მთავარი » 2017 » იანვარი » 27 » კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - IV თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)
12:49 PM
კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - IV თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)

თავი IV

ბიზნესის დაწყების ორგანიზაცია

  1. მცირე საწარმო არის ფირმა, რომელსაც ფლობს დამოუკიდებელი მეწარმე, არ წარმოადგენს დარგის დომინანტს და ამ დარგში არსებულ ფირმებსა თუ საწარმოებზე უფრო მცირეა.
  2. ბიზნესის სიდიდის განსაზღვრის პარამეტრებია:
  • რეალიზაციის მოცულობა;
  • მოგება;
  • მუშახელის რაოდენობა.
  1. შესასყიდი ბიზნესის ანალიზისათვის მომზადებული უნდა იქნას ბიზნესის შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაციული პაკეტი. მასში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პუნქტები:
  • ბიზნესის ისტორია;
  • ბიზნესის მართვის მეთოდების ანალიზი;
  • ინფორმაცია ძირითადი კაპიტალის შესახებ;
  • ინფორმაცია მომწოდებლის შესახებ;
  • ბაზარზე მოღვაწეობის პრაქტიკული მიმოხილვა;
  • ინფორმაცია კონკურენტების შესახებ;
  • ინფორმაცია მომსახურე პერსონალის შესახებ;
  • ინფორმაცია მფლობელთა შესახებ;
  • ინფორმაცია დაზღვევის შესახებ;
  • ბოლო 3-5 წლის ფინანსური ანგარიშების მოკლე მიმოხილვა.
  1. ბიზნესის შესახებ ინფორმაციული წყაროები:
  • რეკლამა პრესაში;
  • სავაჭრო წყაროები;
  • შუამავლები:
  1. ბიზნესის ბროკერები - ჩვეულებრივ, კერძო მცირე ბინესში;
  2. შერწყმისა და ბიზნესის შესყიდვის სპეციალისტები - დიდი ზომის, საშუალო სიდიდის კომპანიებში.
  1. გამოცდილ შუამავალს შეუძლია გამყიდველისათვის დახმარების გაწევა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
  • ბიზნესის ღირებულების შეფასება;
  • გაყიდვის პირობების დადგენა;
  • ამომწურავი ინფორმაციული პაკეტის შედგენა;
  • ბაზარზე ბიზნესის წარდგენა;
  • პოტენციურ მყიდველთა შერჩევა;
  • მოლაპარაკების წარმოება და შემოთავაზებულ ვარიანტთა შეფასება;
  • აუვილებელი სამართლებრივი ქმედების უზრუნველყოფა.
  1. ფირმის დებიტორული დავალიანების შესწავლა:
  • გავეცნოთ დებიტორულ დავალიანებებს და დავადგინოთ, ხომ არ არიან ისინი რამდენიმე ანგარიშზე კონცენტრირებული;
  • დავადგინოთ ყველა ვადაგასული დავალიანების დაყოვნების მიზეზი;
  • დავადგინოთ, ხომ არ არის რაიმე თანხა საკამათო;
  • ხომ არ იქნა რომელიმე დავალიანების თანხა გაცემული გირაოდ;
  • საკმარისია თუ არა უიმედო ვალებისათვის განკუთვნილი სარეზერვო ფონდი.
  1. ფირმის მარაგების შესწავლა:
  • დავრწმუნდეთ, მოხდა თუ არა მარაგების აღწერა და მათი შემდეგ კატეგორიებად დაყოფა:
  1. მზა პროდუქცია;
  2. ნახევარფაბრიკატები;
  3. ნედლეული.
  • გავეცნოთ მარაგების შეფასების მეთოდს და დავაზუსტოთ, თუ რატომ იქნა არჩეული ეს მეთოდი;
  • განვსაზღვროთ მარაგების ასაკი და მდგომარეობა;
  • როგორ ხდება დაზიანებული ან მოძველებული მარაგების შეფასება;
  • არის თუ არა მარაგები საკმარისი, რათა ბიზნესმა ეფექტიანად იმოქმედოს;
  • საჭიროა თუ არა ექსპერტიზის ჩატარება.
  1. ფასიანი ქაღალდების შესწავლა:
  • გავეცნოთ საბაზრო ფასიანი ქაღალდების ნუსხას;
  • გავარკვიოთ, როგორ ხდება მათი ღირებულების განსაზღვრა;
  • განვსაზღვროთ მათ რეალური საბაზრო ფასი;
  • გავარკვიოთ, ხომ არ არის ამ ფასიან ქაღალდთაგან რომელიმე შეზღუდული ან გირაოდ გაცემული.
  1. ფირმის უძრავი ქონების შესწავლა:
  • გავეცნოთ უძრავი ქონების ნუსხას;
  • განვსაზღვროთ უძრავი ქონების ასაკი და მდგომარეობა;
  • დავადგინოთ შენობებისა და მიწის რეალური საბაზრო ფასი;
  • დავადგინოთ საჭიროა თუ არა ექსპერტიზის ჩატარება;
  • საჭიროებს თუ არა უძრავი ქონება რემონტს ან მოდერნიზაციას;
  • მისაღებია თუ არა სარემონტო ხარჯები;
  • როგორ ხდება უძრავი ქონების დაფინანსება;
  • დასაშვებია თუ არა იპოთეკა;
  • საჭირო იქნება თუ არა მომავალში დამატებითი უძრავი ქონების შეძენა;
  • არის თუ არა უძრავი ქონება დაზღვეული.
  1. ფირმის მანქანა-დანადგარების შესწავლისას უნდა დავადგინოთ:
  • არსებული და იჯარით აღებული მანქანა-დანადგარების ნუსხა;
  • მანქანა-დანადგარების ასაკი და მდგომარეობა, აგრეთვე აუცილებელი სარემონტო სამუშაოების რაოდენობა;
  • მანქანა-დანადგარებიდან რომელია მოძველებული და რომელი თანამედროვე დონეზე;
  • საჭიროებენ თუ არა მანქანა-დანადგარები სწრაფ შეკეთებას, რა ხარჯებს მოითხოვს ყოველივე ეს.
  1. ფირმის კრედიტორული დავალიანების შესწავლისას:
  • გავეცნოთ კრედიტორული დავალიანებათა ნუსხას და დავადგინოთ, ხომ არ არიან ისინი კონცეტრირებული რაიმე ანგარიშებზე;
  • განვსაზღვროთ გადასახდელი თანხების ასაკი;
  • გამოვარკბიოთ ხომ არ არის საკამათო რაიმე თანხა და თუ არსებობს ასეთი პრობლემა, დავადგინთ მისი მიზეზები;
  • განვსაზღროთ ოფიციალურად გაუმჟღავნებელი და სამომავლო დავალიანებები.
  1. გასანაღდებელი თამასუქებისა და იპოთეკური დავალიანებების შესწავლისას:
  • გავეცნოთ გასანაღდებელი თამასუქების და იპოთეკური დავალიანებების ნუსხას;
  • გამოვარკვიოთ დავალიანების მიზეზები;
  • განვსაზღვროთ მათი გადახდის გრაფიკი;
  • გამოვარკვიოთ, არსებობს თუ არა გასანაღდებელი თანხები და მოცემულია თუ არა დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, უნდა იქნენ ეს თანხები განაღდებული.
  1. ლიზინგის შესწავლისას უნდა გავარკვიოთ:
  • დროის რა პერიოდს შეადგენს ლიზინგის დარჩენილი ვადა;
  • შესაძლებელია თუ არა სახელშეკრულებო ვადის გაგრძელება და თუ შესაძლებელია, დამოიკიდებულია თუ არა მოიჯარეზე;
  • ხდება თუ არა საიჯარო გადასახადის ზრდა, რით არის ის გამოწვეული, სამომხმარებლო საქონელზე ფასების ინდექსების ცვლილებით თუ უძრავ ქონებაზე დაწესებული გადასახადების ზრდით;
  • არსებობს თუ არა სალიზინგო ხელშეკრულებაში ლიზინგის შეწყვეტასთან დაკავშირებული პუნქტი
  • რა ვადებისა და პირობების შემთვევაში დათანხმდება მიწის მფლობელი საიჯარო ვადის გაგრძელებაზე.
  1. ფირმის პერსონალის შესახებ ინფორმაციის შესწავლისას უნდა გავიგოთ:
  • როგორაა განაწილებული მოვალეობები ფირმის პერსონალს შორის, რა ხელფასები და პრივილეგიები გააჩნია თითოეულ მოსამსახურეს;
  • რა თანამდებობებია ფირმაში;
  • გააჩნია თუ არა თითოეულ მოსამსახურეს მისი თანამდებობის შესაბამისი უნარ-ჩვევები და აყვანილი არიან თუ არა ისინი სამუშაოზე კონტრაქტის ფორმით;
  • დარჩებიან თუ არა ისინი სამუშაოზე ბიზნესის შესყიდვის შემდეგ.
  1. მარკეტინგის შესწავლისას უნდა გავიგოთ:
  • ხომ არ გააჩნია ფირმას რაიმე ნაწარმით ვაჭრობის განსაკუთრებული უფლება;
  • აღწერეთ ახალი სახის ნაწარმი (თუ ასეთი არსებობს) და მიუთითეთ სამომავლო რეალიზაციის მოცულობის სიდიდე;
  • გეოგრაფიულად რა რაიონზე ვრცელდება ბიზნესის მიერ გაწეული მომსახურება;
  • პროცენტულად ბაზრის რა ნაწილი უკავია მოცემულ ბიზნესს;
  • რა უოირატესობები გააჩნია ბიზნესს კონკურენტების მიმართ;
  • რა დანახარჯებს ეწევა ბიზნესი ყოველწლიურად მარკეტინგულ საქმიანობაზე.
  1. ფირმის კონკურენტების შესწავლისას უნდა გავიგოთ:
  • ვინ არიან კონკურენტები;
  • ბაზრის რა ნაწილი უკავიათ მათ;
  • რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია თითოეულ კონკურენტს.
  1. სესხის მისაღებ სპეციალურ მოთხოვნაში უნდა შედიოდეს შემდეგი პუნქტები:
  • სესხის აღების მიზანი;
  • საჭირო თანხა;
  • სასურველი პირობები;
  • ვალის დაფარვის წყარო;
  • გარანტიები;
  • ბიზნესის ისტორია და ბუნება;
  • ხელმძღვანელ პერსონალთა ასაკი, გამოცდილება და განათლება;
  • პროდუქცია (ნაწარმი) ან მომსახურება;
  • მომსახურების გავრცელების რაიონი და განაწილების სისტემა;
  • ძირითადი კლიენტურა;
  • მიმწოდებლები;
  • კონკურენტები;
  • ძირითადი კაპიტალი;
  • ბიზნესის სამი წლის ფინანსური დოკუმენტები;
  • ბიზნესის სამი წლის საგადასახადო დეკლარაციები;
  • მიმდინარე პირადი ფინანსური დოკუმენტები;
  • ბიზნესის სამომავლო მოგება-ზარალის უწყისი, საბალანსო უწყისი და საკასო კონსილიდირებული ბიუჯეტი (სულ მცირე, სამი წლის).
  1. სინერგიზმის ეფექტი - მოვლენა, როდესაც საერთო შედეგი აჭარბებს ცალკეული ეფექტების ჯამს.
  2. მაშტაბური ეფექტი - მოვლენა, რომელიც გამოიხატება მუდმივი საშუალო დანახარჯების შემცირებით პროდუქციის ერთეულზე.
  3. ბიზნესის შეფასების 6 ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი (შენონ ფრატი):
  1. ინფორმაცია შემოსავლების შესახებ;
  2. კომპანიის საერთო მდგომარეობა (შენობა-დანადგარების მდგომარეობა, სააღრიცხვო წიგნებისა და ანგარიშების სისრულე და სიზუსტე);
  3. აღნიშნულ ბიზნესში საბაზრო მოთხოვნა;
  4. ფირმის ეკონომიკური მდგომარეობა;
  5. გუდვილის ან სხვა არამატერიალურ ფასეულობათა ახალი მფლობელისათვის გადაცემის შესაძლებლობა;
  6. მომავალი მოგების პოტენციალი.
  1. დამატებითი ფაქტორები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ შეთანხმებული ფასის ცვლილებაში:
  • ცალკეული მყიდველისა და გამყიდველის მიერ წაყენებული პირობები;
  • თანხებსა და გადახდის ვადებს შორის განსხვავება.
  1. საბალანსო უწყისზე დაფუძნებული ის მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ხდება ბიზნესის ღირებულების განსაზღვრა:
  • „აღრიცხული“ - რეალურ ძირითად კაპიტალს პლიუს საბრუნავი სახსრები და მინუს დავალიანებები;
  • კორექტირებული (დაზუსტებული) „აღრიცხული“ - ამ მეთოდით თითოეული აქტივის „აღრიცხული“ დავალიანების ჯამი ზუსტდება დავალიანების გამოკლებით;
  • სალიკვიდაციო ღირებულება.
  1. აქტივების „აღრიცხული“ ღირებულების დაზუსტება ხდება:
  • დებიტორული დავალიანებით (ხშირად ამცირებენ, რათა აისახოს ზოგიერთი დავალიანების მიღების რეალურობა);
  • მარაგებით (ჩვეულებრივ ამცირებენ, რადგან შეიძლება გართულდეს მთელი მარაგების რეალურ ფასში რეალიზაცია);
  • უძრავი ქონებით (ჩვეულებრივ ზრდიან, რადგან საქმეში ჩაშვების შემდეგ ხშირად მისი ფასი იზრდება).
  1. გამოთვლითი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მაჩვენებლებს (ეს დანახარჯები მყიდველმა უნდა გაწიოს სამომავლო ფულის მოძრაობის გამოთვლის პროცესში):
  • ბიზნესის სუფთა მოგება ან ზარალი;
  • მფლობელის ხელფასი (რომელიც მენეჯერის ჰონორარზე მეტია);
  • მფლობელის მიერ გაწეული ხარჯები (როგორიცაა მივლინების ხარჯები, პირადი დაზღევვა და სხვა);
  • პროცენტები;
  • არაპერიოდული დანახარჯები (როგორიცაა იურისტების არაპერიოდული ჰონორარები);
  • არაფულადი დანახარჯები (როგორიცაა ამორტიზაცია);
  • მოწყობილობების შეცვლა ან ახლის შეძენა.
  1. დისკონტირებული ღირებულება გამოითვლება მყიდველის ინვესტიციისათვის შესაფერისი კაპიტალდაბანდების ანაზღაურების კოეფიციენტის (მოგების ნორმით) ან კაპიტალის ნორმის გაანგარიშებით.
  2. ბიზნესის ძირითადი კაპიტალის ნარჩენი ღირებულება წარმოადგენს ბიზნესის წინასწარ შეფასებულ დისკონტირებულ ღირებულებას ფულის მოძრაობის დაგეგმვის პერიოდის ბოლოსათვის. იგი გამოითვლება ბიზნესის საწყისი სუფთა ღირებულებისა და სამომავლო ყოველწლიური ნამატების დაჯამებით.
  3. ბიზნესის ყიდვის პროცესში, მის შესახებ ინფორმაციის შეფასებას აწარმოებენ:
  • ბიზნესის მყიდველები;
  • გარკვეული დარგის კონსულტანტები;
  • პროფესიონალი შუამავლები;
  • ბიზნესის შეფასების ექსპერტები;
  • კვალიფიციური ბუღალტრები და იურისტები.
  1. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ პუნქტებს:
  • ბიზნესის საერთო შემოთავაზებული ფასი;
  • ფასის შემადგენელი ნაწილები:
  1. საგარანტიო საწინდარი და საწყისი შენატანი;
  2. ბანკის კრედიტის სიდიდე;
  3. გამყიდველის მიერ დაფინანსებული კრედიტის სიდიდე.
  • შესასყიდ ვალდებულებათა და აქტივთა სია, დებიტორული დავალიანების მინიმალური დაკრედიტორული დავალიანების შესაძლო მაქსიმალური თანხა;
  • ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დანადგარების მდგომარეობა;
  • მყიდველის უფლება, მიიღოს კომპენსაცია, რომლის სიდიდე განსაზღვრულია ხელშეკრულების დადების შემდეგ ფასასტუმრებელ ვალდებულებათა ზომით და ხელშეკრულებაში მითითებულ მარაგებში ცვლილებების შეტანით;
  • ნათლად განსაზღვრული გარანტიები, არსებული კონტრაქტის კანონიერება, საგადასახადო და იურიდიულ დავალიანებასთან დაკავშირებული შეზღუდვები;
  • ლიზინგის გაცემასთან დაკავშირებული გაყიდვის პირობები, ფინანსური უწყისების შემოწმება, ლიცენზიების გადაცემა, ხელშეკრულების ფინანსური ან სხვა სახის პირობების გაცნობა;
  • იჯარასთან, კომუნალურ მომსახურეობასთან, ხელფასებთან და ავანსად გაწეულ დანახარჯებთან დაკავშირებული გადავადებები;
  • შესასყიდი ფასის გადახდის პირობები;
  • ხელშეკრულების დადების თარიღი.
  1. ბიზნესის ხელშეკრულებები, ან როგორც მათ უწოდებენ ქლოუზინგები, ჩვეულებრივ ორი გზით უნდა გაფორმდეს:
  1. ხელშეკრულებას ამზადებს იურისტი - ამ პროცედურის დროს დამოუკიდებელი იურისტი, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს წარმოადგენს, ამზადებს ხელშეკრულებისათვის საჭირო დოკუმენტებს. მყიდველი და გამყიდველი რწმუნებულ იურისტს წინასწარ დანიშნულ დროს ხვდებიან. შეხვედრაზე მყიდველი და გამყიდველი ხელს აწერენ დოკუმენტებზე. სახელშეკრულებო რწმუნებულს შეუძლია, მხარეებს დახმარება გაუწიოს აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში სიტუაციის გაწონასწორებაში. გადასახდელი თანხა გადაეცემა სახელშეკრულენო რწმუნებულს და ის მას ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გასცემს;
  2. დეპონირება - ამ ტიპის ხელშეკრულების დროს გადასახდელი თანხა, გირავნობის საბუთი და სხვა დოკუმენტები ნეიტრალურ მხარეს ან დეპონირების აგენტს გადაეცემა. დეპონირების აგენტში, ჩვეულებრივ, სადეპონირო კომპანია ან ფინანსური დაწესებულების სადეპონირო განყოფილება იგულისხმება. მყიდველი და გამყიდველი ხელს აწერენ სადეპონირო ინსტრუქციებს, სადაც მითითებულია ის საკითხები, რომლებიც შეთანხმების დასრულებამდე უნდა განიხილონ. მას შემდეგ, რაც ყველა საკითხი განხილულია, დეპონირების აგენტი გასცემს ადრე გაფორმებულ დოკუმენტებს და თანხებს. იმართება საბოლოო ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც ხდება დოკუმენტებზე ხელის მოწერა
  1. ხელშეკრულების დასასრულებლად საჭიროა ყიდვა-გაყიდვის დუკუმენტი, რომლის საფუძველზეც შეთანხმების დასასრულებლად საჭირო სხვა დოკუმენტები ფორმდება:
  1. ხელშეკრულების ფურცელი - მითითებულია ხელშეკრულების დადების თარიღი, აგრეთვე ხარჯების ის რაოდენობა, რომელიც იფარება მხარეების მიერ. იმ კრედიტის სიდიდე, რომელიც თითოეულმა მხარემ უნდა მიიღოს;
  2. სადეპონირო ხელშეკრულება - გამოიყენება მხოლოდ დეპონირების ხელშეკრულების დროს. ამ დოკუმენტში მითითებულია დეპონირების პირობები, სადეპონირო აგენტის მოვალეობები და ის აუცილებელი პირობები, რაც დეპონირებული თანხებისა და დოკუმენტების გასაცემადაა საჭირო;
  3. გირავნობის სიგელი - მითითებულია გადასაცემი რეალური აქტივების მოცულობა, აგრეთვე კომპენსაციის სიდიდე, რომელიც ამ აქტივებისათვის იქნება გადახდილი;
  4. სასესხო ვალდებულება - გამოიყენება მხოლოდ განვადებით გაყიდვის დროს. მასში მითითებულია სესხის სიდიდე და დროის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მყიდველმა გამყიდველს ეს ვალი უნდა დაუბრუნოს. აგრეთვე, ამ დოკუმენტში მითითებულია ის კომპენსაციები, რომელსაც გამყიდველი მიიღებს, მყიდველის მიერ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში;
  5. საგარანტიო ხელშეკრულება - წარმოადგენს გარანტიას აქტივების სახით, რომელსაც მყიდველი აგირავებს სასესხო ვალდებულებისა და ძირითადი ვალის გასტუმრების უზრუნველსაყოფად. მასში, აგრეთვე მითითებულია დროის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მყიდველი თანახმაა, საქმეში ჩაუშვას აქტივები, რომლებიხ უზრუნველყოფენ ვალის დაფარვას;
  6. არაკონკურენციულობის ხელშეკრულება - მასში მითითებულია მომსახურების ის ტიპი, რომლითაც გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს მყიდველი, კომპენსაციის სიდიდე, დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად მყიდველს უნდა მიაწოდოს ზემოთ აღნიშნული მომსახურება, ხელშეკრულების ძალაში ყოფნის ვადა, ის მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების ვადამდე ადრე გაუქმება.
  1. პუნქტები, რომელსაც მოიცავს ამხანაგობის შესახებ ხელშეკრულება:
  • სახელი, მიზანი, მისამართი;
  • ხელშეკრულების ხანგრძლივობა;
  • პარტნიორთა ტიპები (საერთო ან შეზღუდული პასუხისმგებლობის, აქტიური ან პასიური);
  • პარტნიორების მიერ შეტანილი წვლილი (საქმის დაწყებისას, მოგვიანებით);
  • ბიზნესის დანახარჯები (როგორ იფარება);
  • უფლებამოსილებები (თითოეული პარტნიორის უფლებამოსილება);
  • სხვადასხვა ვალები;
  • სააღრიცხვო წიგნები, უწყისები და აღრიცხვის მეთოდი;
  • მოგება-ზარალის განაწილება;
  • პირადი სარგებლობისათვის ამოღებული თანხები და ხელფასები;
  • პარტნიორის უფლებები;
  • პარტნიორის გარდაცვალება (ფირმის დაშლა);
  • პერსონალის მართვა;
  • ვალების დაფარვა;
  • პარტნიორის წილის გაყიდვა;
  • არბიტრაჟი;
  • ამხანაგობის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი დამატებები, შესწორებები ან მთლიანად ხელშეკრულების შეცვლა;
  • უთანხმოების გადაწყვეტა;
  • გადახდის უუნარობა.
  1. პარტნიორთა ტიპებია:
  • ნამდვილი პარტნიორი - აქტიური და ცნობილი, როგორც პარტნიორი;
  • აქტიური პარტნიორი - შეიძლება იყოს ან არ იყოს ნამდვილი პარტნიორი;
  • ფარული პარტნიორი - აქტიური, მაგრამ არ არის ცნობილი, როგორც პარტნიორი;
  • პასიური პარტნიორი - არააქტიური, ამასთან არ არის ცნობილი, როგორც პარტნიორი;
  • ჩუმი პარტნიორი - არააქტიური (მაგრამ შეიძლება ცნობილი იყოს როგორც პარტნიორი);
  • ნომინალური პარტნიორი (ყალბი პარტნიორი) - არ არის ნამდვილი პარტნიორი, რამეთუ არ წარმოადგენს რომელიმე მხარეს ამხანაგობის შესახებ ხელლშეკრულებაში, ნომინალური პარტნიორი იქცევა ისე, როგორც რეალური პარტნიორი, ან უფლებას აძლევს სხვა პირებს, იმოქმედონ მისი, როგორც პარტნიორის სახელით. ამიტომ ნომინალური პარტნიორი პასუხისმგებელია მესამე პირის წინაშე, რომელმაც მის სახელზე გასცა კრედიტი;
  • ქვეპარტნიორი - პიროვნება, რომელიც არ წარმოადგენს ამხანაგობის წევრს, მაგრამ ერთ-ერთ პარტნიორთან დადებული აქვს კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ქვეპარტნიორი იღებს გარკვეულ წილს ასეთი პარტნიორის საქმიანობისა და მოგების წილიდან;
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის ანუ კომანდიტური პარტნიორი - კანონით დადგენილია, რომ კომანდიტური პარტნიორი მხოლოდ მის მიერ ბიზნესში დაბანდებული თანხის დაკარგვის რისკს ეწევა. რადგან ასეთი პარტნიორი არ ღებულობს მონაწილეობას მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებასა თუ ფირმის ხელმძღვანელობაში, იგი არ არის ისეთივე პასუხისმგებელი ბიზნესის ვალებზე, როგორც მთავარი პარტნიორი.
  1. ბიზნესის ოპტიმალური ფორმა დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე:
  • საფინანსო რესურსების ოდენობაზე;
  • წარმოების ტიპზე;
  • მომუშავეთა რაოდენობაზე;
  • გადასახადების მოცულობაზე.
  1. ბიზნესის გეგმის რეზიუმე უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
  1. პროექტის დასახელება;
  2. ორგანიზაციის დახასიათება, რომელშიც შედის:
  • ორგანიზაციი დასახელება;
  • ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
  • საკუთრების ფორმა;
  • საწესდებო ფონდი;
  • მომუშავეთა რაოდენობა;
  • ბოლო წლის საქონელბრუნვა;
  • საფოსტო მისამართი, ტელეფონი;
  • საბანკო ანგარიშები.
  1. პროექტის აღწერა (აქ უნდა აღინიშნოს პროექტს ვიწყებთ ნულიდან თუ მოხდება მისი გაფართოება);
  2. ფირმის აღწერა, მისი განვითარების ძირითადი ეტაპები და ნიშნები;
  3. პროექტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები, რა შემოსავლები მიიღება რა დროის განმავლობაში;
  4. ტაქტიკური გეგმა, ანუ იმის აღწერა, თუ როგორ მიიღწევა დასახული ამოცანები;
  5. ინვესტიციური მოთხოვნა.
  1. ფირმის აღწერის პროცესში მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების გაანალიზება:
  • მიზნები და ამოცანები;
  • ორგანიზაციული სტრუქტურა და საკადრო შემადგენლობა;
  • პროდუქციის გასაღების ტენდენციები;
  • საფინანსო მაჩვენებლები;
  • ფირმის ძირითადი უპირატესობანი;
  • ნოუ-ჰაუ;
  • სეზონურობა;
  • ტექნოლოგიური დონე;
  • ფირმის ძლიერი და სუსტი მხარეები;
  • დანახარჯთა ანალიზი;
  • გეოგრაფიული მდებარეობა.
  1. ბიზნეს-გეგმის ტიპიური სტრუქტურა წარმოგვიდგება შემდეგი სახით:
  • რეზიუმე (მიმოხილვითი განყოფილება);
  • ფირმის აღწერა;
  • მარკეტინგი;
  • პროდუქციის (მომსახურების) აღწერა;
  • საბაზრო ტენდენციები;
  • საწარმოო გეგმა;
  • საფინანსო გეგმა;
  • რისკების ფაქტორები.
  1. კონკურენტების შესწავლისას მნიშვნელოვანია:
  • კონკურენტების ვინაობა და ადგილმდებარეობა;
  • საბაზრო წილი პროცენტებში;
  • მათი გაყიდვების მოცულობა;
  • შესაძლო დანაკარგების მოცულობა.
  1. პროდუქციის მახასიათებლები:
  • ფასი;
  • გავრცელების გეოგრაფია;
  • საიმედოობა;
  • წარმოების სიჩქარე ან სიზუსტე;
  • მოქმედების ან გამოყენების სიმარტივე;
  • ექსპლოატაციის ან რემონტის სიმარტივე;
  • დამონტაჟების სიმარტივე, ღირებულება;
  • ზომა ან წონა;
  • სტილი;
  • სხვა მახასიათებლები.
  1. პროდუქციის განაწილებისას აუცილებელია განისაზღვროს:
  • მომხმარებლების სახელი (ძირითადის);
  • სრული სავაჭრო მოცულობა;
  • ხვედრითი წილი პროდუქციის მიხედვით;
  • თქვენი გაყიდვების წილი პროცენტებში.
  1. საბაზრო ტენდენციების საანალიზო მაჩვენებლებია:
  • გაყიდული საქონლის მოცულობა;
  • გაყიდვები 5 წლის წინ;
  • მიმდინარე გაყიდვები;
  • მოსალოდნელი გაყიდვები 5 წელიწადში.
  1. საბაზრო წილის დასადგენად აუცილებელია განვსაზღვროთ პროდუქციის ხვედრითი წილი ადგილობრიც ან მთლიან ბაზარზე.
  2. წარმოება წარმოადგენს საქმიანობას, რომელიც ფირმაში პროდუქციის დასამზადებლად ხორციელდება, აუცილებელია განისაზღვროს:
  • საწარმოო ოპერაციები;
  • ნედლეული;
  • აღჭურვილობა (მისი შეძენა შესაძლებელია ყიდვით, ლიზინგითა და იჯარით);
  • სამუშაო ძალის უნარ-ჩვევები;
  • დაფინანსება.
  1. იმისათვის, რომ გავნსაზღვროთ, ეკონომიკურად განხორციელებადია თუ არა ბიზნეს გეგმა, უნდა გაანალიზდეს მონაცემთა სამი ჯგუფი:
  1. მოსალოდნელი გაყიდვები და დანახარჯები უახლოეს 12 თვეში;
  2. ფულადი სახსრების მოძრაობა 12 თვის განმავლობაში;
  3. მიმდინარე საბალანსო უწყისი.
  1. იმისთვის, რომ ბიზნეს-გეგმა ცვლილებებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ, აუცილებელია:
  • თვალყური ვადევნოთ კომპანიაში, ბაზარსა და საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს;
  • მოვახდინოთ ბიზნეს-გეგმის კორექტირება ამ ცვლილებების გათვალისწინებით;
  • განვსაზღვროთ ბიზნეს-გეგმაში შესატან ცვლილებათა მოცულობა და ხასიათ.
  1. რისკების მართვა ხდება იმ ძირითადი რისკების გამოვლენითა და ნეიტრალიზებით, რომლებიც პოტენციურად შეიძლება წარმოიქმნას ფირმაში. რისკები შეიძლება იყოს ტექნიკური და ფინანსური.
  2. მეწარმის დროის ბიუჯეტის განაწილება:
  1. მოსამსახურეებთან კავშირი - 10%;
  2. ანგარიშგების წარმოება - 10%;
  3. უშუალო გაყიდვები - 25%;
  4. წარმოება - 20%;
  5. სამეურნეო ტექნიკური მომსახურება - 5%;
  6. საფინანსო პრობლემების მართვა - 10%;
  7. პერსპექტიული დაგეგმვა - 5%;
  8. სხვა - 10%.
  1. ბიზნეს გეგმა, რომელიც უნდა წარვუდგინოთ ბანკებსა და ინვესტორებს, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შემდეგი თავების მიხედვით:
  1. რეზიუმე;
  2. კომპანია და დარგი;
  3. საქონელი და მომსახურება;
  4. ბაზარი;
  5. მარკეტინგის სტრატეგია;
  6. საკონსტრუქტორო სამუშაოების გეგმა;
  7. მაქსიმალური რისკი და სირთულეები;
  8. საწარმოო გეგმა;
  9. საფინანსო ინფორმაცია.
  1. შეცდომები, რომელსაც ხშირად უშვებენ დამწყები ბიზნესმენები:
  • უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან ჰობი და ბიზნესი;
  • დამწყები ბიზნესმენები როგორც წესი ცდილობენ თავიანთი ფირმა მიმზიდველი გახადონ ყველასათვის;
  • შეცდომაა საქმის წამოწყება ფულის საკმარისი ოდენობის გარეშე;
  • დიდი მნიშვნელობა აქვს რისკისა და საშიშროების დროზე აღმოჩენასა და ნეიტრალიზებას;
  • არასწორი ფასის დაწესება;
  • კომპანიაში ოპტიმალური სტიმულირების პოლიტიკის გათვალისწინება;
  • თვითიზოლაცია.
ნანახია: 1633 | დაამატა: tskhvedadze2014 | ტეგები: თემურ შენგელია, კონსპექტი, ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები, IV თავი, ბიზნესის დაწყების ორგანიზაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
პარასკევი, 03.29.2024