მთავარი » 2017 » თებერვალი » 2 » კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - X თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)
6:14 PM
კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - X თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)

თავი X

საქონლისა და მომსახურების წარმოება

  1. წარმოების პროცესის არსი გამომდინარეობს კონვერსიიდან, აქ იგულისხმება მოვლენების ის თანმიმდევრობა, როდესაც რესურსები თანმიმდევრულად გარდაიქმნება პროდუქციად.
  2. კონვერსიის 2 ძირითადი ტიპი:
  • ანალიტიკური - იგულისხმება, რომ ერთი და იმავე სახეობის ნედლეულიდან იწარმოება ერთი რამდენიმე პროფუქტი;
  • სინთეტიკური - იგულისხმება სხვადასხვა მასალიდან პროდუქციის წარმოების პროცესი.
  1. წარმოების ეფექტიანობის ამაღლების შემადგენელი ნაწილებია:
  • საწარმოო ტექნოლოგიის გაუმჯობესება;
  • წარმოების პროცესის გაუმჯობესება;
  • მატერიალური რესურსების სტულყოფა;
  • პროდუქციის ხარისხის ამაღლება;
  • ადამიანურ ურთიერთობათა სრულყოფა.
  1. წარმოების ორგანიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიებს განეკუთვნება:
  • კომპიუტერული დაპროექტება და კონსტრუქტირება - ეს არის კომპიუტერული გრაფიკის გამოყენება პროდუქციის დამზადების პროცესში;
  • კომპიუტერიზებული წარმოება - ეს არის კომპიუტერების გამოყენება (რობოტების, ტექნიკური კონტროლის მოწყობილობის, ავტომატურად მართვადი სატრანსპორტო საშუალების) სამრეწველო მოწყობილობის კონტროლის მიზნით;
  • კომპიუტერული სისტემის წარმოებაში ინტეგრირება - ეს არის პროცესი, როდესაც დაპროექტების, კონსტრუქტურების და წარმოების ყველა კომპონენტი ერთიანდება ერთიან კომპიუტერულ ქსელში, რომლის მეშვეობითაც წარმობის ყველა ქვეგანაყოფი ამყარებს ერთმანეთთან კავშირს.
  1. დრეკადი საწარმოო პროცესების პირობებში ერთი სახეობის პროდუქციიდან მეორეზე გადასასვლელად საჭიროა ამ პროცესის კომპიუტერული მართვა, რაც არ მოითხოვს საამქროების სრულ გადაწყობას.
  2. დრეკადი საწარმოოს უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მის საფუძველზე მოქმედი საწარმოები შეიძლება იყოს მცირე ზომის და გააჩნდეს სპეციალიზაციის მაღალი ხარისხი.
  3. დრეკად წარმოებას საფუძველში უდევს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი:
  • პირველის მიხედვით, ერთ საწარმოზე ძნელია პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაწყვეტა, ხელმძღვანელობამ უნდა დაადგინოს პრიორიტეტული საკითხების რიგითობა და მოახდინოს მათზე ყურადღების კონცენტრირება;
  • მეორე მდგომარეობს იმაში, რომ წარმატებული საქმიანობა ექვემდებარება სიმარტივეს და განმეორებადობას.
  1. წარმოება სტრატეგიული უპირატესობის წყარო ხდება მაშინ, როდესაც მისი ძალისხმევა მიმართულია საქმიანობის იმ სფეროზე, რომელიც მას უპირატესობას ანიჭებს კონკურენტების წინაშე.
  2. საწარმოო პროცესი ეს არის იმ ოპერაციების ერთობლიობა, რომლის საშუალებით ფირმა ქმნის მატერიალურ სიკეთეებს და აწვდის მათ მომხმარებელს.
  3. საწარმოო მენეჯერების ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ ფირმამ აითვისოს წარმოების და ორგანიზაციის ყველაზე მოწინავე მეთოდი, მოდერნიზაციის შედეგად შეინარჩუნოს მოწინავე პოზიციები ბაზარზე.
  4. საწარმოო და ოპერაციული მართვა ვითარდება, როგორც სფეროს სპეციალიზებული ერთ-ერთი დინამიური დარგი. მისი მიზეზებია:
  • მისი გამოყენების სფერო ეფუძვნება სწრაფ ცვლილებებს;
  • არ მოიცავს საქმიანობის დიდ არეალს, დაწყებულს ბაზრის შესაძლებლობების შესწავლით და დამთავრებულს საწარმოო დაგეგმვითა და კონტროლით;
  • მართვის ეს სფერო აუცილებელია ყველა ტიპის კომპანიისათვის მათი მასშტაბებისაგან დამოუკიდებლად.
  1. საწარმოო სიმძლავრეების განლაგების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მოქმედი ფაქტორები:
  • გეოგრაფიული მდებარეობა;
  • სამუშაო ძალია მაღალი ნაყოფიერება;
  • სატრანსპორტო მიმოსვლა;
  • პოლიტიკური სტაბილურობა;
  • გრძელვადიანი დაფინანსება;
  • ენერგია და ენერგიის წყაროები;
  • ნედლეულის სიახლოვე;
  • საგადასახადო შეღავათები;
  • საგადასახადო კრედიტი.
  1. საწარმოო პროცესის კონტროლი არის იმ საკითხების გადაწყვეტის თანმიმდევრობა, რომლითაც მიიღწევა მაღალი ეფექტიანობის, კონკურენტუნარიანი პროდუქციის დამზადება.
  2. საწარმოო პროცესზე კონტროლის 5 ძირითადი საფეხური:
  1. საწარმოო დაგეგმვა - ამ დროს წარმოების პროცესის მმართველი, ინჟინრებისა და კონსტრუქტორებისაგან ღებულობს აუცილებელი ოპერაციების დეტალურ აღწერას, მოწყობილობისა და მატერიალური რესურსების ჩამობათალს, სადაც განისაზღვრება თუ რომელი სახევარფაბრიკატი და მასალა მზადდება კომპანიაში და რომელი უნდა შევიძინოთ გარედან. აუცილებელია დავადგინოთ მათი გარედან შემოზიდვის წყაროები;
  2. საწარმოო პროცესის სამარშუტო-ტექნოლოგიური რუქის შემუშავება (მარშუტიზაცია) - აქ იგულისხმება ოპერაციათა თანმიმდევრობა, ნედლეულისა და მასალების მიერ ამ ოპერაციების გავლის მარშუტის დადგენა;
  3. კალენდარული დაგეგმვა;
  4. დისპეჩერიზაცია;
  5. შესრულების კონტროლი.
  1. საწარმოო პროცესის სქემების პარალელურად, შეიძლება არსებობდეს კონვეირზე მუშაობის სქემა. აქ იგულისხმება სამუშაო ადგილების იმ თანმიმდევრობით განლაგება, როდესაც ნედლეულისა და მასალების გადამუშავების გზით საწარმოო ოპერაციები სრულდება თანმიმდევრულად.
  2. განტის ცხრილი არის დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს იმ დროის ერთეულს, რომელიც აუცილებელია ნაკეთობის ყველა ელემენტის დასამზადებლად.
  3. კალენდარული დაგეგმვა კრიტიკული გზით წარმოადგენს კრიტიკული გზის მეთოდს. რადგანაც კრიტიკული გზის დადგენით ჩვენ განვსაზღვრავთ ტექნოლოგიურ პროცესში იმ ოპერაციას, რომელზეც იხარჯება ყველაზე მეტი დრო.
  4. პროგრამის შეფასებისა და ანალიზის მეთოდში გამოიყენება 4 მაჩვენებელი:
  • ოპტიმისტური შეფასება - თუ საქმიანობა წარიმართება დადებითად;
  • პესიმისტური შეფასება - თუ საქმიანობა წარიმართება უარყოფითად;
  • შესაძლო შეფასება - ოპერაციის საშუალო ხანგრძლივობა;
  • მოსალოდნელი შეფასება - სამი ზემოთ მითითებული შეფასების საშუალო სიდიდე.
  1. დისპეჩერიზაციის ქვეშ იგულისხმება გარკვეული სახეობის სამუშაოების ჩასატარებლად დავალების გაცემის და შესაბამისად, განყოფილებების კონტროლის სამუშაო ზედამხედველობის პროცესი.
  2. პროდუქციის ხარისხის კონტროლი მიიღწევა მოწყობილობის სტენდზე გამოცდის ან საქონლის ხარისხის შეფასების გზით.
  3. მიზეზები, რომლებმაც გამოიწვიეს მასობრივი წარმოების დანერგვა:
  • მექანიზაცია;
  • წარმოების სტანდარტიზაცია;
  • კონვეირული წარმოების დანერგვა;
  • ავტომატიზაცია.
ნანახია: 1377 | დაამატა: tskhvedadze2014 | ტეგები: თემურ შენგელია, კონსპექტი, ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები, X თავი, საქონლისა და მომსახურების წარმოება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
შაბათი, 04.20.2024