მთავარი » 2017 » იანვარი » 25 » კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - III თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)
10:24 PM
კონსპექტი ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლებისათვის - III თავი (თემურ შენგელიას სახელმძღვანელოს მიხედვით)

თავი III

ბიზნესის ორგანიზაციის ფორმები

  1. კომპანიები ეკონომიკის სექტორის მიხედვით იყოფიან 2 ძირითად ჯგუფად: მომსახურების სფეროში დასაქმებულ და წარმოების სფეროში დასაქმებულად.
  2. სწრაფად განვითარებადს წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფერო.
  3. მსოფლიო კლასიფიკაციით საკუთრების ფორმების მიხედვით კომპანიები იყოფიან:
  • ერთპიროვნულ მფლობელად და ინდივიდუალურ ფირმად - ეს არის ის საწარმო, რომელიც მიეკუთვნება ერთ პიროვნებას, თუმცა მასში შეიძლება დასაქმებული იქნეს რამოდენიმე ათეულობით ადამიანი;
  • ამხანაგობად - ეს არის ორი ან მეტი პირის გაერთიანება ერთობლივი ბიზნესის წარმოებისა და ერთობლივი მოგების მიღების მიზნით;
  • კორპორაციად - მისი სტრუქტურის საფუძველს შეადგენენ აქციონერები. ისინი ირჩვენ დირექტორთა საბჭოს, რომელიც ირჩევს კორპორაციის უმაღლესი რანგის ხელმძღვანელებს. აქციონერები და საბჭოს წევრები იზიარებენ კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის პოლიტიკას. კორპორაციას შეუძლია კაპიტალის დიდი მოცულობის მობილიზება. აქციონერები დაცულია ფინანსური პასუხისმგებლობისაგან. მათი ინვესტიციები არის ლიკვიდური.
  1. ამხანაგობის სამი ძირითადი სახეობა:
  • საერთო ამხანაგობა - რომელშიც ყველა პარტნიორი თანაბარი უფლებებით სარგებლობს და ასევე საერთოა მათი პასუხისმგებლობა ფირმის წინაშე;
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - სადაც ერთი ან რამდენიმე ადამიანი გამოდის ფირმის მთავარ პარტნიორებად და მთლიანად ახორციელებენ მის მენეჯმენტს, ხოლო სხვა პარტნიორები არიან მხოლოდ ინვესტორები და არ მონაწილეობენ ფირმის მართვაში;
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის კვალიფიციური ამხანაგობა - რომელიც მოქმედებს როგორც კორპორაცია, რომელსაც აქვს უფლება გაყიდოს პარტნიორული უფლებები საფონდო ბირჟაზე.
  1. საქართველოს კანონით „მეწარმეთა შესახებ“ ორი ან მეტი პირის გაერთიანება შეიძლება ჩამოყალიბდეს, მეწარმეობის ისეთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სახით, როგორიცაა:
  • სოლიდარული;
  • კომანდიტური;
  • შეზღუდულ პასუხისმგებლობის საზოგადოება;
  • დასაშვებია გამონაკლისებიც.
  1. „სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ - არის საზოგადოება, რომელშიც რამოდენიმე ფიზიკური პირი ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით. ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ საქმიანობას და პარტნიორული საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები - უშუალოდ, პირდაპირ, მთელ ვალდებულებებზე, შეუზღუდავი მთელი თავისი ქონებით. პარტნიორები შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირები.
  2. კომანდიტური საშზოგადოება - არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთობლივად, ერთობლივი საფირმო სახელწოდებით ეწევა ერთჯერად და დამოუკიდეებლ მეწარმეობას.
  3. სააქციო საზოგადოება - არის საზოგადოება, რომლის საწესდებო კაპიტალი იყოფა აქციებად.
  4. კორპორაციები შეიძლება იყოს:
  • ღია ტიპის - ასეთი ტიპის კორპორაციები აქტიურად ყიდიან თავიანთ აქციებს ღია ბურჟაზე;
  • დახურული ტიპის - ასეთი კორპორაციები არ ყიდიან თავიანთ აქციებს ღია ბაზარზე, ანუ საკუთარ სახსრებს იყენებენ წარმოების გაფართოებისათვის ან აფინასნებენ ბიზნესის განვითარების საბანკო წყაროებიდან. ეს აძლევთ მათ მფლობელებს უფლება სრულიად გააკონტროლონ თავიანთი მოგება და იცავს კომპანიას საკონტროლო პაკეტის გაყიდვისაგან.
  • პროფესიული კორპორაციები - არ მიეკუთვნებიან ღია ტიპის კორპორაციებს, ხოლო მათი აქციონერები ბაზარზე ყიდიან სხვადასხვა ტიპის მომსახურებას.
  1. არსებობს რეგისტრაციის ორი ძირითდი სახე: სახელმწიფო და საგადასახადო.
  2. დირექტორთა საბჭოს ძირითად ფუნქციას შეადგენს ხელმძძვანელობის შერჩევა და კორპორაციის მიმდინარე მართვა.
  3. ეკონომიკა შედგება:
  1. საწარმოო სექტორისაგან, რომელიც მოიცავს:
  • მრეწველობას;
  • მშენებლობას;
  • სოფლის მეურნეობას.
  1. მომსახურების სფეროსგან, რომელიც აერთიანებს:
  • ბანკებს;
  • სადაზღვეო კომპანიებს;
  • საცალო და საბითუმო ვაჭრობას;
  • ტრანსპორტს;
  • ტურიზმს;
  • კომუნალურ მომსახურებას ...
  1. ფაქტორები, რომლებმაც უკანასკნელ წლებში ხელი შეუწყო მომსახურების სფეროს განვითარებას:
  1. საწარმოო სექტორიდან გამონთავისუფლებული მუშახელი გადადის მომსახურების სფეროში;
  2. ტექნოლოგიურმა პროგრესმა განსაზღვრა სერვისის ახალი სახეები;
  3. საწარმოო ოპერაციები ხშირად სრულდება საზღვარგარეთ, სადაც მუშახელი იაფია, რის გამოც ხდება მისი გამონთავისუფლება და ჩაბმა მომსახურების სფეროში.
  1. ინდივიდუალური კერძო ფირმა:
  • უპირატესობები:
  1. ისინი მარტივია ორგანიზების თვალსაზრისით;
  2. მფლობელი სრუილიად დამოუკიდებელია;
  3. მფლობელი სრულიად განკარგავს მოგებას;
  4. კომპანიი საფინანსო საქმიანობის და განვითარების სტრატეგიას განსაზღვრავს მესაკუთრე.
  • ნაკლოვანებები:
  1. საფინანსო რესურების შეზღუდულობა;
  2. მფლობელის განუსაზღვრელი პასუხისმგებლობა;
  3. რისკის ერთ ადამიანზე გადანაწილება.
  1. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლების გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება. ის უპირატესად მოგების მიღებაზეა ორიენტირებული. კოოპერატივში ერთიანდება ადამიანთა ჯგუფი ან მცირე კომპანიები, რომლებიც ხასიათდებიან ერთობლივი მიზნით. კოოპერატივის წევრები მთლიანად ინაწილებენ მიღებულ მოგებას.
ნანახია: 1552 | დაამატა: tskhvedadze2014 | ტეგები: კონსპექტი, თემურ შენგელია, ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები, III თავი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
პარასკევი, 04.26.2024