მთავარი » 2017 » თებერვალი » 13 » კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - XVIII თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)
4:44 PM
კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - XVIII თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)

თავი XVIII

რისკების მართვა და სადაზღვევო ბიზნესი

  1. რისკები შეიძლება იყოს 2 სახეობის:
  • წმინდა რისკები - რომელსაც შესაძლებელია მოჰყვეს ბიზნესისათვის მხოლოდ ზარალი. ნებისმიერი სახის სტიქიური უბედურება: მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი და სხვა ბიზნესს ძვირი უჯდება და დაკავშირებულია ზარალთან;
  • სპეკულაციური რისკი - არის რისკის ის სახეობა, რომელიც თავის თავში შეიცავს როგორც მოგების, ასევე ზარალის შესაძლებლობას.
  1. რისკების მართვა მოიცავს 4 ძირითად ეტაპს:
  1. პოტენციური რისკების დადგენა;
  2. მათი შეფასება;
  3. თითოეული რისკისათვის მართვის ინსტრუმენტების განსაზღვრა;
  4. შერჩეული სტრატეგიის შედეგიანობის შეფასება.
  1. რისკების მართვის პროცესში გამოიყენება 4 ძირითადი სტრატეგია:
  • რისკებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება - უნდა მოიძებნოს ის ობიექტი, რომელიც მოახდენს რისკის ნეიტრალიზებას;
  • მაღალი რისკების შემცველი სიტუაციების განსაზღვრა - მაღალი რისკ-ფაქტორები უნდა გახდეს პირველ რიგში ნეიტრალიზაციის ობიექტი;
  • რისკების ალბათობის შემცირება - მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია მოვახდინოთ რისკების სრული ლიკვიდაცია, მათი შემცირების ალბათობა დიდია;
  • რისკების შეფასება - კომპანიას შეუძლია რიგ შემთხვევაში სრულად აიღოს ფინანსური პასუხისმგებლობა ცალკეული ტიპის რისკების მიხედვით.
  1. დაუზღვევადი რისკი არის ისეთი რისკი, რომელსაც არ იღებს საკუთარ თავზე სადაზღვევო კომპანია. მათ მიეკუთვნება:
  1. საბაზრო რისკები - ეს ის ფაქტორებია, რომელთაც შეუძლია გამოიწვიოს საკუთრების ან შემოსავლის დაკარგვა. მათ მეკუთვნება:
  • ფასების სეზონური ან ციკლური ცვლა;
  • მოდის ცვლა;
  • კონკურენცია;
  • მოთხოვნილების ცვლა;
  • ინფლაცია.
  1. პოლიტიკური რისკები - ეს რისკები არის დაკავშირებული არაპროგნოზირებად პოლიტიკურ მოვლენებთან. მათ მიეკუთვნება:
  • ვალუტის გაცვლის შეზღუდვა პოლიტიკური მიზეზებით;
  • ომი ან მთავრობის შეცვლა;
  • თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა;
  • გადასახადების დაუსაბუთებელი ამაღლება.
  1. პირადი რისკები , მათ მიეკუთვნება:
  • უმუშევრობა;
  • სიღარიბე.
  1. საწარმოო რისკები:
  • ნედლეულის უკმარისობა;
  • მოწყობილობის ტექნიკური სიძველე (და მორალური ცვეთა);
  • გაფიცვა, შრომითო კონფლიქტები და სხვა.
  1. სადაზღვევოს მიეკუთვნება ის რისკები, რომელთა ზარალის დონე შესაძლებელია დადგენილ იქნას სადაზღვევო კომპანიის მიერ და ამდენად ის მზად არის აანაზღაუროს დანაკარგები.
  2. სადაზღვევო რისკი უნდა პასუხობდეს გარკვეულ პირობებს:
  • დანაკლისი უნდა ექვემდებარებოდეს აღრიცხვას და დაზღვევის დანახარჯები უნდა იყოს ეკონომიკურად გამართლებული. იმისთვის, რომ მიიღოს მოგება დამზღვევმა კომპანიამ უნდა იცოდეს იმ ზარალის სიხშირე, რომელსაც იწვევს მოცემული სახეობის სტიქიური უბედურება. სადაზღვევო კომპანიის გამოცდილება იძლევა ამის პროგნოზირების შესაძლებლობას;
  • არ შეიძლება იყოს დაზღვეული, ფირმის წინასწარი განზრახვით ჩადენილი მოქმედების შედეგად მიყენებული ზარალი. ეს ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიები არ აანაზღაურებენ იმ ზარალს, რომელიც ჩადენილია ფირმის წინასწარი განზრახვით;
  • ერთი და იგივე სახეობის რისკი უნდა მოიცავდეს ერთდროულად ყველა დაზღვეულს. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ მოხდა წყალდიდობა და მოსახლეობის დიდი ნაწილი დაზღვეულია ამ რისკებისაგან, მაშინ საშუალო დონის სადაზღვევო კომპანიას ამ ტიპის სადაზღვევო პოლისებზე ერთდროულად კომპენსაციის გაცემა გაუჭირდება.
  1. კერძო სადაზღვევო კომპანია ეს არის კომერციული საწარმო საქონელი, რომლითაც ის ვაჭრობს - საფინანსო დახმარება.
  2. აქტუარიები - ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ სადაზღვევო დანაკარგებისა და პრემიების მოცულობას.
  3. დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს დაზღვეულის ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ასეთია:
  • დაზღვევა დაკავშირებული სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასთან, პირად ინტერესებთან (პირადი დაზღვევა);
  • დაზღვევა დაკავშირებულია ქონების ფლობასთან, განკარგვასთან, ქონებით სარგებლობასთან (ქონებით დაზღვევა);
  • დაზღვევა დაკავშირებული დაზღვეულის მიერ მესამე (ფიზიკური ან იურიდიული) პირისათვის ან მისი ქონებისათვის მიყენებულ ზიანთან (პასუხისმგებლობის დაზღვევა);
  • ნებაყოფლობით;
  • სავალდებულოდ.
  1. ნებისმიერი სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის საფუძველი არინ ლიცენზიის მოპოვება. ლიცენზიას გასცემს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. მის მისაღებად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ნუსხის წარმოდგენა:
  • სადამფუძნებლო დოკუმენტი;
  • სახელმწიფო დოკუმენტი, რომლის შესაბამისად მზღვეველი დარეგისტრირდა, როგორც იურიდიული პირი;
  • ცნობა საწესდებო კაპიტალის შესახებ;
  • ბიზნეს-გეგმა.
  1. ბიზნესის დაზღვევის სახეები:
  • საკუთრების დაზღვევა - იცავს დაზღვეულს საკუთრების ფიზიკური დაზიანების ან განადგურებისაგან;
  • ლოიალურობის გარანტიების ობლიგაციები - იცავენ კომპანიას იმ რისკებისაგან, რომლებიც კომპანიას გააჩნია არაკეთილსინდიდიერი თანამშრომლების არსებობის შემთხვევაში;
  • მთლიანად შემოსავლის დაზღვევა - დამატებითი დანახარჯების დაზღვევა. დაზღვევა ბიზნესში დაყოვნებებისაგან;
  • პასუხისმგებლობის დაზღვევა - ეს არის დაზღვევის სახეობა, როდესაც ზარალი, რომელიც მიყენებულია პიროვნებისადმი განპირობებულია თვით დაზღვეული კომპანიის მიზეზით;
  • პასუხისმგებლობის უნივერსალური დაზღვევა - ამ შემთხვევაში სუბიექტი ხდება ყველა ტიპის პასუხისმგებლობა, როგორც პროდუქციის ხარისხით მიყენებული ზარალი, ასევე დანაკლისი მიღებული პროფესიული შეცდომებით;
  • მუშაკების საკომპენსაციო დაზღვევა - როდესაც მუშაკები ღებულობენ კომპენსაციას პროფესიული ტრამვების ან დაავადებების გამო;
  • დაზღვევა პროფესიული შეცდომების დაშვების გამო - ეს არის დაზღვევის სახეობა, რომლის დროსაც ხდება კლიენტისადმი იმ ფიზიკური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიყენებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში.
  1. კომპანიის თანამშრომლების დაზღვევის 3 ძირითადი სახეობა:
  1. ჯანმრთელობის დაზღვევა; არსებობს ჯანმრთელობის დაზღვევის 2 სახეობა:                                                                                   1) სამედიცინო მომსახურების დაზღვევა, მოიცავს რამდენიმე სახეობას, ესენია:
  • სტაციონალური მკურნალობის დაზღვევა -  რის შედეგადაც ხდება სტაციონარში წოლის სრული, ან ნაწილობრივი ხაჯების დაფარვა;
  • ფსიქიატრიული მომსახურების დაზღვევა - მოიცავს სადაზღვევო კომპანიის მიერ იმ დანახარჯების დაფარვას, რომელიც დაკავშირებულია ფსიქიატრიულ დაავადებებთან ან ფსიქიატრის კონსულტაციასთან;
  • ქირურგიული და თერაპიული დაზღვევა - ამ შემთხვევაში ხდება ამ სახის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება;
  • უნივერსალური სამედიცინო დაზღვევა - ამ დროს მიმდინარეობს ყველა სახეობის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება;
  • სტომატოლოგიური დაზღვევა - ამ შემთხვევაში ხდება სტომატოლოგიური მომსახურების სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება;
  • ასისტანსი - სამედიცინო დაზღვევა საზღვარგარეთ წამსვლელთათვის.                                                                                                         2) არაშრომისუნარიანობის დაზღვევა.
  1. სიცოცხლის დაზღვევა არსებობს რამდენიმე სახეობის:
  • ვადიანი დაზღვევა - როდესაც სადაზღვევო შემწეობა გაიცემა კლიენტის სიკვდილის შემდეგ, იმ პერიოდის განმავლობაში, რომელზეც ის იყო დაზღვეული. ამ ტიპის დაზღვევა 1 წელია და ის ეხება 65 წელს გადაცილებულ პირებს;
  • სრული დაზღვევა - როდესაც სადაზღვევო პოლისი ძალაში რჩება კლიენტის სიკვდილამდე. ამ ტიპის სიკვდილის შემთხვევაში, დაზღვეულს ეძლევა შესაძლებლობა აიღოს კრედიტი სადაზღვევო თანხიდან, ხოლო საპენსიო ასაკში ნაწილობრივ ან სრულიად გამოიყენოს ამ ანგარიშზე აკუმულირებული თანხა;
  1. საპენსიო პროგრამები.
ნანახია: 1596 | დაამატა: tskhvedadze2014 | ტეგები: თემურ შენგელია, კონსპექტი, ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები, რისკების მართვა და დაზღვევის სახეებ, თავი XVIII | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
პარასკევი, 03.29.2024