მთავარი » 2017 » იანვარი » 28 » კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - VII თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)
5:18 PM
კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - VII თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)

თავი VII

საერთაშორისო ბიზნესის საფუძვლები

  1. ალტერნატიული ღირებულება დაკავშირებულია ერთი სახეობის საქონლის წარმოების ნაცვლად სხვა საქონლის საწარმოებლად რესურსების გამოყენებასთან.
  2. აბსოლუტური უპირატესობა არის შესაძლებლობა აწარმოოს ესა თუ ის საქონელი, რესურსების უფრო მცირე ოდენობით, ვიდრე ეს დაუჯდებოდა სხვა ერს (ცალკეულმა ქვეყნებმა თავიანთუ აბსოლუტური უპირატესობა უნდა გამოიყენონ სხვა ქვეყნებისაგან დამოუკიდებლად).
  3. ბიზნესი უნდა განთავსდეს იქ, სადაც არის იაფი მუშახელი, ნედლეული და კარგად განვითარებული სატრანსპორტო სისტემა.
  4. სავაჭრო ბალანსი არის ქვეყნის მიერ იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების ღირებულების თანაფარდობა ექსპორტირებული საქონლისა და მომსახურების ღირებულებასთან.
  5. სავაჭრო ბალანსის სალდო დადებითია, როდესაც ექსპორტის მოცულობა აღემატება იმპორტს, ხოლო უარყოფითია, როდესაც იმპორტის მოცულობა აღემატება ექსპორტს.
  6. საგადამხდელო ბალანსი (ბალანსი მიმდინარე ოპერაციებზე) - ეს არის საერთაშორისო ვაჭრობის განმაზოგადებელი მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ფულის საერთო ნაკადის შემოდინებას მისი გადინების გამორიცხვით. აქ შედის სავაჭრო ბალანსი და აგრეთვე ის სახსრები, რომელიც მიეწოდება მეორე სახელმწიფოს დახმარების სახით და ძირითად კაპიტალში - პირდაპირი ინვესტიციები.
  7. სახელმწიფოს მიერ გატარებულ პროტექციონიზმის ძირითად სახეებს მიეკუთვნება:
  • ტარიფები - ეს არის გადასახადები, რომლებიც ვრცელდება იმპორტირებულ საქონელზე;
  • კვოტები - ზღუდავენ ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის მოცულობას. ის შეიძლება დაწესდეს მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად;
  • ემბარგო (კვოტების უკიდურესი ფორმა) - ცალკეული სახეობის პროდუქტებით, ან მთლიანად ქვეყანასთან ვაჭრობის აკრძალვა;
  • სუბსიდიები - გამოიყენება მსოფლიოს ქვეყნების ადგილობრივი მეწარმეების სტიმულირებისათვის. რაც აძლევს მათ იმის შესაძლებლობას, რომ ადგილობრივმა მეწარმეებმაა აწარმოონ პროდუქცია უფრო დაბალი ღირებულებით, ვიდრე მათმა უცხოელმა კონკურენტებმა. სუბსიდიები გაიცემა მზარდ დარგებზე იმ დრომდე, სანამ ადგილობრივ კომპანიებს არ ექნებათ კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვების შესაძლებლობა;
  • ნტიდემპინგური გადასახადი / დემპინგი - ეს არის საზღვარგარეთ გასაყიდ საქონელზე უფრო დაბალი ფასების დაწესება, ვიდრე ამ ქვეყანაშია.
  1. არგუმენტები პროტექციონიზმის წინააღმდეგ:
  1. პროტექციონიზმის ძირითადი თვირთი მოდის მომხმარებელზე. როგორც აღინიშნა, სასოფლო-სამეურნეო სუბსიდირება ამ დარგის პროდუქციაზე ზრდის ფასს;
  2. ის მეწარმეები, რომლებიც დაკავებული არიან იმპორტირებული საქონლის გაყიდვით, პროტექციონიზმის პოლიტიკის გამო, რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან ცვლილებები ამ პოლიტიკაში იწვევს გაუთვალისწინებელ ზარალს;
  3. პროტექციონიზმი სერიოზულ ზარალს აყენებს წარმოების სფეროში დასაქმებულ იმ კომპანიებს, რომელთა ბიზნესის ცალკეული სახე არის დამოკიდებული იმპორტირებულ მაკომპლექტებელ ნაკეთობებზე და მოწყობილობებზე.
  1. ტარიფებისა და ვაჭრობის გენერალური შეთანხმება (ტვგშ) - ეს არის საერთაშორისო აქტი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელი მოაწერა 11 ქვეყანამ. ტვგშ-ს შტაბბინა მდებარეობს ჟენევაში და მისი აპარატი შედგება 300 კაცისაგან. მისი ძირითადი პრონციპია - „ბრძოლა სავაჭრო დისკრიმინაციის წინააღმდეგ“.
  2. ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა (ეეთ) - აერთიანებს დასავლეთ ევროპის 12 ქვეყანას. დაარსდა 1957 წელს. წარმოადგენს თავისუფალი პარტნიორების გაერთიანებას. ეს ქვეყნები ცდილობენ, მიაღწიონ ერთმანეთის შემზღუდველი ბარიერების მოხსნას საერთაშორისო ვაჭრობის გზაზე. ამ შეზღუდვების მოხსნით ეეთ-ის ქვეყნებში ყალიბდება ერთიანი ბაზარი, რასაც ხელს უწყობს ერთიანი ვალუტის - ევროს შემოღება.
  3. მსოფლიო ბანკის ოფიციალური დასახელება არის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ის შეიქმნა ომის შემდგომი დაფინანსებისთვის). ეს ორგანიზაცია კონკრეტული საერთაშორისო  მნიშვნელობის პროექტების დასაფინანსებლად იძლევა კრედიტებს დაბალი პროცენტით.
  4. რეგიონალური ბანკები ემსახურებიან მოცემული რეგიონის განვითარებას. ასეთებია:
  • განვითარებისა და რეკონსტრუქციის ეროვნული ბანკი - წარმართავს სესხებს დასავლეთიდან აღმოსავლეთ ევროპაში;
  • მილანში არსებული განვითარების აზიური ბანკი - მისი სახსრების ფორმირება ხდება იაპონიის ხარჯზე;
  • განვითარების ამერიკათშორისი ბანკი - უპირატესად აფინანსებს აშშ და ეს სახსრები ხმარდება ამერიკის კონტინენტზე არსებული სუსტი სახელმწიფოების განვითარებას.
  1. არსებობს საერთაშორისო ბიზნესის მოტივაციის სამი ძირითადი ასპექტი:
  1. გასაღების გაფართოება - ბაზარი არის შეზღუდული იმ პირებით, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფირმის პროდუქციითა და მომსახურებით. ამასთან მოსახლეობის მყიდველობითი უნარი იზრდება, თუ ამას განვიხილავთ არა ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო მასშტაბებში. საერთაშორისო გასაღება არის ფირმების საერთაშორისო ბიზნესში ფუნქციონირების ძირითადი მოტივი;
  2. რესურსების შეძენა - მწარმოებელი ფირმები და დისტრიბუტორები, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნებში ეძებენ მათთვის აუცილებელ ნაკეთობებს და მომსახურებას, ნახევარფაბრიკატებს, მაკომპლექტებელ ნაკეთობებს, აგრეთვე მზა პროდუქციას. როგორც წესი, ასეთი სავაჭრო ოპერაციების მიზანი დანახარჯების შემცირებაა;
  3. დივერსიფიკაცია - კომპანიები, როგორც წესი, ცდილობენ, არ დაუშვან დიდი სხვაობა მის გასაღებასა და მოგებას შორის. ამ მიზნით საზღვარგარეთ ეძებენ მათი პროდუქციის გასაღების შესაფერის ბაზრებს. ამ მიზნით მრავალი კომპანია ორიენტაციას იღებს მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის ციკლურობაზე, რის გამოც ერთი ქვეყნის დაცემის პერიოდი არ ემთხვევა მეორე ქვეყნის აღმავლობის პერიოდს. ამიტომ კომპანიები, რომლებიც ერთი და იგივე საქონლით ან მომსახურებით ვაჭრობენ, ახდენენ მის გადანაწილებას მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური ციკლის სტადიების მიხედვით, რაც უნარჩუნებს ამ კომპანიებს განვითარებისა და სტაბილური მოგების მიღების შესაძლებლობას.
  1. ბიზნესზე მოქმედი საერთო საგარეო ფაქტორები:
  • გეოგრაფიული;
  • ისტორიული;
  • პოლიტიკური;
  • სამართლებრივი;
  • ეკონომიკური;
  • კულტურული.
  1. მიზნის მიღწევის საშუალებები:
  1. ოპერაციული:
  • იმპორტი;
  • ექსპორტი;
  • ტრანსპორტირება;
  • ფრენშაიზინგი;
  • მმართველობითი კონტრაქტი;
  • პირდაპირი ინვესტიციები;
  • პროფესიული ინვესტიციები.
  1. ფუნქციონალური:
  • წარმოება;
  • მარკეტინგი;
  • საბუღალტრო აღრიცხვა;
  • ფინანსები;
  • საკადრო საქმიანობა.
  1. კონკურენციული საგარეო ფაქტორები:
  • წარმოების ოპტიმალური ზრდა;
  • მომხმარებელთა რაოდენობა;
  • შესყიდვების ოდენობა;
  • მომხმარებელთა ერთგვაროვნება;
  • კონკურენტების რაოდენობა;
  • პროდუქციის ტრანსპორტირების დანახარჯები;
  • კონკურენტების უნიკალური შესაძლებლობანი.
  1. საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობების ფორმები:
  • იმპორტი და ექსპორტი;
  • ლიცენზირება - ლიცენზირების შეთანხმება აძლევს შესაძლებლობას ერთ ფირმას აწარმოოს და გაყიდოს სხვა ფირმის საქონელი და მომსახურება ერთჯერადი ან პერიოდული განვითარების ხარჯზე;
  • ფრენშაიზინგი;
  • ერთობლივი საწარმოს შექმნა - აქ იგულისხმება არა მარტო პროექტის რეალიზაციის პროცესში საერთო ინვესტიციების გაწევა, არამედ ხანგრძლივი პერსპექტივით სამეწარმეო საქმიანობა;
  • საზღვარგარეთის ფირმის შესყიდვა სრული საკუთრებით;
  • ინდივიდუალური საწარმოების საზღვარგარეთ დაარსება.
  1. სხვადასხვა კულტურების წარმომადგენლებს შორის განსხვავება შეიძლება იყოს შემდეგი ნიშნით:
  • რელიგიური მიკუთვნება;
  • ღირებულებითი პრიორიტეტები;
  • სამართლებრივი ნორმებისადმი დამოკიდებულება;
  • ჟესტები და მანერები ...
  1. ზოგადი წესები, რომლებსაც იყენებენ ბიზნესმენები ამა თუ იმ ქვეყანაში:
  • აუცილებელია შევინარჩუნოთ მიუკერძოებულობა. შეუძლებელია სხვადასხვა ადამიანების მიმართ გამოვიყენოთ ერთი და იგივე სტერეოტიპები, წინასწარ დადგენილი სტანდარტები. ყოველი ადამიანი უნდა განვიხილოთ, როგორც ინდივიდი და ღრმად გავითავისოდ ის კულტურული სფერო, რომელსაც ეხება მისი ცხოვრება და მოღვაწეობა;
  • უნდა გავითვალისწინოთ სხვა ერების ტრადიციები. მათ გააჩნიათ სხვადასხვა ღირებულებითი სისტემა, თვისებები, ქცევის მანერები;
  • სხვადასხვა ქვეყნებში ერთი და იგივე ჟესტები და გამოთქმები განსხვავებული შინაარსის მატარებელია. ამის გამო, უფრო ხშირად უნდა გამოვიყენოთ სიტყვების ენა და არა არავერბალური ურთიეთობის ფორმები;
  • მიზანშეწონილია, ჩვენი სტილის მისადაგება სხვა დამიანებისადმი. თუ პარტნიორი პასუხობს პირდაპირ და არაორაზროვნად აუცილებელია ამ სტილის მიბაძვა, სხვა შემთხვევაში უნდა მივუსადაგოთ ქცევა და მსჯელობა პარტნიორისას.
  1. მაშინ, როდესაც ლარის კურსი ეცემა სხვა ვალუტებთან შედარებით, ქართული საქონელი საერთაშორისო ბაზარზე იაფება, ამიტომ ის დარგები, რომლებიც ორიენტირებულია ექსპორტზე, ლარზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ ზრდიან პროდუქციის გამოშვებას. ამასთან იმპორტირევული საქონელი ძვირდება, რაც კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას ადგილობრივ საქონელზე.
ნანახია: 1795 | დაამატა: tskhvedadze2014 | ტეგები: თემურ შენგელია, კონსპექტი, VII თავი, ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები, საერთაშორისო ბიზნესის საფუძვლები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
ხუთშაბათი, 04.25.2024