მთავარი » 2017 » თებერვალი » 1 » კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - VIII თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)
7:33 PM
კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - VIII თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)

VIII

ბიზნესის მართვა

  1. მართვა ეს არის ორგანიზაციის მიზნიდან გამომდინარე წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით რესურსების ოპტიმალურად განაწილების პროცესი. „ოპტიმალურ“ მართვაში იგულისხმება:
  • ოპტიმალობის კრიტერიუმების დადგენა;
  • კრიტერიუმების ერთმანეთთან შეწონასწორება;
  • საბოლოო ვარიანტის შერჩევა.
  1. არსებობს ფირმების მართვის საკითხისადმი 3 ძირითადი მიდგომა:
  1. ტრადიციული - ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე განისაზღვრება სამუშაო პერსონალი, ადმინისტრირება, მოტივაცია, მართვის სისტემა;
  2. სისტემური - ამ მიდგომის დროს ორგანიზაცია განიხილება, როგორც სისტემა თავისი მიზნებით, ამოცანებით, ძირითადი შედეგებით, უკუკავშირებით, გარე ზემოქმედების ფაქტორებით;
  3. სიტუაციური - ამ მიდგომის დროს მართვის მეთოდები იცვლება სიტუაციიდან გამომდინარე. ორგანიზაციის საქმიანი შედეგები განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის მიხედვით.
  1. სიტყვა „ორგანიზაცია“ განიმარტება:
  • როგორც მთლიანის ავტონომიური ნაწილების შინაგანი მოწესრიგება;
  • იმ პროცესებისა და მოქმედებათა ერთიანობა, რომელთაც მივყავართ მთლიანის ნაწილების ურთიერთკავშირის სრულყოფამდე.
  1. სამეურნეო ორგანიზაციების მაგალითებია:
  • ფირმა, კომპანია, კორპორაცია, კონგლომერატი;
  • მათი ქვედანაყოფები (საამქრო განყოფილება, სექცია და სხვა);
  • რომელიმე სახეობის სამუშაოს შემსრულებელი ჯგუფები;
  • მართვის სისტემები და სხვა.
  1. ყველა სამეურნეო ორგანიზაცია არის სისტემა. სისტემა ეს არის ცალკეული ნაწილების ერთ მთლიანში გაერთიანება. მას გააჩნია სპეციფიკური თვისებები:
  • ემერჯენტულობა - გულისხმობს ორგანიზაციის საერთო მიზნის შესაბამისობას მასში შემავალი ნაწილების მიზნებთან;
  • სინერგიულობა - მის ქვეშ იგულისხმება სისტემაში შემავალი ნაწილების ინტეგრაცია, რაც პოზიტიურად მოქმედებს ორგანიზაციის საბოლოო შედეგებზე;
  • მულტიპლიკაციურობა - გულისხმობს სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას (შედეგების გამრავლება) სამმართველო გადაწყვეტილებების ან მოქმედებების ხარჯზე. მაგალითად ნოუ-ჰაუს დანერგვა, მოტივაციის სტილის შეცვლა და სხვა;
  • ადაპტაცია - ეს არის სისტემის უნარი, ახალი გარე პირობების წარმოქმნის შემთხვევაში შეინარჩუნოს სტაბილურობა;
  • განკერძოება - გულისხმობს სისტემის ავტონომიურობას, მის კომერციულ საიდუმლოებას;
  • თავსებადობა - გულისხმობს სისტემის ნაწილების ურთიერთ-ადაპტაციის პროცესს.
  1. მენეჯერები ეწევიან თავიანთ საქმიანობას, როგორც ზემდგომ, ასევე ქვემდგომ პირებთან ერთად და ეს ურთიერთობანი შეიძლება აისახოს მათ როლში. არსებობს როლის 2 ტიპი, ესენია:
  1. პიროვნებათშორისი ურთიერთობის როლი - იგულისხმება, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებად გამოდიან მენეჯერები. ფირმის სახელით ისინი ხელს აწერენ დოკუმენტებს, ღებულობენ პარტნიორებს და სხვა. როგორც ხელმძღვანელები, მენეჯერები ახორციელებენ ფირმის ოპერატიულ-ტაქტიკური სამიანობის დაგეგმვას და მართვას, როგორც შუამავლები, მენეჯერები ერთმანეთთან აკავშირებენ ადამიანთა ჯგუფებს და ცალკეულ ინდივიდებს. ამ დაკავშირების მიზანი არის საერთო ამოცანების რეალიზაცია;
  2. საინფორმაციო უმთავრესია მართვის როლებს შორის. საწარმო პროცესის ოპერატიულ-ტაქტიკური მართვის მიზნით, მენეჯერები აგროვებენ ინფორმაციას, ამუშავებენ და აანალიზებენ მას. ამასთან, მათ ეკუთვნის როგორც ზემდგომი, ასევე ქვემდგომი რგოლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის ფუნქცუა.
  1. წერითი ფორმით შეტყობინების ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია შემდეგი:
  • შეტყობინება უნდა ითვალისწინებდეს იმ აუდიტორიის სპეციფიკას, რომელზეც ის არის ორიენტირებული;
  • შეტყობინება უნდა იყოს მკაფიო და გასაგები;
  • უნდა დავეყრდნოთ ფაქტებს.
  1. გადაწყვეტილების მიღება მოიცავს 6 ძირითად ეტაპს:
  1. გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის გამოვლენა - მენეჯერები უწყვეტლივ აკონტროლებენ ორგანიზაციის შიგნით და გარეთ არსებულ მდგომარეობას იმ მიზნით, რომ არ დაუშვან ის ექსტრემალური მდგომარეობა, რომელიც შემდგომ მოითხოვს არა ეტაპურ, არამედ ოპერატიულ გადაწყვეტას;
  2. წარმოქმნილი პრობლემის ანალიზი და შესაძლებლობის ათვისება - მენეჯერები განსაზღვრავენ იმ პირობებს, რომელსაც უნდა პასუხობდეს გადაწყვეტილება მომავალში;
  3. არსებული ალტერნატივების შესწავლა - მენეჯერები შეიმუშავებენ გადაწყვეტილებათა რამდენიმე ვარიანტს;
  4. სასურველი ალტერნატივის შერჩევა - ალტერნატივის დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზის შემდეგ, მენეჯერები არჩევენ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს, რომელიც შეიძლება შეადგენდეს რამდენიმე ალტერნატივის კომბინაციას;
  5. არსებული გადაწყვეტილების რეალიზაცია - საფუძვლიანი ანალიზისა და დაგეგმვის შემდეგ, მენეჯერები თავიანთ გადაწყვეტილებებს ნერგავენ ცხოვრებაში;
  6. მიღებული შედეგების შეფასება - მენეჯერები აფასებენ თავიანთი გადაწყვეტილებების შედეგებს იმისათვის, რათა დარწმუნდნენ, თუ რამდენად პასუხობს მათ მიერ შერჩეული გადაწყვეტილება დასმულ მიზანს.
  1. მმართველობითი გადაწყვეტილებანი შეიძლება იყოს 2 ტიპის:
  • პროგრამირებადი - ეს ის გადაწყვეტილებებია, რომლებიც მიიღება წინასწარ ცნობილი სტანდარტული სიტუაციის განმეორებით;
  • არაპროგრამირებადი - ეს არის უნიკალური გასაწყვეტილებები, რომლებიც არ გამომდინარეობენ სტანდარტული სიტუაციიდან და არ მეორდებიან.
  1. არსებობს გადაწყვეტილებათა მიღების 4 ძირითადი პირობა:
  • როდესაც მენეჯერებს გააჩნიათ ინფორმაცია სრულად, რის გამოც ამოცანის გასაწყვეტის შესაძლებლობა რეალურია;
  • ინფორმაცია არის არასრული, რის გამოც მისაღებ გადაწყვეტილებაში ჭარბობს რისკის ფაქტორი;
  • ინფორმაცია იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილებაში იგრძნობა დასაბუთების დაბალი დონე;
  • მენეჯერების წინაშე დგას გაურკვეველი და ბუნდოვანი ამოცანები, ცუდად არის განსაზღვრული ალტერნატივები, სრულად არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, დიდია ალბათობა იმისა, რომ გადაწყვეტილებები იქნება წარუმატებელი, რადგან ისინი მიიღება საეჭვო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში.
  1. ორგანიზაციაში მართვის პროცესი მოიცავს:
  • დაგეგმვას;
  • ორგანიზაციას;
  • განხორციელებას;
  • კონტროლს.
  1. ორგანიზაციის მიზნები მოიცავს 8 ძირითად სფეროს:
  • ბაზარს;
  • ახალი პროდუქციის შექმნას და სიახლეების დანერგვას;
  • ადამიანურ რესურსებს;
  • საფინანსო რესურსებს;
  • მატერიალურ რესურსებს;
  • შრომის ნაყოფიერებას;
  • სოციალურ პასუხისმგებლობას;
  • მოგებას.
  1. ყოველ მიზანს შეესაბამება გეგმის შესაბამისი დონე. ესენია:
  • სტრატეგიული გეგმები - ორიენტირებულია სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე. ისინი, როგორც წესი განისაზღვრება ხანგრძლივი პერიოდით და მოიცავს 2-დან 5 წელს. ამ ტიპის გეგმებს, დირექტორთა საბჭოსთან შეთანხმებით, შეიმუშავებენ უმაღლესი დონის მენეჯერები;
  • ტაქტიკური გეგმები - გამიზნულია ტაქტიკური მიზნების რეალიზაციისა და სტრატეგიული გეგმების მხარდაჭერაზე. მათ შეიმუშავებენ საშუალო დონის მენეჯერები დაბალი დონის მენეჯერებთან შეთანხმებით და წარუდგენენ მართვის უმაღლეს რგოლებს;
  • ოპერატიული გეგმები - მიმართულია ოპერატიული მიზნების რეალიზაციაზე და ტაქტიკური გეგმების მხარდაჭერაზე. ოპერატიული გეგმები მოიცავს 1 წლამდე პერიოდს. მათ შეიმუშავებენ უმაღლესი დონის მენეჯერები საშუალო დონის მენეჯერებთან შეთანხმებით.
  1. ხელმძღვანელობის ტრადიციული წარმოდგენა უკავშირდება შემდეგი სახის ქმედებებს:
  • მუშაკის წახალისებას მოცეული სამუშაოს შესრულების მიზნით;
  • ისეთი სტრუქტურის ორგანიზაციას, სადაც მკაფიოდ არის წარმოდგენილი მუშაკის როლი და ამოცანები;
  • პირდაპირი კავშირის დამყარებას მუშაკის მატერიალურ წახალისებას და მიზნის მიღწევას შორის. ეს მიდგომა ხასიათდევა ე.წ. რეგულირებადი ხელმძღვანელობით.
  1. გარდასახვითი ხელმძღვანელობა - როდესაც ხელმძღვანელებს შეუძლიათ დაარწმუნონ მუშაკები იმაში, რომ მათ შეუძლიათ გააკეთონ იმაზე მეტი, ვიდრე მოეთხოვებათ. მასში დომინირებს ქარიზმი, ინდივიდუალიზმი და ინტელექტუალური სტიმულირება.
  2. ხელმძღვანელობის 3 ყველაზე გავრცელებული სტილი:
  • ავტორიტარული სტილი - ნიშნავს ერთი პირის მიერ ძალაუფლების კონცენტრაციასა და მართვის პროცესში სხვა პირების იგნორირებას;
  • დემოკრატიული სტილი - ამ დროს ხდება მართვის ფუნქციების დელეგირება იერარქიის ყველა დონის მიხედვით;
  • ჩაურევლობის სტლი - ამ დროს ხელმძღვანელი არ ერევა ქვეშევრდომების საქმიანობაში. ის გვევლინება, როგორც კონსულტატი, ითვალისწინებს ქვეშევრდომების იდეებს, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოთქვამს თავის მოსაზრებებს.
  1. მიზნებისა და ამოცანების დადგენის მიზნობრივი მართვის ფაზები:
  1. პირველ ფაზაში ორგანიზაციის საერთო სტრატეგიული მიზნები დაიყვანება პროგრამის ყველა მონაწილემდე. ეს მიზნები მუშავდება უმაღლესი ხეკმძღვანელობის მიერ საშუალო რგოლის თანამონაწილეობით;
  2. მეორე ფაზაში საშუალო რგოლის ხელმძღვანელები ამოცანებს განუსაზღვრავენ დაბალი დონის ხელმძღვანელებს და ზოგჯერ მუშებსაც. ამის შემდეგ ორგანიზაციის თითოეულ წევრს, ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, უნდა გააჩნდეს თავისი ინდივიდუალური გეგმა. ეს დავალებები უნდა განისაზღვროს წერილობით;
  3. მესამე ფაზაში საშუალო დონის ხელმძღვანელი აწყობს შეხვედრას პროგრამის მონაწილეებთან, სადაც კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე ხდება საქმიანობის შეფასება;
  4. მეოთხე ფაზაში ყველა მონაწილე პერიოდულად (კვარტლურად, ნახევარწლიურად, წლიურად) იკრიბება, რათა შეაფასოს სტრატეგიული მიზნების შესრულების დონე და ეს ციკლი ამავე პერიოდულობით მეორდება.
  1. ზომები, რომელთაც კომპანიები მიმართავენ კრიზისულ სიტუაციებში:
  • გავაცნოთ მუშაკებს და საზოგადოებას პრობლემის შინაარსი;
  • შევეცადოთ წარმოქმნილი პრობლემის მართვას;
  • შევქმნათ კრიტიკულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი;
  • შევიმუშაოთ კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების გეგმა;
  • მოვახდინოთ სიტუაციის იმიტირების გზით პრობლემების გადაწყვეტის დემონსტრირება.
  1. შტატების დაკომპლექტება ეს არის კადრების შერჩევისა და სამუშაოზე მიღების პროცესი. ის მოიცავს ხელფასის ზომის დადგენას, მომუშავეთა სწავლებას და მათი საქმიანობის შეფასებას.
  2. მართვის უმაღლეს დონეს ეკისრება ორგანიზაციის მთლიანობაში ხელმძღვანელობა. მართვის საშუალო დონე ვალდებულია, მოახდინოს იმ ამოცანების გადაწყვეტა, რომლებიც დასახულია უმაღლეს დონეზე. ოპერატიული მმართველები ახდენენ ქვეშევრდომების საქმიანობის კოორდინაციას. 
ნანახია: 1226 | დაამატა: tskhvedadze2014 | ტეგები: კონსპექტი, თემურ შენგელია, ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები, ბიზნესის მართვა, VIII თავი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
პარასკევი, 04.26.2024