მარიტა
ვის არ უყვარს მზე?
მზეს ესწრაფვის დიდი არწივი, პატარა ტოროლაც, “ცას წავალო“ რომწკრიალებს ყოველ დილით, აექანება ცისკენ მთროლარი ფრთებით.
პირველ რიგში ბროწეულს უყვარს მზე!
როგორ მწვავს ბროწეულყვავილის ნაელვები გამოსხივებანი!
მიყვარს ცეცხლური ყვავილი, მზიანეთის სხივმფენარა ალნაკადი ოქრომდინარი, სეფესანთელივით რომ ბრდღვიალებს; მიყვარს მისი გულის ავსებულობა! თითქოს მზე სავსებით შეუწოვიაო.
არა, არა მჯერა, რომ იგი სხვა ყვავილივით დასჭკნეს როდესმე ჩამოსცვივდეს, განქარდეს, ამტვერდეს! არა, არა მჯერა!
მზის ნაბადებია; მის კოკორში დაგუბებული სხივთანაგალობარი; შიგ ჩაწერილია ანკარა სხივთა რაკრაკი; მზისობა უჩანს თითოეულს ნაკვთში.
ყვავილი კი არა, მზის ნაკადულის კამკამია! - ასე იტყვის გულისხმისმყოფელი!
ბუნების ასეთივე საჩუქარი იყო, ჩემს ოცნებას რომ შემოჰხვევია ბროწეულყვავილივით, - მარიტა! ნათლით სავსე, ღიმცრისკროვანი ყვავილი ჩემი ყრმო
...
კითხვის გაგრძელება »