მთავარი » 2017 » იანვარი » 25 » კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - I თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით
7:11 PM
კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - I თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით

თავი I

ბიზნესის არსი და მნიშვნელობა

  1. ცნობილია ბიზნესის შემდეგი კონცეფციები:
  • პოზიტიური - ამ კონცეფციის არსი მდგომარეიბს იმაში, რომ ბიზნესი ესმით, როგორც ადამიანების საზოგადოებრივი საქმიანობა საქონლისა და მომსახურების წარმოების მიზნით, რომელიც ხორციელდება საზოგადოების წევრების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის;
  • კრიტიკული - ამ კონცეფციის შესაბამისად, ბიზნესი არის ადამიანების საქმიანობის ის სფერო, რომლის საბოლოო მიზანს შეადგენს მოგებისა და შემოსავლების მიღება;
  • პრაგმატული - ეს კონცეფცია ბიზნესს განიხილავს საზოგადოებრივი პროგრესის კონტექსტში, როგორც მოვლენას, რომელიც აუცილებელია როგორც ბიზნესმენებისათვის, რომლებიც გამომდინარეობენ საკუთარი ინტერესებიდან, აგრეთვე საზოგადოების, რომელიც ბიზნესის საფუძველზე აკმაყოფილებს საქონელსა და მომსახურებაზე თავის მოთხოვნილებებს.
  1.  „ეკონომიკა“ უფრო ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს მიკრო, მაკრო, მეგა და მეზოეკონომიკურ დონეებს. „ბიზნესი“ არის მეწარმეობრივ ურთიერთობათა უფრო კონკრეტული მახასიათებელი, რომელიც ვითარდება განსაზღვრულ სუბიექტებს შორის ინდივიდუალური ან ჯგუფური კონკურენციის საფუძველზე.
  2. ბიზნესის სტრატეგია მდგომარეობს მისი სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვის გზით მოგების მაქსიმიზაციაში. ტაქტიკური მიზანი არის ამ სტრატეგიის რეალიზაცია ყველა კონტრაგენტის მიმართ, კონკრეტულ დროში, კონკრეტული რეალიზაციის ფორმით.
  3. ბიზნესის ჩამოალიბების ისტორიული პროცესი არის დაკავშირებული სხვადასხვა საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციებში კაპიტალის თავდაპირველ დაგროვებასთან.
  4. ეკონომიკური სისტემა არის საქონლისა და მომსახურების წარმოების, განაწილებისა და გაცვლის პროცესი, რომელიც დამკვიდრებულია მოცემულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემაში.
  5. ეკონომიკური სისტემის სამი ტიპია:
  • კაპიტალიზმი არის სისტემა, სადაც წარმოების ფაქტორები მიეკუთვნება კერძო პირებს, მოქალაქეები სარგებლობენ ფართო ეკონომიკური თავისუფლებით, მაგრამ მათ გააჩნიათ ეკონომიკური რისკი, ბიზნესის წარმოების პროცესში;
  • კომუნიზმი ეს არის სისტემა, სადაც სახელმწიფო ფლობს წარმოების ყველა ფაქტორს და ღებულობს ყველა სამეურნეო გადაწყვეტილებას;
  • სოციალიზმი არის სისტემა, სადაც სახელმწიფო ფლობს და განკარგავს ზოგიერთ წამყვან დარგს, მაგრამ უშვებს კერძო საკუთრებას ბიზნესის ცალკეულ სფეროებში.
  1. კომპანიები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ფასების, ხარისხისა დასერვისის, ახალი პროდუქციისა და მომსახურების დარგში.
  2. როდესაც ფასები მაღლდება, მოთხოვნის სიდიდე მცირდება, მიწოდების ზრდის სტიმულები დიდდება. როდესაც ფასები მცირდება, მოთხოვნა უზრდება, მიწოდების მოცულობა მცირდება. წონასწორობითი ფასი მყარდება მაშინ, როდესაც მყიდველების და გამყიდველების ინტერესები ემთხვევა ბაზარზე.
  3. ეეპ -  ერთობლივი ეროვნული პროდუქტი.
  4. ბიზნესს, მისი მრავალსახეობის მიუხედავად გააჩნია ის საერთო ნიშნები, რომლებიც მჟღავნდება საქმიან ურთიერთობებში:
  • ინტერესთა დაცვის აუცილებლობა;
  • ეკონომიკურ სუბიექტებს შორის საქმიანობის სფეროების დაცვა;
  • მონაწილეთა მხრიდან თავიანთი ინტერესების შესაბამისი ქმედება;
  • მონაწილეთა ინიციატივიანი ხასიათი;
  • პერსონალური რისკის გათავისება;
  • გარიგებათა ალბათური და რეალური შედეგების შეფასების უნარი;
  • საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა;
  • მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით, მოლაპარაკებათა მომგებიანი წარმოების უნარი;
  • პრიორიტეტებისა და საქმიანი ურთიერთობების ლოგიკის დადგენის უნარი;
  • საქმიანი ურთიერთობების მონაწილეთა ინტერესების რეალიზაციის შესაძლებლობა სხვა მონაწილეთა ინტერესებისაგან დამოუკიდებლად.
  1. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაში ბიზნესის სუბიექტებს შეადგენენ:
  • მეწარმეები - ანუ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ ინიციატივიან, ინოვაციურ სამიანობას, თავიანთი რისკით და ეკონომიკური პასუხისმგებლობით;
  • სამეწარმეო ასოციაციები და მეწარმეობრივი კოლექტივები;
  • პროდუქციისა და მომსახურების ინდივიდუალური და კოლექტიური მომხმარებლები, მომხმარებელთა კავშირები და ასოციაციები;
  • სახელმწიფოთა ის სტრუქტურები, რომლებიც ბიზნესის პროცესში შემკვეთთა როლში გამოდიან.
  1. პრაგმატული კონცეფციის ძირითადი პოსტულატები შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
  • ბიზნესი არის ადამიანთა ცხოვრების აუცილებელი და გარდაუვალი კომპონენტი;
  • წინააღმდეგობანი, რომლებიც წარმოიქმნება ბიზნესის სფეროში არის ეკონომიკური განვითარების წყარო;
  • ბიზნესი, ეს არის ისტორიულად მუდმივი მოვლენა.
  1. ფეოდალური საზოგადოების დაშლის შემდგომ ეპოქაში კაპიტალის დაგროვების ფორმები:
  1. ლეგალური:
  • მანუფაქტურების შექმნა, სადაც მუშა არის მიმაგრებული შრომის იარაღებზე (ისევე, როგორც ფეოდალურ საზოგადოებაში გლეხი მიწაზე);
  • კაპიტალის დაგროვება მევახშეობის გზით;
  • სახელმწიფო მოხელეების მიერ ცალკეული მეწარმეებისთვის მეწარმეობის სფეროში ექსკლუზიური უფლებების გადაცემა;
  • სავაჭრო ომების წარმატებული წარმოება.
  1. არალეგალური:
  • სახელმწიფო მოხელეების მიერ კანონის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სამეწარმეო მაქინაციების წარმოება;
  • სახელმწიფო მოხელეების აქციონერების ფორმით ახალი კომპანიების შექმნაში მონაწილეობა;
  • კორუფცია, მექრთამეობა, გამომძალველობა;
  • დაპყრობილი ხალხების კოლონიური ძარცვა;
  • დამპყრობლური ომების წარმოება ახალი მიწების, სამეწარმეო პოტენციალის, სამუშაო ძალის ზრდის მიზნით.
  1. საქართველოში კაპიტალის დაგროვებისა დაბიზნესის განვითარების ეტაპები ბატონყმობის დაშლიდან დღემდე:
  • I ეტაპი - XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან 1921 წლამდე;
  • II ეტაპი - XX საუკუნის 20-იანი წლებიდან XX საუკუნის 80-იან წლებამდე;
  • III ეტაპი - XX საუკუნის 90-იანები წლებიდან დღემდე.
  1.  წარმოების ფაქტორები:
  • ბუნებრივი რესურსები;
  • შრომა;
  • კაპიტალი;
  • მეწარმეობის უნარი.
  1. სახელმწიფოს როლი ბიზნესის რეგულირებაში:
  • შეზღუდვებისა და წესების დადგენა;
  • მოსახლობისადმი საზოგადოებრივი სიკეთეების და სატრანსფერო გადასახადის განსაზღვრა;
  • კონკურენციის გაფართოება;
  • ეკონომიკური სტაბილიზაციის მხარდაჭერა.

 

 

 

ნანახია: 3456 | დაამატა: tskhvedadze2014 | ტეგები: I თავი, თემურ შენგელია, კონსპექტი, ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები | რეიტინგი: 3.3/6
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
შაბათი, 12.21.2024