არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი სხვებს კი არ უნდა ეჯიბრებოდეს, არამედ უნდა ისწრაფოდეს გაიმარჯვოს საკუთარ თავზე
ადამიანებს სხვა ცოცხალი არსებებისაგან გამოგვარჩევს ის, რომ ვისწრაფვით სრულყოფისაკენ. შეუძლებლად მიმაჩნია აღნიშნულ დონემდე მიღწევა მხოლოდ მეტოქეების დამარცხებით. ვფიქრობ, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება გამარჯვებულად, როცა საკუთარ თავში არსებულ უარყოფით ალტერ ეგოს გაუმკლავდება, რაც თითოეულ ჩვენგანში იმალება.
მიმაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხს ეხმიანება ვაჟა-ფშაველას გმირი ალუდა ქეთელაური. პოემაში ჩანს, რომ მას უამრავი მოგებული ორთაბრძოლის შედეგად სახელი განთქმული აქვს, თუმცა სრულყოფილებას მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც საკუთარ თავს მოერევა. იმ ფაქტს, რომ ალუდას ცნობიერი და ქვეცნობიერი ებრძოდნენ ერთმანეთს ადასტურებს მისივე სიზმრის ეპიზოდი.
აქვე აღვნიშნოთ აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ პერსონაჟები: ბათუ და ჰაჯი-უსუბი. ორივე მათგანმა ხომ ძლია საკუთარ თავს, რითაც დააყენა საფარ ბეგი სწორ გზაზე. ვერან
...
კითხვის გაგრძელება »