მთავარი » 2017 » იანვარი » 25 » კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - II თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)
8:38 PM
კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - II თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)

თავი II

ბიზნესის გარემო, ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობა

  1. თავისუფლების ხარისხი განისაზღვრება სამი გარემოებით:
  • საბაზრო მოთხოვნით;
  • საკუთარი მეწარმეობითი პოტენციალით;
  • იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ქმნის ბიზნესის გარემო.
  1. ბიზნესის გარემო, ეს არის იმ გარეშე ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც არსებობბენ ბაზრის სამეურნეო სუბიექტების გარეთ და განსაზღვრავენ ამ სუბიექტების ქცევის წესებს ბაზარზე.
  2. ბიზნესის გარემო:
  1. მიკროგარემო მოიცავს:
  • მიმწოდებლებს;
  • მომხმარებლებს;
  • კონკურენტებს;
  • დაქირავებულ მუშებს;
  • კანონებს;
  • სახელმწიფო ორგანოებს;
  • პროფკავშირებს.
  1. მიკროდონეზე ეროვნული ეკონომიკის მასშტაბებში სამეურნეო ობიექტების საქმიანობაზე ბიზნესი ახდენს ირიბ, მაგრამ არსებით ზეგავლენას. ის მოიცავს: 
  • ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას;
  • ბაზრის ინსტიტუტებს;
  • საზოგადოებრივი კულტურის დონეს;
  • პოლიტიკურ და საერთაშორისო ფაქტორებს.
  1. საერთაშორისო გარემო ირიბ ზეგავლენას ახდენს ფირმებზე, ეროვნული ეკონომიკაზე ზეგავლენის თვალსაზრისით ის ვლინდება:
  • საზღვარგარეთის ინვესტიციების;
  • იმპორტიორების;
  • ერთობლივი საწარმოების საქმიანობაში.
  1. ბიზნესის სამართლებრივი სივრცის გარდაქმნის ფორმებია:
  • ევოლუციური - გულისხმობს სამართლებრივი სივრცის სრულყოფის თანმიმდევრულ ეტაპურ პროცესს;
  • რევოლუციური - გულისხმობს სამართლის არსებული სისტემის ფუძემდებლური პრონციპეპის ნგრევას, ახალი სისტემის შექმნის საფუძველზე.
  1. კომპანიებს გააჩნიათ პასუხისმგებლობა საზოგადოების, მომხმარებლების, მოსამსახურეებისა და ინვესტორების წინაშე.
  2. ეთიკური პრობლემების გადაწყვეტის პროცესში კომპანიები შეიძლება დაეყრდნონ იმ რელიგიურ სწავლებას, რომელიც გამომდინარეობს ქრისტიანული მორალისაგან: უტილიტარიზმს (მაქსიმალური სიკეთე ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობისათვის), ადამიანთა უფლებათა დაცვას (ადამიანთა ღირსების პატივისცემას) და სამართლიანობას (სიკეთეებისა და პასუხისმგებლობის სამართლიან განაწილებას).
  3. მომხმარებელთა უფლებები:
  • უსაფრთხოება;
  • ინფორმაციის მიღება;
  • არჩევითობა;
  • თავიანთი მოთხოვნის დაცვის უფლება.
  1. ინვესტორები რჩებიან მოტყუებულნი:
  • როდესაც კომპანიები და ცალკეული პირები პირადი ანგარების მიზნით ახდენენ ინვესტიციებით მანიპულირებას;
  • კომპანიის წარმომადგენლები საკუთარი მიზნით იყენებენ აქტივებს და ინვესტიციებს, რითაც ამცირებენ ინვესტორების შემოსავლებს.
  1. მიმართულებები, რომლებითაც კომპანიები ახორციელებენ თავიანთი ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობის რეალიზებას:
  • კომპანიები ღებულობენ ეთიკურ კოდექსს;
  • უნერგავენ თანამშრომლებს მაღალი მორალური ნორმებისადმი პატივისცემის გრძნობას;
  • ამოწმებენ მისაღები მუშაკების პატიოსნებას;
  • ეწევიან ქველმოქმედებას.
  1. სოციალური პროგრამების ძირითადი მიმართულებები:
  • კეთილსინდისიერი საქმიანი პრაქტიკა;
  • ბუნებისდაცვითი საქმიანობა და რესურსდაზოგვა;
  • ადგილობრივი საზოგადოების განვითარება;
  • პერსონალის განვითარება;
  • სოციალურად პასუხისმგებელი რესტრუქტურიზაცია;
  • სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირება.
  1. სოციალური პასუხისმგებლობის რეალიზაციის ინსტრუმენტებია:
  • საქველმოქმედო შემოწირულობები და სპონსორის დახმარება;
  • კორპორაციის თანამშრომელთა დელეგირება;
  • ფულადი გრანტები;
  • კორპორაციული სპონსორობა;
  • კორპორაციული ფონდი;
  • სოციალური ინვესტიციები;
  • სოციალურად მნიშვნელოვანი მარკეტინგი;
  • სპონსორობა.
  1. არგუმენტები სოციალური პასუხისმგებლობის სასარგებლოდ:
  • ბიზნესისათვის ხელსაყრელი გრძელვადიანი პერსპექტივების შექმნა;
  • ფართო პუბლიკის მოთხოვნილებების და მოლოდინის ცვლილება;
  • რესურსების არსებობა სოციალური პრობლემების გადაჭრაში დახმარების გასაწევად;
  • მორალური ვალდებულება სოციალურად პასუხისმგებელი ქმედებისათვის.
  1. არგუმენტები სოციალური პასუხისმგებლობის წინააღმდეგ:
  • მოგების მაქსიმიზაციის პრონციპის დარღვევა;
  • დანახარჯები სოციალურ პასუხისმგებლობაზე;
  • საზოგადოების წინაშე ანგარიშების არასაკმარისი დონე;
  • სოციალური პრობლემების გადაჭრისათვის ცოდნის უკმარისობა.
  1. ბსპ-ს მიმართ 4 ძირითადი მიდგომა:
  • საბაზრო;
  • მიდგომა სახელმწიფოებრივი რეგულირების პოზიციიდან;
  • მიდგომა „კორპორაციული სინდისის“ პოზიციიდან;
  • მიდგომა „დაინტერესებული პირის“ პოზიციიდან.
ნანახია: 1424 | დაამატა: tskhvedadze2014 | ტეგები: კონსპექტი, თემურ შენგელია, II თავი, ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები | რეიტინგი: 2.5/2
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
ხუთშაბათი, 04.25.2024