მთავარი » 2015 » თებერვალი » 18

XXI

ონისე გასვლის უმალ გაემართა ნაროვანისკენ, სადაც მთის ბილიკებზედ უნდა გასულიყო და თავისი გუნდის უფროსის ბრძანებით მტერზედ თვალი დაეჭირა და მათი მოახლოვება დროზედ შვეტყობინებინა.

ის მიდიოდა ჩვეულებრივის სიფრთხილით, როდესაც მის წინ რაოდენიმე მანძილზე ქვა ვიღამაც შეანძრია. ონისე ვეფხვივით გადახტა გზას იქით, ამოესაფრა ქვასა და ღამის მშვიდობიანობის დამრღვევს მოელოდა.

კარგა ხანმა გაიარა, სანამ ხვეულს ბილიკზედ გამოჩნდებოდა ვინმე, მაგრამ ფეხის ხმა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა, აშკარად ესმოდა. წუთიც და გზაზედ ქალი და კაცი გამოჩნდა, რომელთაც ერთი დატვირთული ვირი მოჰყვანდათ. აშკარად ეტყობოდა, რომ ესენი მწყემსები უნდა ყოფილიყვნენ, რომელთაც მთიდგან ჯარისთვის ყველი მოჰქონდათ.

ონისე დარწმუნდა, რომ მომავლები მოხევენი უნდა ყოფილიყვნენ და ის იყო თავის საფარიდგან გ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 3701 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 02.18.2015 | კომენტარი (0)

XI

გაიარა ბნელმა და გულჩათხრობილმა ზამთარმა და მასთან ერთად გაქრა სევდის ამშლელი ტყვიის ფერი ღრუბელი, რომელიც მწუხრის ზეწარსავით აბნელებდა მთის წვერებს და ხევებს. მასთან ერთად გაჰქრნენ ჩრდილოეთის ცივი ქარებიც, რომელნიც ბაიყუშურის ზუზუნით გაყინულს თოვლს აყრიდნენ დედამიწის გაცოცხლებულს სურნელოვანს ფარდაგს და სულშეხუთულს ახმობდნენ, ფშვნეტდნენ და მტვრად აქა-იქ აბნევდნენ. ბუნება შეიცვალა: მოუსვენარი ზუზუნა ქარების ადგილი წყნარად მრხეველმა ნიავმა დაიჭირა, მიწა შეთბა და მოაცოცხლა მცენარენი, ბალახმა იგრძნო თავისი ძალა, წამოიწია და თეთრად გადაფარებული თოვლის სუდარი ჯერ დედამიწას ააშორა და მალე, მზის დახმარებასთან ერთად, წყლად აქცია და ქვევით ხევებში ხრიალით და უგზო-უკვლოდ გააქანა. მძიმე, უსიამოვნო ტვირთისგან განთავისუფლებულმა კავკასიის მთებმა თითქოს თმები შეიბერტყეს და დამასევდიანებელის ყინულის მაგიერ მწვანე ხავერდი გადაიფარეს. გაიღვიძეს ყვავილებმა და ნაზად თავის გადაგდ-გადმოგდებით დაუწყეს ერთმანეთს არშიყობა. გაშმაგებული მზის სხივი მოუსვენრად ჰლამობდა მათის მშვენიერებით დატკბობას, მა ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1652 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 02.18.2015 | კომენტარი (0)

ალექსანდრე ყაზბეგი – (1848-1893)

ხევისბერი გოჩა

I

იქნებოდა ღამის ცხრა საათი, როდესაც სოფელს ყანობს რამდენიმე შეიარაღებული ცხენოსანი და ორიოდე მარხილი მიუახლოვდა.

მხედრები სულ ყმაწვილები, ნარჩევი და ერთიერთმანეთზედ ლაზათიანები იყვნენ. ისინი მიდიოდნენ მხიარულად, სიმღერით და თოფის სროლით. აშკარად ეტყობოდათ, რომ ესენი სამტროდ არ მიემგზავრებოდნენ, რადგანაც არც სიფრთხილე ეტყობოდათ და არც ისე ბევრნი იყვნენ, რომ ასე გულადად და პირდაპირ შესულიყვნენ ხევის სოფელში, რომელიც თავისთავად მთელს, ძნელად ასაღებს, სიმაგრეს წარმოადგენს.

სოფელს რომ მიუახლოვდნენ, იმათ გამოეგებნენ იქაური ყმაწვილი ბიჭები და ორივე ცხენოსანთ გუნდი ერთმანეთისკენ ყიჟინით და თოფის სროლით გაექანნენ. ცხენები მიდიოდნენ თავბრუსდამხვევის სიჩქარით. მისი პატრონები ელვასავით ატრიალებდნენ თოფებს, ხან გადიზნიქებოდნენ, მიწას დასცემდნენ ხელს და ხან ისევ ის ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 4338 | დაამატა: tskhvedadze2014 | თარიღი: 02.18.2015 | კომენტარი (0)

მოგესალმები, სტუმარი!
ხუთშაბათი, 04.18.2024