის დანახარჯებს;
- გადასახადები, რომლებიც ჩართულია პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) გასაყიდ ფასში;
- გადასახადები, რომლებიც განეკუთვნებიან ფინანსურ შედეგს (მოგების დაბეგვრამდე);
- გადასახადები მოგებიდან, რომლებიც ეხება გადასახადების გადამხდელს.
- გადასახადების სახეები საქართველოში:
- საერთო-სახელმწიფოებრივი;
- საშემოსავლო - იბეგრება რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირი.
- საავტორო უფლებების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, მოდელის სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით მიღებული შემოსავალი;
- ნოუ-ჰაუს გამოყენებისათვის მიღებული შემოსავალი;
- საქართველოში არსებული ეკონომიკური მიზნით უძრავი ქონების გამოყენებით მიღებული შემოსავალი;
- ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი...
- მიღებული გრანტი, სახელმწიფო პრემია, სახელმწიფო კომპენსაცია, აკადემიური სტიპენდია, არასახელმწიფო საპენსიო სქემით მიღებული პენსია;
- ადგილობრივ ან მუნიციპალურ ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნებებით გამოყოფილი დახმარებები;
- ოლიმპიურ, მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის მღებული ფულადი ჯილდოები;
- I და II რიგის მემკვიდრეების ჩუქების ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
- იმ მეწარმეების შემოსავალი, რომლებიც ეწევიან შრომის შემდეგი სახეობის საქმიანობას:
- სასოფლო სამეურნეო წარმება;
- ხალიჩების წარმოება;
- მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება;
- ავტომობილების ტექნიკური მომსახურება;
- თეთრეულისა და სხვა ნაწარმის რეცხვა, დამუშავება და სხვა.
- არ იბეგრება იმ ფიზიკურ პირთა დასაბეგრი თანხა, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 3000 ლარს, აქ შედის:
- მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილენი;
- ბავშვობისან შეზღუდული უნარის მქონე პირები;
- „ქართლის დედის“ საპატიო წოდების მატარებელნი;
- მარტოხელა დედები;
- პირი, რომელმაც იშვილა ბავშვი;
- I და II ჯგუფის ინვალიდები თუ წლის განმავლობაში მათი შემოსავალი არ აღემატება 1500 ლარს და სხვა.
- შემოსავლიდან გამოიქვითება:
- კრედიტისათვის გადახდილი პროცენტი;
- რეალიზებულ საქონელთან (მომსახურებასთან) დაკავშირებული საეჭვო ვალები;
- სადაზღვევო საქმიანობისას სარეზერვო ფონდში გადახდილი თანხები;
- ძირითადი საშუალების საამორტიზაციო ანარიცხები;
- არამატერიალური აქტივების ხარჯები და სხვა.
- საპატრიარქოს რელიგიური საქმიანობით მიღებული მოგება;
- საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება;
- ინვალიდებისა და მათირეაბილიტაციის ტექნიკურ საშუალებათა წარმოებით მიღებული მოგება;
- საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება;
- საერთაშორისო ორგანიზაციების მოგება.
- დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) - წარმოადგენს საქონლის (მომსახურების) წარმოებისა და განაწილების ყველა ეტაპზე დამატებულ ღირებულების გარკვეული ნაწილის ბიუჯეტში ამოღების ფორმას.
- ის ასტიმულირებს გადამხდელებს, რომ მათ არ დაამახინჯონ ფასები, შეზღუდონ ფასწარმომქმნელი დანახარჯები;
- დღგ-ს გადახდის შედეგად სახელმწიფო ღებულობს ზუსტ მონაცემებს კაპიტალის მოძრაობის შესახებ და მას ეძლევა შესაძლებლობა, არეგულიროს მაკროეკონომიკური პარამეტრები;
- დღგ არის წინასწარი გადასახადი, რადგანაც მისი ბიუჯეტში დარიცხვა ხდება პროდუქციის რეალიზაციამდე.
- როგორც ირიბი გადასახადი, ის შედის საქონლისა და მომსახურების ფასში და ერთნაირად აწვება მეწარმეთა ყველა ფენას, რითაც ირღვევა სოციალური სამართლიანობა;
- მაღალი ფასებისა და დაბალი შემოსავლების პირობებში ერთობლივი მოთხოვნა მცირდება, რაც არღვევს მაკროეკონომიკურ წონასწორობას;
- სხვა გადასახადებისაგან განსხვავებით რთული და შრომატევადია მისი გაანგარიშება.
- დღგ-ით შეძენილი საქონლის (მომსახურების) გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის, თუ ამ საქონლის (მომსახურების) გადამხდელმა მიიღო დღგ-ს ჩათვლა;
- საქონლის ექსპორტი;
- გადამხდელის მიერ საქონლის (მომსახურების) მიწოდება თანამშრომლებისათვის კომპენსაციით ან მის გარეშე;
- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საქონლის ნაშთი, რომელზეც გადამხდელს მიღებული ან მისაღები აქვს ჩათვლა, განიხილება, როგორც დღგ-ის დასაბეგრი მიწოდება.
- ეროვნული ან უცხოური ვალუტის და ფასიანი ქაღალდების მიწოდება და იმპორტი;
- საქართველოს ეროვნული ბანკის გადასაცემი ოქროს იმპორტი;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკის მიწოდება და იმპორტი;
- სახელმწიფო ქონების მიწოდება პრივატიზაციის პროგრამის მიხედვით;
- საპატრიარქოს მომსახურება რელიგიური მიზნით;
- სახელმწიფოს რეგულირებადი ფასების ტრანსპორტით მომსახურება;
- ლატარეით, კაზინოებით, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომსახურება და სხვა;
- აქციზი - ირიბი გადასახადი, რომლის ამოღება ხდება ზოგიერთი დასახელების საქონლისა და მომსახურების გაყიდვისას.
- ადვალური - აქციზური განაკვეთის საქონლის ფასის შესაბამისის დადგენა;
- ფიზიკურ ერთეულზე (ლიტრი, კოლოფი) ფიქსირებული განაკვეთის დადგენა.
- აქციზურ გადასახადს არ ექვემდებარება:
- ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული ალკოჰოლური სასმელები;
- ფიზიკური პირის მიერ 2 ლიტრი ალკოჰოლური სასმელისა და 200 ღერი სიგარეტის იმპორტი;
- შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების ავზში არსებული საწვავი;
- ნავთობპროდუქტების იმპორტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონიშ შესაბამისად;
- აქციზური საქონლის ტრანზიტი.
- ადგილობრივი;
- ქონების გადასახადი - დაბეგვრის ობიექტი არის საქართველოს საწარმოების ძირიტადი კაპიტალი, დაუმონტაჟებელი მოწყობილობა, დაუმთავრებელი მშენებლობა, არამატერიალური აქტივები და სხვა;
- სათამაშო ბიზნესის გადასახადი.
- დაბეგვრის ბრუნვა არის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ჯამი.
- აქციზური მარკა არის აქციზის გადახდის კონტროლის მექანიზმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი;
- თავისუფალი ეკონომიკური ზონა არის საქართველოს ეკონომიკური სისტემის მსოფლიოს ეკონომიკაში ინტეგრაციის ერთ-ერთი საშუალება.
- ის იქმნება:
- საზღვარგარეთის კაპიტალის მოზიდვის პირობების შესაქმნელად;
- ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისება-დანერგვისათვის;
- კვალიფიცირებული პერსონალის მოსაზიდად;
- საექსპორტო ორიენტაციის დარგების განვითარებისათვის.
- მისი მონაწილეები (რეზიდენტები) არიან:
- საზღვარგარეთის ინვესტიციებით შექმნილი საწარმოები;
- ერთობლივი საწარმოები;
- უცხოური კომპანიის შვილობილი კომპანიები.
- მისი ჯგუფებია:
- საერთო დანიშნულების ზონა;
- სპეციალური დანიშნულების ზონა.
|