მთავარი » 2015 » თებერვალი » 23 » ხევისბერის ტრაგედია (ალ. ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩას" მიხედვით)
6:13 PM
ხევისბერის ტრაგედია (ალ. ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩას" მიხედვით)

ხევისბერის ტრაგედია

   ხევისბერი გოჩა გახლავთ ალ. ყაზბეგის, ამავე სახელწოდების  მოთხრობის მთავარი პერსონაჟი. იგი იყო ყველასათვის სამაგალითო ადამიანი და ხალხშიც განსაკუთრებულად კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. რასაც თუნდაც ის განაპირობებდა რომ მას სწამდა, ხალხის რეული ღვთის რჩეულიც უნდა ყოფილიყო და არაფერს არ იშურებდა რომ თანამოძმეების იმედები გაემართლებინა.  ხევისბერი გოჩა მოხევეებს სათავეში ედგა ჭირისა თუ ლხინის დროს.. ჩაცმულება ორივე შემთხვევაში შეიძლება ერთი და იგივე ჰქონოდა , მაგრამ მისი გამოხედვა მთლიანად შეგაცვლევინებდათ აზრს მის გარეგნობაზე...

   გოჩას დიდი ტრაგედია გუგუას ქორწილის დღესვე დაიწყო. მაშინ, როცა წესით და რიგით ყველას უნდა მოელხინა და ეს დღე ცოდვის საბაბი არ უნდა გამხდარიყო. ხევისბერი გამოცდილი პიროვნება იყო და როგორც კი თავისი შვილი დაინახა, მაშინვე გულმა რეჩხი უყო და გარკვეულწილად წარმოდგენა შეექმნა არსებულ ვითარებაზე. იმ ღამითვე მამამ შვილს მცირეოდენად გაუმხილა ეჭვები , თუმცა კი არ ჩაეძია რადგან იმ საშინელი რამის გაგება არ უნდოდა, რაც უკვე გარკვეულწილად იცოდა. მისმა სიტყვებმა კი : ,,იყუჩე ბალღო, შენც ხომ რაიმე გაქვს გულში, გახსოვდეს ვისი გორისა ხარ, ვინძლო ქვეყანა არ გააცინო“ ნათელი მოჰფინა გოჩას პოზიციას.

    ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხევისბერს გული რაგაცას უკვე უგრძნობდა, რაც მის ესეთ ლოცვაში გამოვლინდა, სადაც მან თავისი ერთადერთი ვაჟი ონისე მოიხსენია.  ამის შემდეგ კი მამამ შვილს დაარიგა, რომ ისე მომკვდარიყო ხევს მისი დამარხვის არ შერცხვენოდა...

 სწორედ ამ დარიგებას გულისხმობდა გოჩა როცა თავის ვაჟს, ონისეს უთხრა : ასე შეისმინე ჩემი დარიგება?  ხევისბერს სწორედ ის გადახდა თავს რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა და თან ამავდროულად წარმოუდგენლადაც მიაჩნდა. უამრავი მოხევის სიკვდილში დამნაშავე მისი ერთადერთი ვაჟი აღმოჩნდა.  სწორედ ამას შეგვიძლია მივაწეროთ მისი  უმძიმესი ,,დანაშაული“ ცხელ გულზე.

ნანახია: 7837 | დაამატა: tskhvedadze2014 | რეიტინგი: 3.3/166
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
ოთხშაბათი, 12.12.2018