თავი VI
ვენჩურული კაპიტალი და ფრენჩაიზინგი, როგორც ბიზნესის ორგანიზაციის ფორმა
- ვენჩურული დაფინანსების შესახებ წინადადება უნდა ასახავდეს შემდეგ მუხლებს:
- მიზნები და ამოცანები - ეს არის პროექტის მოკლე მიმოხილვა;
- აუცილებელი დაფინანსება - ინფორმაცია ფულის იმ რაოდენობის შესახებ, რომელიც გჭირდება პროექტის დასაწყისიდან განვითარებამდე, შემოთავაზებული თანხის დაგეგმილი რაოდენობის გამოყენების გზებს და ფინანსურ გეგმას, მოთხოვნილი თანხის და პროექტის დანახარჯების ანალიზს;
- მარკეტინგი - აქ წარმოდგენილია ბაზრის იმ სეგმენტების აღწერა, რომელიც უკვე დაკავებული აქვს კომპანიას, ან გეგმავს მის დაკავებას, კონკურენციის პირობები, ბაზრის თავისებურებების დახასიათება, ის გეგმები (და მათი ღირებულება), რომლებითაც კომპანია აპირებს საჭირო ბაზრის სეგმენტის მოპოვებასა და შენარჩუნებას;
- ფირმის ისტორია - აქ წარმოდგენილია მისი ფინანსური და ორგანიზაციული მოღვაწეობა, მოცემული მომსახურე პერსონალის დახასიათება და მათ შორის ურთიერთობები, წარმოდგენილია საბანკო ოპერაციები, აღწერილია ფირმის არსებობის პერიოდში გაწეული მომსახურების ან წარმოებული პროდუქტების ჩამონათვალი;
- საქონლის ან მომსახურების აღწერა - აქ მოცემულია ფირმის მიერ წარმოებული საქონლის ან მომსახურებისა და დანახარჯების სრული დეტალური აღწერა;
- ფინანსური დოკუმენტები - აქ შედის წინა წლებისა და მომავალი 3-5 წლის დაგეგმილი სავარაუდო ფინანსური დოკუმენტები (საბალანსო უწყისები, მოგება-ზარალის ანგარიშები და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები). ისინი აჩვენებენ იმ ეფექტს, რომელიც მოსალოდნელია თუ დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება;
- კაპიტალიზაცია - აქ წარმოდგენილია აქციონერთა სია, ინვესტიციების რაოდენობა და მათი სახეობა (სააქციო/სესხი);
- ბიოგრაფიული მონაცემები - აქ მოცემულია ძირითადი მფლობელებისა და მომუშავეების შრომითი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დონე;
- მოსალოდნელი პრობლემები - აქ საჭიროა წარმოვადგინოთ ინფორმაცია პოტენციური ვალდებულებების, საურავის არსებული სასამართლო დავების და ნებისმიერი სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენის შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გეგმებზე;
- უპირატესობანი - აქ აუცილებელია იმ უპირატესობების წარმოდგენა, რომლებიც საქონელს, მომსახურებას, მარკეტინგულ გეგმებს ან გასაღების არხებს გააჩნია და რომლებიც პროექტს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებენ.
- განაცხადის ვრცელი განხილვისა და ანალიზის შემდეგ, ვენჩურული ფირმების უმეტესობა ამზადებს ფინანსურ დოკუმენტს, რომელშიც ნაჩვენებია:
- ფულის ის რაოდენობა, რომელიც გამოყოფილი იქნება;
- ჩვეულებრივი აქციების პროცენტი, რომელიც გამოყოფილი თანხის სანაცვლოდ მათ მიერ უნდა იყოს მიღებული;
- ის მეთოდი, რომელიც იქნება გამოყენებული ფინანსების პროცესში და ხელშეკრულება, რომელიც უნდა იქნეს გაფორმებული.
- ვენჩურული კაპიტალის ფორმებია:
- ტრადიციული ამხანაგობა - ეს კომპანიები ფუძნდება მდიდარი ოჯახების მიერ, რათა თავისი ფონდების ნაწილი მცირე კომპანიებში დასაბანდებლად გამოიყენონ;
- პროფესიულად მართული პულები - იქმნებიან სხვადასხვა ორგანიზაციების ფულადი ფონდების საფუძველზე და მოქმედებენ, როგორც ტრადიციული ამხანაგობები;
- საინვესტიციო საბანკო ფირმები - უმთავრესად მოღვაწეობენ მაღალი გარანტიების პირობებში, ამასთან ისინი რიგ შემთხვევაში იყალიბებენ ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო სინდიკატებს;
- სადაზღვევო კომპანიები - ინფლაციისაგან დაცვის მიზნით, ისინი სესხის ამღები კომპანიისაგან მისი გაცემის წინაპირობად აქციების ნაწილს ითხოვენ;
- სამრეწველო კომპანიები - მცირე კომპანიების დაფინანსებას განიხილავენ, როგორც თავიანთი სამეცნიერო კვლევითი პროგრამების დამატებით საშუალებას;
- მცირე ბიზნესის საინვესტიციო კორპორაციები - მცირე ფირმებს ვენჩურულ კაპიტალთან ერთად მენეჯმენტის სფეროში დახმარებასაც სთავაზობენ;
- კერძო ინვესტორები;
- ფაინდერები.
- ფინანსური გეგმის არსებობა აძლევს ვენჩურული კაპიტალის ფირმებს დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. გეგმის პროექტი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
- ფულის ბიუჯეტი - უნდა იგეგმებოდეს ყოველთვე წლის განმავლობაში. ის უნდა აერთიანებდეს რეალიზაციის მოცულობის, ფულადი შემოსავლებისა და გასავლების, ნედლეულის, სამუშაო ძალისა და ზედნადები ხარჯების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მონაცემებს, რაც მოგვცემს საშუალებას, გავითვალისწინოთ ფულადი სახსრების ცვლილება და ამის შესაბამისად დავგეგმოთ მოკლევადიანი სესხები და ინვესტიციები;
- სავარაუდო ფინანსური უწყისები - უნდა დაიგეგმოს 3 წლით და შეიცავდეს, როგორც მოგება-ზარალის, ასევე საბალანსო უწყისებს. ისინი უნდა მომზადდეს ყოველ კვარტალში, რათა გააერთიანონ მოსალოდნელი შემოსავლების, საწარმოო მარკეტინგული და ადმინისტრაციული ხარჯების, მოგების, ბანკების ან საინვესტიციო კომპანიების კრედიტების შესახებ მონაცემები;
- კაპიტალური ინვესტიციების ანალიზი და კაპიტალის წყაროების შესწავლა - უნდა მომზადდეს 5 წლიან პერიოდზე. ისინი შესაძლებლობას მოგვცემს, დავგეგმოთ გრძელვადიანი კრედიტები, კაპიტალის განლაგება და მნიშვნელოვანი ინვესტიციები.
=კაპიტალის შეძენის კიდევ ერთი ფორმა არის მსხვილი კოროირაციების დაფინანსების მოპოვება=
- სწრაფად მზარდ ფირმას აქციონირების გზით შეუძლია:
- კომპანიაში დამატებითი ფულადი სახსრების მოზიდვა;
- წინა წლებში იაფად ნაყიდი აქციების ძვირად გაყიდვა და დამატეებითი მოგების მიღება.
- ფრენშაიზინგი არის ბიზნესის ორგანიზაციული ფორმა, რომელიც აძლევს მეწარმეს უკვე ცნობილი საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის უფლებას. ის წარმოიშვა XIX საუკუნეში. არსებობს ფრენშაიზინგის 4 ძირითადი ფორმა:
- სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფრენშაიზინგი - როდესაც ფრენშაიზის მყიდველი კორპორაციას უხდის ფულს სასაქონლო ნიშნის გამოყენებისათვის;
- მზა პროდუქციის გაყიდვის ფრენშაიზინგი - როდესაც მყიდველი ყიდულობს საქონელს კორპორაციისაგან, ხოლო შემდგომ ახდენს მის რეალიზაციას საკუთარი ფასებით;
- საქონლის წარმოების ფრენშაიზინგი - როდესაც ლიზენზიატი დედობილი კომპანიისაგან იღებს მისი საწონლის წარმოებისა და რეალიზაციის უფლებას. ამასთან, გამოიყენება კომპანიისაგან ნაყიდი ნედლეული და მასალები;
- საქმიანობის სახეობაზე ფრენშაიზინგი - რომლის მიხედვით ლიცენზიატი ყიდულობს საკუთარი ფერმის გახსნის უფლებას კორპორაცია-ლიცენზიატის სახელწოდების გამოყენებით, მისი საქმიანობის პროფილის შენარჩუნებით.
- ფრენშაიზინგის პოპულარობა განპირობებულია სამი ძირითადი ფაქტორით:
- ლიცენზიის გამყიდველი ამყარებს თავისი საქმიანობის საფუძველს;
- ლიცენზიის მყიდველი იგებს იმიტომ, რომ ის იყენებს ლიცენზიის გამყიდველის უკვე ცნობილ, აპრობირებულ მეთოდოლოგიას;
- საზოგადოება იგებს იმიტომ, რომ ის უწყვეტად იღებს საქონელსა და მომსახურებას.
- სანამ ხელმოწერით გაფორმდება ფრენშაიზინგის ხელშეკრულება, აუცილებელია შემდეგი საკითხების გაანალიზება:
- არის თუ არა მკაფიოდ ჩამოყალიბებული თქვენი, როგორც ლიცენზიანტის იურიდიული მოვალეობანი, ვრცელდება თუ არა ისინი თქვენი საწარმოს წევრებზე?;
- ვინ აგებს პასუხს საწარმოს ადგილმდებარეობაზე?;
- არის თუ არა დაცული კანონით იმ ფრენშაიზინგის სავაჭრო ნიშანი, რომელსაც ყიდულობთ? აქვს თუ არა ლიცენზიის გამცემს უფლება, შეცვალოს სავაჭრო ნიშანი თანხმობის გარეშე?;
- ხომ არ მიუცია ლიცენზიის გამცემს ზეპირი დაპირებები? აისახა თუ არა ისინი ხელშეკრულებაში?;
- როგორია თქვენი უფლებები ხელშეკრულების განახლების თვალსაზრისით? რა პირობები უნდა შეასრულოთ ამისათვის?;
- გაქვთ თუ არა ექსკლუზიური უფლება ამ ტერიტორიაზე? შეუძლია თუ არა ლიცენზიის გამცემს ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გასცეს კონკურენტებზე?;
- როგორია ფრენშაიზინგის ხელშეკრულების დარღვევის პირობები? რა ბედი ეწევა აქტივებს ამ შემთხვევაში?;
- რა პირობებით შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი ფრენშაიზის წილი?;
- ხართ თუ არა ვალდებული, საქონელი იყიდოთ მხოლოდ ლიცენზიის გამყიდველთან? თუ ამისათვის არის სხვა დამატებითი პირობები? რა პირობით შეგიძლიათ შეარჩიოთ საქონლის მიმწოდებელი?;
- შეისწავლა თუ არა იურისტმა წერილობითი ფრენშაიზინგის ხელშეკრულება? შეესაბამება თუ არა კანონის მოთხოვნებს?.
- იმის გსაგებად იქნება თუ არა ბიზნესი წარმატების მომტანი იმ შემთხვევაში, თუ არ ჩავთვლით ფრენშაიზერის მიერ შემოთავაზებულ ხელსაყრელ პირობებს, აუცილებელია დავადგინოთ:
- შემოთავაზებული საქონელი ან მომსახურება ახალია თუ უკვე დამკვიდრებული? გაქვთ თუ არა ამ პროდუქციით ვაჭრობაში გამოცდილება? გრძნობთ თუ არა ძლიერ მოტივაციას ამ საქონლისა თუ მომსახურების შემოსათავაზებლად?;
- აკმაყოფილებს თუ არა შემოთავაზებული პროდუქცია მოთხოვნას? არის თუ არა იგი დამკვიდრებული ბაზარზე?;
- როგორია კონკურენცია?;
- თუ პროდუქცია მოითხოვს შემდგომ მომსახურებას, ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ფრენშაიზი? ფრენშაიზერი? თუ არცერთი, მაშინ არსებობს თუ არა მომსახურების სხვა საშუალებები?;
- რა რეპუტაცია აქვს პროდუქციას?;
- არსებობენ თუ არა მომწოდებლები? რა რეპუტაცია გააჩნიათ მათ?.
- ფრენშაიზინგის ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა დაზუსტდეს:
- რამდენი ხანია, რაც ფრენშაიზერი სამრეწველო საქმიანობაშია ჩართული? რამდენი ხანია, რაც ფირმა ფრენშაიზს გასცემს?;
- რამდენი ფრენშაიზი გასცა მან უკვე? მათგან რამდენია გაცემული თქვენს რეგიონში?;
- გამოარკვიეთ ფრენშაიზერის დამოკიდებულება თვქნ მიმართ, ზრუნავს თუ არა ფირმა თქვენი კვალიფიკაციის დონეზე? გაჩქარებენ თუ არა ხელშეკრულებაზე ხელმოწერას? დაინტერესებულია თუ არა ფირმა გრძელვადიან ურთიერთობებში, თუ ინტერესი საწყისი გადასახადის მიღებით შემოიფარგლება?;
- რა ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება ფრენშაიზერი?;
- ვინ არიან მთავარი თანამშრომლები, მფლობელები და მენეჯერები? როგორია მათი კვალიფიკაციის დონე?;
- შეადარეთ დაპირებები დოკუმენტაციას. დარწმუნდით იმაში, რომ წარმოდგენილი საქონელი რეალურია და, რომ ძირითადი ვალდებულებები კონტრაქტშია შეტანილი. მზად იყავით გადაჭარბებული მოთხოვნებისათვის და დაწოლითი დაქტიკისთვის;
- შეაფასეთ შემოსავლის განაწილების პირობები და შეასარეთ იგი სხვა შესაძლებლობებს. მოგიტანთ თუ არა ფრენშაიზი თქვენთვის სასურველ სარგებელს? იქნებ სხვა შესაძლებლობების მოძებნა სჯობდეს?;
- როგორია ფრენშაიზერის მოღვაწეობის ისტორია? ადმინისტრაციიდან ვინმეს წინააღმდეგ ყოფილა თუ არა აღძრული სისხლის სამართლის საქმე ან ყოფილა თუ არა იგი ჩართული რაიმე ანტისაზოგადოებრივ აქციაში? არსებობს თუ არა საკამათო საკითხები, რომლებიც მოიცავენ გრენშაიზზე გარკვეული ზეგავლენის მქონე სავაჭრო შეზღუდვებს?.
- ფრენშაიზინგის კონტრაქტის შესწავლისას საჭიროა გაანალიზდეს:
- დანახარჯების სიდიდე ფრენშაიზინგის საწყის ეტაპზე, რას მოიცავს ეს ხარჯები? აქ შედის:
- გადასახადი ლიცენზიაზე;
- მიწის შესყიდვა ან იჯარით აღების ხარჯები;
- შენობის აგება ან განახლების ხარჯები;
- დანადგარები;
- საწყისი მარაგები;
- წამახალისებელი ჰონორარები.
- რა გრძელვადიანი ხარჯებია დაკავშირებული ფრენშაიზერთან?
- მოგებიდან პროცენტული გადასახადი ფრენშაიზერისათვის;
- გამოცდილების გაზიარება;
- საერთო სავაჭრო-სამრეწველო რეკლამა;
- დაზღვევა;
- დაფინანსებაზე პროცენტი.
- ითხოვს თუ არა ფრენშაიზერი თქვენგან მისი მარაგების შესყიდვას? არის თუ არა მათ მიერ შემოთავაზებული ფასები სხვა მომწოდებლებთან შედარებით კონკურენტუნარიანი?;
- არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვები სხვა ფრენშაიზერის კონკურენციასთან დაკავშირებით?.
- ვენჩურული ბიზნესისათვის დამახასიათებელია:
- პარტნიორი კომპანიის ღირებულების მითვისება 50 ან მეტი პროცენტის შესყიდვის გზით;
- სპეკულაციური ოპერაციების ჩატარება აქციების მიხედვით;
- პარტნიორ კომპანიასთან ერთად მის მართვაში მონაწილეობა.
- ვენჩურული კაპიტალისტური ფირმები მცირე მოგებისათვის თანხებს არ აბანდებენ. ისინი ვარაუდობენ ინვესტირებული კაპიტალის 5-7 წელიწადში 3 ან 5-მაგად გაზრდას. როგორც წესი აფინანსებენ 250’000-დან 1’500’000-მდე დოლარის ღირებულების პროექტებს.
|