მთავარი » 2017 » თებერვალი » 3 » კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - XI თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)
2:11 PM
კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - XI თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)

თავი XI

მატერიალური რესურსების მართვა და ლოგისტიკა ბიზნესში

  1. თანამედროვე ბიზნესი ორიენტირებულია სამეწარმეო პროცესების რაციონალიზაციაზე. სამეწარმეო ბიზნესი გულისხმობს მატერიალური, ენერგეტიკული, ინფორმაციული, სამგზავრო ნაკადების სინქრონიზაციას. მსხვილი კორპორაციების ბიზნესი ეს არის დროული ამოქმედება ყველა ამ ნაკადის წარმოების პროცესში, რასაც ეწოდება ბიზნესის ლოგისტიკური მართვა.
  2. დინამიკურობა წარმოადგენს საწარმოო-ეკონომიკური საქმიანობის ძირითად ატრიბუტს. დინამიკის საფუძველი არის ნაკადური პროცესები. „ნაკადში“ იგულისხმება მატერიალური, სასაქონლო, სატვირთო, ინფორმაციული, ფულადი, ენერგეტიკული, სამგზავრო ნაკადები. ლოგისტიკა სწავლობს ამ ნაკადებს არა როგორც მატერიალიზებული საგნების აბსტრაქტული მოძრაობის ფორმას, არამეს, როგორც კონკრეტულ ობიექტს, რომელიც ვითარდება გარკვეული კანონების საფუძველზე.
  3. ლოგისტიკას, როგორც მეცნიერებას საფუძველი ჩაეყარა ძველ საბერძნეთში. ძველი ბერძნებისათვის მეცნიერება ლოგისტიკა შეისწავლიდა ანგარიშების გაანგარიშებათა სისტემას. იმ უმაღლესი დონის ჩინოვნიკებს, რომლებიც აწარმოებდნენ სამეურნეო, საფინანსო და სავაჭრო საქმიანობაზე კონტროლს - ეწოდებოდათ ლოგისტები.
  4. სამხედრო ლოგისტიკა - გულისხმობს ადამიანური რესურსების, ტექნიკის და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების საშუალებებს და მეთოდებს.
  5. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ლოგისტიკა გამოიყენებოდა 2 უმთავრესი მიმართულებით:
  • მათემატიკური ლოგისტიკის;
  • სატრანსპორტო-სასაწყობო სამუშაოების ტექნიკისა და ტექნოლოგიის ასახვისათვის სამოქალაქო და სამხედრო სფეროებში.
  1. ლოგისტიკის განსაზღვრებები:
  • ფუნქციონირების ის სფერო, რომელიც ახდენს მოთხოვნის, წარმოების, ტრანსპორტირებისა და ინფორმაციის გაცვლის ინტეგრირებას;
  • მეცნიერული მიმართულება, რომლის მიზანია ნაკადური პროცესების მართვის მეთოდებისა და ფორმების შემუშავება;
  • 1974 წელს, ლოგისტიკისა და მატერიალური ნაკადების პირველ ევროპულ კონგრესზე ლოგისტიკა განიმარტა როგორც: მეცნიერული სწავლება, მატერიალური, ენერგეტიკული, ინფორმაციული, სამგზავრო ნაკადების შესახებ;
  • ლოგისტიკის ფართო გაგება - აქ იგულისხმება ეკონომიკური და სამმართველო პროცესების ოპტიმიზაციის მეთოდოლოგია.
  1. ლოგისტიკის რევოლუციური ხასიათი მჟღავნდება იქ, რომ ხდება ტრადიციული მართვის სისტემის ნგრევა უფრო პროგრესულის სასარგებლოდ. გარდაქმნები ხდება სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ყველა სტადიის მიხედვით. მოკლე დროში ყალიბდება მართვის ახალი სტრუქტურა, რომელიც გამოირჩევა ადაპტაციის მაღალი დონით, საგარეო და საშინაო დაქტორების დინამიკის მიმართ.
  2. ლოგისტიკის ევოლუციური ხასიათი მჟღავნდება იქ, რომ როდესაც გადავდივართ სამეურნეო და მმართველობითი საქმიანობის შესაბამის დონეზე, ჩაირთვება ბუნებრივი სელექციის რეგულატორები, რომლებიც ორიენტირებულია მთელი სისტემის პროგრესულ განვითარებაზე.
  3. მნიშვნელოვანია საკუთრივ ლოგისტიკაზე დანახარჯების შემცირება. აქ, პირველ რიგში სპეციალისტების ყურადღება უნდა მიიქციოს შემდეგი საკითხების შესწავლამ:
  • მატერიალური რესურსების, მომარაგების, გასაღების, შენახვის მართვის პროცესების სრულყოფა;
  • მიმწოდებლების, მომხმარებლების და შუამავლების სამარკეტინგო საქმიანობის სრულყოფა;
  • მატერიაკური და ინფორმაციული ნაკადების მოძრაობის ტექნოლოგიის ოპტიმიზაცია.
  1. ლოგისტიკის განვითარებას და ლოგისტიკური სისტემის ფორმირებას თავისი სტადიები გააჩნია, რომელთა თანმიმდევრობა დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყანაში ბაზრის მდგომარეობაზე და საბაზრო ურთიერთობათა განვითარების დონეზე. ლოგისტიკის განვითარების ეტქპებში იგულისხმება თეორიული შემუშავებათა დონე და მათი პრაქტიკაში რეალიზაცია საბაზრო ურთიერთობათა სრულყოფის პროცესში.
  2. ლოგისტიკის განვითარების სტადიები - ეს არის მისი მზადყოფნის დონე ეკონომიკურ სტრუქტურებში გამოყენების თვალსაზრისით.
  1. პირველი სტადია ხასიათდება ლოგისტიკის არარეგულარული ორგანიზაციით და უსისტემო დღეღამური დაგეგმვით. მატერიალური რესურსების ტრანსპორტირების ცენტრალიზაცია ხდება, როგორც ქვეყნების შინა ასევე საერთაშორისო დონეზე;
  2. მეორე სტადიაზე ამ ფუნქციებისადმი დამატებით ხდება მომხმარებელთა ცენტრალიზებული მომსახურება და შეკვეთების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
  3. მესამე სტადია წინასაგან განსხვავდება იმით, რომ რომ აქ ხდება ლოგისტიკური პროგნოზირება და სამარკეტინგო ღონისძიებების კომპლექსის დანერგვა. ფირმებში და კომპანიებში ხდება მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა სა გასაღების ხანგრძლივი პერიოდის გეგმების შემუშავება. საწარმოო ლოგისტიკური პროცესების დაგეგმვა წარმოებს ერთ თვეზე ორიენტაციით, აქტიურად გამოიყენება მაკროლოგისტიკის ელემენტები;
  4. მეოთხე სტადია, ეს დონე გამოირჩევა იმით, რომ უკვე ჩამოთვლილი ფუნქციებთან ერთად ხდება გასაღების, სამარკეტინგო ღონისძიებების კომპლექსის დანერგვა საწარმოში. მეოთე სტადია ყველაზე მაღალია, მასში ასევე წარმოდგენილია ინტეგრირებული სამარკეტინგო და ლოგისტიკური სისტემები, რომელიც მოიცავს კვლავწარმოების მთელ ციკლს - შეკვეთის მიღებიდან პროდუქციის მომხმარებლისადმი მიწოდებამდე. ფირმებში და კომპანიებში განისაზღვრება მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ხანგრძლივი ან ერთწლიანი გეგმები, ბაზრის კონიუქტურა და სამომხმარებლო მოთხოვნა.
  1. ინფრაინდუსტრია წარმოადგენს სატრანსპორტო-სასაწყობო ტექნოლოგიების ერთობლიობის ინტეგრირებას წარმოების პროცესში. შინაარსობრივად ეს არის მდგრადი საწარმოო ლოგისტიკური სისტემების შექნა.
  2. ლოგისტიკის ქვეშ ესმით:
  • ახალი მეცნიერული მიმართულება, რომლის კვლევის საგანია მატერიალური და ინფორმაციული ნაკადების მართვა;
  • რაციონალური სამეურნეო საქმიანობის ფორმა წარმოებისა და მიმოქცევის სფეროებში;
  • მატერიალური რესურსების განაწილების, გადაადგილებისა და მართვის სისტემა;
  • პროდუქციის რაციონალური გადაადგილების სისტემა მწარმოებლიდან მომხმარებლამე;
  • ეკონომიკის სფერო, რომელიც განსაზღვრავს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების, წარმოების, განაწილების, ტრანსპორტირების, მოთხოვნისა და მოხმარების ურთიერთკავშირს.
  1. ყველა სახეობის განმარტებანი შეიძლება დაიყოს 2 მიმართულებად:
  1. პირველის თანახმად, ლოგისტიკა არის ბიზნესის სფერო, მატერიალური და საინფორმაციო ნაკადების მართვის მიმართულება, როგორც წარმოების, ასევე მიმოქცევის სფეროებში. პირველი მიმართულების მიხედვით, ცნობილია ლოგისტიკის შემდეგი განმარტებანი:
  • მენეჯმენტის დარგში ამერიკული საბჭო ლოგისტიკას განმარტავს შემდეგნაირად: ლოგისტიკა ეს არის ტვირთებისა და საწყობების, გადაადგილების და შესაბამისი სახეობის ინფორმაციის მოძრაობის მიღების პროცესი, მიმწოდებლიდან მომხმარებლამდე. ამ პროცესის დაგეგმვა, რეალიზაცია და კონტროლი;
  • შესყიდვითი საქმიანობის პრობლემების ბრიტანული ინსტიტუტი განმარტავს: ლოგისტიკა, ეს არის ერთიანი ჯაჭვი, მომარაგება, წარმოება, გასაღება, მართვა და კოორდინაცია, მათ შორის მიმწოდებლის შერჩევა, წარმოების მატერიალური უზრუნველყოფა, მარაგების განლაგება და მზა პროდუქციის მიწოდება მომხმარებლამდე;
  • ცნობილი გერმანელი სპეციალისტი ვ.გილხოფი თვლის, რომ ლოგისტიკა ეს არის მზა პროდუქციისა და მასალების მოძრაობის კოორდინაცია, როგორც საწარმოოს შიგნით, ასე მის გარეთ. ის იძლევა მასალების ნაკადების მოძრაობის მართვის შესაძლებლობას წარმოებიდან მომხმარებლამდე ფიზიკური „ინფორმაციული და ორგანიზაციული ასპექტებით“.
  1. მეორე მიმართულება ლოგისტიკას განსაზღვრავს, როგორც დისციპლინათშორის მეცნიერულ მიმართულებას, რომელსაც აქვს პროგრამული ხასიათი და დაკავშირებულია ნაკადური პროცესების ეფექტიანობის ამაღლებასთან. ამ მიმართულების შესაბამისად ლოგისტიკა ეს არის მატერიალური, შრომითი, ენერგეტიკული, ინფორმაციული ნაკადების დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის თეორია.
  1. ლოგისტიკის შემაჯამებელი განმარტება: ლოგისტიკა ეს არის ნაკადური პროცესების დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის სისტემა სასარგებლო რესურსების (მატერიალურის, ინფორმაციულის, საფინანსოს, ენერგტიკულის) წარმოების, მომარაგების, განაწილებისა და გასაღების პროცესი, საწარმოო კომერციული, საკომუნიკაციო, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ხარჯზე.
  2. ლოგისტიკის მიმართულებებია:
  • მიკროლოგისტიკა;
  • მაკროლოგისტიკა - მისი კვლევის საგანია ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს რეგიონალურ, რეგიონთაშორის, საერთო ეროვნულ და სახელმწიფოთაშორისო დონეზე.
  1. გლობალური ლოგისტიკური სტრატეგიის ძირითად წინამძღვრებს შეადგენს:
  • მოთხოვნის ინდივიდუალზაციის საფუძველზე, ცვალებად მექანიკურ წარმოებაზე გადასვლა;
  • გასაღების ბაზრებსა და მომარაგების წყაროების მწარმოებლისადმი მომარაგების აუცილებლობა;
  • სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის განვითარება ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში;
  • სახელმწიფოებრივი მართვის პრობლემების აქტუალიზაცია არაადმინისტრაციული მეთოდებით;
  • საქმიანი სერვისის სფეროს განვითარება.
  1. მოქმედების მასშტაბების მიხედვით, ლოგისტიკა იყოფა:
  • საგარეო ლოგისტიკად - განკარგავს იმ ნაკადებს, რომლებიც ცილდება მართვის სუბიექტების ჩარჩოებს;
  • საშინაო ლოგისტიკად - მიმართულია სამეურნეო საქმიანობის კოორდინაციის და სრულყოფისაკენ ნაკადების მართვის სფეროში ცალკეული ფირმების ან საწარმოთა კორპორაციული ჯგუფების ჩარჩოებში.
  1. თეორიასა და პრაქტიკაში ლოგისტიკის სტრუქტურიზაციის ყველაზე გავრცელებული პრინციპი არის სამეურნეო საქმიანობის ხასიათი. ამ პრინციპით ბიზნესში განიხილება ლოგისტიკის შემდეგი სახეები:
  • მომარაგებითი (შესყიდვითი) ლოგისტიკა - შესყიდვითი ლოგისტიკა დაკავშირებულია მატერიალური რესურსების მომარაგების (შესყიდვის) პროცესებთან. ის წყვეტს ყველა იმ საკითხს, რომელიც არის დაკავშირებული საწარმოს მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებასთან. პროდუქციის წარმოების მოსამზადებელ პროცესებთან;
  • საწარმოო ლოგისტიკა - მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია მატერიალური რესურსების მართვის ორგანიზაციასთან (ნედლეულიდან გზა პროდუქციამდე, მათ შორის ნედლეულის, მაკომპლექტებელი ნაკეთობების და მასალების მიწოდება უშუალოდ სამუშაო ადგილზე);
  • განაწილებითი (მარკეტინგული) ლოგისტიკა - სპეციალიზდება პროდუქციის რეალიზაციაზე, მიწოდებაზე „ზუსტად დროზე“ პრინციპით _ მიმწოდებლიდან მომხმარებლამდე.
  1. კრიტერიუმები, რომლებიც ბიზნესში ზემოქმედებენ ნებისმიერ მომხმარებელზე:
  • ზუსტი დრო;
  • ზუსტი რაოდენობა;
  • გარანტირებული ხარისხი;
  • მიმწოდებლის ოპერატიული რეაგირება;
  • მინიმალური დანახარჯები.
  1. ლოგისტიკის დანიშნულებაა მომხმარებელთა მოთხოვნებისადმი ადაპტაცია.
  2. ლოგისტიკის ძირითადი მიზნის რეალიზაციისთვის აუცილებელია მისი ქვემიზნების დადგენა, მათ შორის ძირითადია:
  • კონტროლის ეფექტიანი სისტემის ორგანიზაცია, რომელიც გამომდინარეობს მოგებისა და რისკის, შემოსავლებისა და გასავლების, შესაძლებლობებისა და მოთხოვნილების ანალიზიდან;
  • სამეურნეო სუბიექტის ფუნქციონალურად შეთანხმებული და ტექნოლოგიურად რაციონალური ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა;
  • საინფორმაციო და სხვა ნაკადების ორგანიზების თვალსაზრისით, მართვის ეფექტური მატერიალური სისტემის შექმნა, რომლის მიზანია ერთობლივი დანახარჯების მინიმიზაცია, არსებული სიმძლავრეების მაქსიმალური გამოყენების პირობებში.
  1. ლოგისტიკური სისტემის ფორმირება დაკავშირებულია:
  • ბაზრის სიღრმისეულ შესწავლასთან, მისი ტენდენციებისა და კანონზომიერების დადგენასთან;
  • ალტერნატიული ვარიანტების შემუშავების მეთოდების ოპტიმიზაციასთან და სწორი არჩევანის განსაზღვრის პრობლემებთან;
  • არა მარტო საბოლოო, შუალედური, არამედ თანმხლები მოვლენების პროგნოზირებასთან;
  • ყველა დონეზე და მართვის ყველა სფეროში მოქმედებათა სინქრონიზაციასთან.
  1. ლოგისტიკური კონცეფციის პრაქტიკული გამოყენება მოქმედი სტრუქტურის პირობებში იძლევა შესაძლებლობას:
  • ავამაღლოთ მატერიალური, ინფორმაციული და სხვა ტიპის ნაკადების მოძრაობის მთელი გზის ანალიზის ობიექტურობისა და კონტროლის შედეგიანობა;
  • შევიმუშაოთ გადაწყვეტილებათა მიღების ალტერნატიული ვარიანტები, გავმართოთ და მოვაწესრიგოთ მათი მიღების შესაძლებლობები;
  • გავამარტივოთ ეკონომიკურ-მათემატიკური და სხვა მეთოდების გამოყენების შესაძლებლობანი მათი დაგეგმვის, რეალიზაციისა და კონტროლის ეტაპებზე;
  • დავადგინოთ გადასაწყვეტი ამოცანების შეფასების კრიტერიუმების პარამეტრების სისწორე, რაც იძლევა შესაძლებლობას, მოვახდინოთ სამეურნეო სუბიექტების სალვლევი და პრაქტიკული საქმიანობის ოპტიმიზაცია;
  • ავამაღლოთ მიზნობრივი ორიენტირების შერჩევის ეფქტიანობა.
  1. კვლავწარმოების პროცესში გამოყოფენ 2 ძირითად ნაკადს:
  • I სტადია: აუცილებელია, შევიძინოთ ის წარმოების ფაქტორები, რომლებიც შემდგომ გადამუშავდება წარმოების პროცესის სხვადასხვა სტადიაზე, რის შედეგადაც მიიღება მზა პროდუქცია;
  • II სტადია: მომხმარებლიდან ფულადი ნაკადი გაედინება მწარმოებლისაკენ, რომელთა ნაწილი გამოიყენება წარმოების ფატორთა კვლავწარმოებისათვის.
  1. არსებობს მომარაგების სხვასახვა ობიექტები. საწარმოებში ის ეხება შემდეგი სახის ობიექტებს:
  • საწარმოო პერსონალს;
  • შესასყიდ მომსახურებას;
  • ძირითადი საშუალებების მომარაგებას;
  • ინფორმაციის გარე წყაროების მომარაგებას;
  • მასალებით მომარაგებას.
  1. წარმოების პროცესისათვის ან მისი სტადიისათვის შესაძლებელია გამოიყოს მასალების შემდეგი სახეობები:
  • ნედლეული, რომელიც შეადგენს მზა პროდუქციის სუბსტაციას და მიიღება მისი გადამუშავების შედეგად. ნედლეულს შესაძლებელია მივაკუთვნოთ ის პირველადი მასალები, რომელთაც არ გაუვლიათ საწარმოო გადამუშავება;
  • დამხმარე მასალები ასევე შეადგენენ მზა პროდუქციის სუბსტაციას. მათ მზა პროდუქციის ფორმირების პროცესში გააცნიათ მნიშვნელოვანი ფუნქცია. ამა თუ იმ პროდუქციის მიკუთვნება „მასალების“ კატეგორიისადმი, დამოკიდებულია წარმოების სპეციფიკაზე;
  • საწარმოო მასალები არ შედიან საბოლოო პროდუქტში, მაგრამ მათი არსებობა აუცილებელია საწარმოო პროცესის ნორმალური განხორციელებისათვის (მაგ: საპოხი მასალები, გამაგრილებელი სითხეები...);
  • მაკომპლექტებელ მასალებს მიეკუთვნება ის მასალები, რომლებიც საერთოდ არ მოითხოვენ გადამუშავებას.
  1. ლოგისტიკის 3 ძირითადი ფუნქცია:
  • სივრცობრივი - რაც გულისხმობს პერსონალისა და მასალების სივრცობრივ გადაადგილებას;
  • გადანაწილებითი - რაც გულისხმობს მასალების სორტირებას, გადანაწილებას და სხვა;
  • დროითი - გულისხმობს მათი დროში გადაადგილების მექანიზმს.
  1. ლოგისტიკა მოიცავს 4 ობიექტს:
  • პერსონალის ლოგისტიკა - მოიცავს ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე მისი გადაადგილეებისა და დაცლის, გადასხდომის ორგანიზაციას;
  • საქონლის ლოგისტიკა - მოიცავს მათ ტრანსპორტირებას, შენახვას, სორტირებას, გადანაწილებას, გადატვირთვას;
  • ენერგორესურსების ლოგისტიკა - მოიცავს ენერგიის გადაცემას, შენახვას, ტრანსფორმაციას;
  • საინფორმაციო ნაკადების ლოგისტიკა - მოიცავს ინფორმაციის გადაცემას, შენახვას, რეორგანიზაციას.
  1. მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებაბა მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, დაქირავებას, მომარაგების შექმნას.
  2. მომარაგების მარკეტინგი საწარმოში გულისხმობს რამდენიმე არსებითი ხასიათის მექანიზმის ამოქმედებას, მათ შორის მნიშვნელოვანია:
  • მომარაგების პროგრამის სფეროში განხორციელებული პოლიტიკის განსაზღვრა;
  • მომარაგების პირობების დაგეგმვა;
  • კომუნიკაციების პოლიტიკის დადგენა;
  • საქონლის მიწოდების დაგეგმვა.
  1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა მოიცავს მასალების ტექნიკურ კონტროლს, ნარჩენების გადამუშავებას და უტილიზაციას;
  2. ფირმაში მომარაგების პროგრამის შედგენა გულისხმობს გარკვეული რაოდენობისა და სახეობის მასალების შეძენას სხვადასხვა ბაზარზე, ამ პროცესის დროის დადგენას. ამ პროგრამის შედგენისათვის აუცილებელია, დავაზუსტოთ შემდეგი საკვანძო საკითები:
  • რომელი მასალების და რა რაოდენობით შეძენა არის აუცილებელი ფირმისთვის;
  • რა ხარისხის უნდა იყოს შესასყიდი მასალა;
  • როგორ გავანაწილოთ ნედლეულისა და მასალების ბაზარზე მოთხოვნა დროში.
  1. საწარმოო პროცესის სიღრმე გულისხმობს იმის დადგენას, თუ ფირმისათვის რა უფრო მომგებიანია.
  2. „შესყიდვა-წარმოების“ ალტერნატივა მნიშვნელოვანია:
  1.  მანქანების, დანადგარების, მოწყობილობის „შესყიდვა-წარმოების“ ალტერნატივის შემთხვევაში;
  2. მომსახურების „შესყიდბა-წარმოების“ შემთხვევაში აქ იგლისხმება ისეთი მომსახურება, როგორიცაა:
  • საგადასახადო კონსულტაციები;
  • კომპიუტერებისათვის პროგრამული პაკეტების შემუშავება;
  • სამეცნიერო-სკვლევი სამუშაოები;
  • საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები....
  1. ღირებულებითი ანალიზის მეთოდი ეს არის ნორმატიული მეთოდი, რომლის საფუძველზე მიიღწევა დანახარჯების შემცირება, რაც, თავის მხრივ, ამცირებს პროდუქციის ფასს.
  2. მომარაგების პროცესში განისაზთვრება ურთიერთზემოქმედების 2 სფერო:
  • გაყიდვის პირობებით განპირობებული ურთიერთზემოქმედება - 2 სხვადასხვა საქონლის ურთიერთმოქმედება, გამოწვეული გაყიდვის პირობებით, გვხვდება იმ შემთხვევაში, როდესაც მოთხოვნა ერთ საქონელზე ზემოქმედებს მეორე საქონლის მიწოდებაზე;
  • შიდასაწარმოო ურთიერთზემოქმედება - წარმოიქმნება შეძენილი საქონლისა შენახვისა და მისი წარმოებაში გამოყენების პროცესში.
  1. ძირითადი ოპტიმიზებული გათვლები ეხება მომარაგების პრინციპებს:
  • აუცილებელი მარაგების შექმნის პრინციპი - გამომდინარეობს იმ გარემოებებიდან, რომ შეუძლებელია დროში პროგნოზირება;
  • ცალკეული შესყიდვების პრინციპი;
  • მიწოდების სინქრონიზაციის პრონციპი - აქ იგულისხმება მომხმარებლისა და მიმწოდებლის საქმიანობის სინქრონიზაცია, როდესაც ნედლეული და მასალები მიეწოდება გარკვეულ დროს, გარკვეული რაოდენობით, რაც გამორიცხავს მათ შენახვასა და დასაწყოვებას.
  1. მიწოდებათა პოლიტიკა ფასთან ერთად გულისხმობს შესყიდვის სხვა მნიშვნელოვანი პირობების დადგენას. ის მოიცავს:
  • მიმწოდებლისადმი პირდაპირ გადასახადებს (ფასი, ავანსირებული გადასახადები, ლიზინგის პერიოდული გადასახადები, იჯარა და სხვა);
  • ფასდაკლებას;
  • მიმწოდებლის კრედიტს (ყველა ან ცალკეულ მიწოდებაზე);
  • გადახდის პირობებს და საქონლის მიწოდების ვადებს.
  1. მიწოდებათა პირობები განისაზღვრება მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დადებული კონტრაქტის საფუძველზე.
  2. სპეციფიკური ხელშეკრულებანი, რომლებიც განსაზღვრავენ მომარაგების სხვადასხვა სტრატეგიას:
  • ჩარჩო ხელშეკრულებები - განსაზღვრავენ მხარეებს შორის ურთიერთობის ფართო პერსპექტივას. მასში განისაზღვრება თანამშრომლობის საერთო პირობები მიწოდებათა მოცულობისა და დროის გათვალისწინების გარეშე;
  • მიწოდებათა პირობის წინასწარი ხელშეკრულება - გაითვალისწინება ერთეული მიწოდებები. მიწოდებათა მოცულობა მომხმარებელს ეცნობა მიწოდების მომენტამდე რამდენიმე ხნით ადრე;
  • მოთხოვნის მიხედვით შესყიდვის ხელშეკრულება - განსაზღვრავს მიწოდებათა მოცულობას დროის გარეშე.
  1. მიწოდების პროცესში გამოიყენება ხელშეკრულების რამდენიმე ფორმა:
  • მიმწოდებლის საწყობში საქონლის შენახვა - გულისხმობს, რომ მიმწოდებელი მის საწყობში ინახავს მარაგების იმ რაოდენობას, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულებით;
  • კონსიგრაციული საწყობი - სასაწყობო მეურნეობა შეიძლება იყოს მყიდველის ტერიტორიაზე ან მის მახლობლად. მყიდველი გადატვირთავს საქონელს მისთვის სასურველი დროს და სასურველი რაოდენობით. საწყობიდან ჩამოწერილი საქონლის ოდენობა ჯამდება და ფორმდება ხელშეკრულება მიწოდებაზე;
  • მიწოდებათა სისტემა „ზუსტად დროზე“ - გულისხმობს, რომ ხელშეკრულებით საქონლის დასაწყოვება არ არის გათვალისწინებული. მიმწოდებელი აწვდის საქონელს წინასწარი დადგენილი გრაფიკის მიხედვით, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის ტექნოლოგიურ პროცესებს.
  1. მომარაგების სფეროში - კომუნიკაციების პოლიტიკის მეშვეობით ხდება არსებულ და პოტენციურ მიმწოდებლებთან კონტაქტების დამყარების მეთოდების შემუშავება. განასხვავებენ მომარაგების პროხესში კომუნიკაციის შემდეგ მეთოდებს:
  • პირდაპირი კომუნიკაციები - ეს  მეთოდი არის მომარაგების სფეროში გადამჭრელი, მის ჩარჩოებში მიმდინარეობს მიმწოდებლებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება;
  • მომარაგების ოპერაციების გაფართოების სტიმულირება - ამ პროცესში მწარმოებელი მიმართავს მიმწოდებელთა უცნობ წრეს, აღნიშნული წრის დადგენა მიმდინარეობს სხვადასხვა ადგილას;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რეკლამა - ორიენტირებულია იმ პარტნიორების ფართო წრეზე, რომლებიც წინასწარ არაა ცნობილი.
  • საზოგადოებასთან საქმიანობა „PR“
  1. საქონლის მიწოდების დაგეგმვა მოიცავს მათ მოძრაობას მწარმოებლიდან მომხმარებლამდე. რაც მიიღწევა:
  • მომარაგების წყაროების დადგენით;
  • მომარაგების ლოგისტიკით.
  1. მომარაგების ლოგისტიკა განიხილავს წარმოებისათვის აუცილებელ ელემენტებს, ტრანსპორტირებისა და შენახვის პრობლემებს, აქ შედის:
  1. პერსონალის ლოგისტიკა:
  • მიზნობრივი ფუნქციები - პერსონალის რაოდენობა, მიწოდების ვადები, საშუალებები, ტრანსპორტირების ფუნქციები და გზები;
  • თანამშრომლების გადაადგილება - ჯგუფების ორგანიზება და მათი მოცულობა, მოსვლის და წასვლის დრო, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების, სატრანსპორტო მაგისტრალები;
  • დაცდის ორგანიზება - იმ ჯგუფების ორგანიზება, რომლებიც ელოდებიან გადაადგილებას, დაცდის დასაწყისი და დამთავრება, დაცდის ადგილების ორგანიზება;
  • გადასვლები - გადასვლათა რაოდენობა, პერსონალის გადასვლის დრო, გადასვლის ადგილების ორგანიზება.
  1. მასალების ლოგისტიკა:
  • მიზნობრივი ფუნქციები - რაოდენობა, მიწოდების დრო, საშუალებები, ტრანსპორტირების სუბიექტები და სხვა;
  • საქონლის გადაზიდვა - გადაზიდვების მოცულობა, გადაზიდვის დაწყება, დამთავრება და ხანგრძლივობა, სატრანსპორტო საშუალებების სახეობები, სატრანსპორტო გზები და მაგისტრალები;
  • შენახვა - შესანახი საქონლის მოცულობა, შენახვის დრო, სასაწყობო მეურნეობის ტიპები და შენაცვის მეთოდები, შენახვის ადგილების ორგანიზება;
  • სორტირება - საქონლის რაოდენობა, რომელიც მოითხოვს ხელახალ სორტირებას, ხელახალი სორტირების ადგილების ორგანიზება;
  1. ენერგეტიკული საკითხების ლოგისტიკა:
  • ენერგიის გადაცემა - გადასაცემი ენერგიის მოცულობა, ენერგიის გადაცემის დაწყების, დამთავრებისა და ხანგრძლივობის დრო, ენერგიის გადაცემის ხაზები და მათი მართვა;
  • ენერგიის შენახვა - შესანახი ენერგიის მოცულობა, ენერგიის შენახვის ხანგრძლივობა, ენერგიის შენახვის წყაროები (გენერატორი, ბატარეა), ენერგიის შენახვის წყაროების ადგილმდებარეობა;
  • ენერგიის ტრანსფორმაცია - იმ ენერგიის მოცულობა, რომელიც ექვემდებარება ტრანსფორმაციას, ტრანსფორმაციის დრო, ტრანსფორმაციის მოწყობილობა, ტრანსფორმაციის მოწყობილობის ადგილების ორგანიზება;
  1. ინფორმაციული ნაკადების ლოგისტიკა:
  • ინფორმაციის გადაცემა - გადასაცემი ინფორმაციის მოცულობა, გადაცემის დრო, პირდაპირი კავშირები, ინფორმაციული მაგისტრალები (ტეკეფონი, კომპიუტერი და სხვა);
  • ინფორმაციის შენახვა - შესანახი ინფორმაციის დახარისხება, შენახვის დასაწყისი და დამთავრება, ინფორმაციის მატარებლები (დისკები, პერფობარათები და სხვა), ინფორმაციის შენახვის ადგილბის ორგანიზაცია;
  • მონაცემების რეორგანიზაცია - რეორგანიზებადი მონაცემების მოცულობა, რეორგანიზაციის დრო, შეყვანა-გამოყვანის კადრები, კოდირება.
  1. ლოგისტიკის რეალიზაციის პროცესში აუცილებელია 4 სახეობის ამოცანის გადაწყვეტა:
  • რაოდენობრივი პარამეტრების დადგენა - რამდენის გადაზიდვა, შენახვა ან გადანაწილება არის აუცილებელი ფირმისათვის;
  • გადაზიდვის ვადების განსაზღვრა - როდის არის აუცილებელი დავიწყოთ და დავასრულოთ ლოგისტიკის ცალკეული ელემენტების განხორციელება;
  • საშუალებების დადგენა - რა საშუალებებით ხდება ლოგისტიკის ცალკეული ამოცანების რეალიზაცია;
  • ტრანსპორტირების ადგილმდებარეობა და წყაროების განსაზღვრა - საქონლისა და პერსონალის გადაადგილების გზები, სასაწყობო მეურნეობის ორგანიზების ადგილები, გადასაზიდი და გადასაჯდომი პუნქტების ორგანიზება.
  1. ლოგისტიკის ტიპიური პრობლემების შესწავლას და გადაწყვეტას ფირმაში ახორციელებს სასაქონლო ლოგისტიკის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა მასალების შენახვა, გადაზიდვა, გადანაწილება.
ნანახია: 1791 | დაამატა: tskhvedadze2014 | ტეგები: თემურ შენგელია, კონსპექტი, ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები, XI თავი, მატერიალური რესურსების მართვა და ლო | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
ორშაბათი, 12.30.2024